ელასტიური ტოკენები: იცვლება ფასი და არა ოდენობა
ელასტიური ტოკენები (ან ტოკენები ელასტიური მიწოდებით) - DeFi-სთვის ალტერნატიული სტეიბლკოინის კონცეფციაა. ეს სრულიად ახალი აქტივებია, რომლებიც ნამდვილად საყურადღებოა.
ელასტიური მიწოდების ტოკენები (elastic supply tokens) ფინანსურ აქტივებს განეკუთვნება, რომელთა რაოდენობა მიმდინარე ფასზეა დამოკიდებული. შემქმნელების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვოლატილობისადმი წინააღმდეგობის გაწევა არა ფიატურ ვალუტებსა და ოქროსთან მიბმით, არამედ მიწოდების ალგორითმული რეგულირებით ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ პროექტში ჩადებული სახსრების ოდენობას ყოველთვის ინარჩუნებთ, მაშინაც კი, თუ მისი შიდა ტოკენის ფასი იცვლება.
სმარტ-კონტრაქტების დახმარებით, მიწოდება elastic supply პროცესის ალგორითმის მეშვეობით რეგულირდება, რომელსაც "გადაბაზირებას" უწოდებენ. სწორედ ამიტომ, ელასტიკურ ტოკენებს ასევე გადაბაზირების ტოკენებს (rebase tokens) უწოდებენ. შეთავაზება კორექტირდება, როდესაც ტოკენები საბაზისო ღირებულებაზე მაღლა ან დაბლა ფასდება: ბაზარზე მათი შეთავაზების ფაქტობრივი ზრდა ან შემცირება ხდება.
როგორ გამოიყურება ელასტიური ტოკენის გამოყენება პრაქტიკაში?
დავუშვათ, რომ დღეს ერთი ტოკენი ABC 1$-ად იყიდეთ. ერთი კვირაში მისი ფასი $0.5-მდე დაეცა. თქვენს ანგარიშზე, საერთო ჯამში, $1- ABCის ოდენობის 2 ABC ტოკენს აღმოაჩენთ. ყოველი ტოკენი ახლა იმის ნახევარი ღირს, რაც შეძენის დროს იყო, თუმცა თქვენ გადაბაზირების ალგორითმის წყალობით თქვენი ფული არ დაგიკარგავთ.
საპირისპირო შედეგი დადგება, თუ ელასტიური ტოკენის კურსი გაიზრდება. საფულეში 0.5 ABC-ს ნახავთ, თუ მისი ფასი $2-მდე გაიზრდება.
ამჟამად DeFi-ს ბაზარზე რამდენიმე პროექტი არსებობს, რომლებიც rebase tokens იყენებს:
- Ampleforth (AMPL)
- Yam Finance (YAM)
- BASE Protocol (BASE)
- DeFi 100 (D100)
მათზე ფულის შოვნა ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ თქვენ სტეიბლკოინების შორტინგს ხომ არ ცდილობთ? რა თქმა უნდა, თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ასეთ ტრეიდინგს დიდად პრაქტიკული აზრი არ აქვს.
რით განსხვავდება ელასტიური ტოკენები სტაბილურებისგან?
ელასტიური მიწოდების ტოკენები, მათი ღირებულების შენარჩუნების პრინციპის გამო, სტეიბლკოინების მსგავსად ითვლებიან. თუმცა, მათ შორის პრინციპული განსხვავებები არსებობს.
სტეიბლკოინებს საფუძვლად ფიქსირებული გაცვლითი კურსის პრინციპი უდევს, რომელიც ფასს მონეტების რომელიმე ფიზიკურ აქტივთან (ფიატთან, ოქროსთან, ფასიან ქაღალდთან) მიბმით ინარჩუნებს. ელასტიური შეთავაზების ტოკენები კი საბაზო ფასზე ცვალებადი შეთავაზების ხარჯზე არის ორიენტირებული.
პროექტის ტოკენების მიმოქცევითი მიწოდება ისე კორექტირდება, რომ ფასის შემცირების შემდეგ, შეთავაზება იზრდებოდეს და ფასი, შესაბამისად, ავტომატურად მანამდე არსებულ დონემდე სწორდებოდეს. შესაბამისად, აქ ტოკენების ცირკულაციის მთლიანი რაოდენობის შეცვლის გზით მოთხოვნისა და მიწოდების მკაცრი ალგორითმი გამოიყენება.
ელასტიური ტოკენების გამოყენების რისკები
მოქნილი ფასის მქონე ტოკენებში ინვესტიცია, შესაძლოა, სარისკოდ ჩაითვალოს: სახსრების დაკარგვის ალბათობა, შესაძლოა, დიდი იყოს.
ჯერ ერთი, ის კიდევ ექსპერიმენტული აქტივია, რომელმაც ფართო გამოყენება არ ჰპოვა. Elastic supply tokens ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდნენ, ამიტომაც სმარტ-კონტრაქტებში ყველა ხარვეზი გამოვლენილი როდია.
მეორეც, ჯერ კიდევ არ არის საკმარისად გასაგები, როგორ რეაგირებენ ასეთი ტოკენები ფასებით ხელოვნურ მანიპულირებაზე, თუ ის დროის მოკლე პერიოდში ხდება. მოასწრებს თუ არა ალგორითმი მიმოქცევისას ტოკენების რაოდენობის გათანაბრებას სწრაფი ზრდისა ან ვარდნის დროს? შესაძლოა, გადაბაზირების პრინციპმა ოდესმე ფიატთან ჩვეულებრივი მიბმა შეცვალოს და ელასტიურმა ტოკენმა ბაზრიდან USDT გააძევოს. მაგრამ ახლა საკმარისია იმის ცოდნა, რომ ასეთი პროექტები არსებობს და ელასტიური მიწოდების მოქმედების პრინციპი DeFi-ის გამოყენების ახალ ვარიანტებს უხსნის გზას.