DefiLama - პლატფორმის გამოყენების სახელმძღვანელო

ფოტო - DefiLama - პლატფორმის გამოყენების სახელმძღვანელო
DefiLama ანალიტიკური კრიპტოვალუტური რესურსია, რომელიც აგროვებს სტატისტიკურ ინფორმაციას ყველა წამყვანი ბლოკჩეინისა და კრიპტოპროექტის შესახებ. პლატფორმის ჩვენებური სახელმძღვანელო.

საწყისი გვერდი

საიტის მთავარ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია სხვადასხვა DeFi პროექტებში დაბლოკილი ლიკვიდობის შესახებ (TVL, Total Value Locked). მონაცემები შეიძლება დაჯგუფდეს დროის სხვადასხვა პერიოდში TVL-ის ცვლილების მიხედვით,  დაბლოკილი სახსრების მოცულობის და პროექტის კაპიტალიზაციის თანაფარდობის მიხედვით. ასევე, შეგიძლიათ სასურველი ქსელი ძიების საშუალებით იპოვოთ. ბოლო ინფორმაციით, აქტივების უმეტესი ნაწილი განთავსებულია პროტოკოლებში Lido Finance ($9 მილიარდი), MakerDAO ($6.4 მილიარდი), Curve ($6.4 მილიარდი).
DeFi პროექტების TVL განყოფილება DefiLama-ზე

DeFi პროექტების TVL განყოფილება DefiLama-ზე

განყოფილება “Chain“ შეიცავს მონაცემებს ბლოკჩეინის TVL-ის მთლიანი მოცულობის შესახებ (და არა მასზე განთავსებული ცალკეული სტარტაპების მიხედვით).
უმსხვილესი კრიპტოვალუტური ქსელების TVL

უმსხვილესი კრიპტოვალუტური ქსელების TVL

ზოგადად, "DeFi" ბლოკში არის ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მრავალი ასპექტის მიხედვით, რომელთა შორისაა:

● Airdrops. პროექტები, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ განახორციელონ საკუთარი ტოკენების დროპი, საჯარო ინფორმაციიდან გამომდინარე;

● Treasuries. DeFi პროექტების ხაზინისა და შიდა რეზერვების მოცულობა;

● Oracles. უმსხვილესი კრიპტოვალუტური ორაკულების TVL;

● Forks. ფორკ-ქსელების TVL;

● Top Protocols. კრიპტოვალუტური პროტოკოლების სტრუქტურირებული ცხრილი გამომდინარე მათი მთლიანი ლიკვიდობიდან, მომხმარებელთა რაოდენობიდან, ურთიერთქმედების სიხშირიდან და ა.შ..

● Compare Protocols. გვერდი რამდენიმე პროექტის შესარჩევად და მათი TVL-ების შესადარებლად ქრონოლოგიური გრაფიკის მიხედვით;

● Token Usage. მონეტების ჩართულობა სხვადასხვა პროექტში. ჯერჯერობით აქ წარმოდგენილია ინფორმაცია მხოლოდ Ethereum-ის (ETH) შესახებ;

● Recent. მონაცემები პროტოკოლების შესახებ, რომლებიც ახლახან დაემატა პლატფორმას;

● Language. პროგრამირების სხვადასხვა ენების გამოყენების სტატისტიკა.

ბლოკი "Yields"

განყოფილებაში "Yields"  წარმოდგენილია ლიკვიდობის სტეიკინგისა და ფარმინგის სხვადასხვა პროტოლოკების მომგებიანობის სტატისტიკური მონაცემები. სიების გაფილტვრა შესაძლებელია პროექტის სახელწოდების, საკვანძო მონეტის, ან მასში არსებული ბლოკჩეინის, TVL-სა და მომგებიანობის ინდიკატორების მიხედვით.
ბლოკი "Yields" DefiLama-ზე

ბლოკი "Yields" DefiLama-ზე

ასევე განყოფილებაში "Yields" წარმოდგენილია შემდეგი მონაცემები:

● Leveraged lending. დაკრედიტების სფეროში არსებული DeFi პროექტების სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ლევერიჯის გამოყენების საშუალებას იძლევა;

● Borrow. პლატფორმების მიმოხილვა, რომლებიც უზრუნველყოფენ სახსრების სესხების ფუნქციებს;

● Stablecoin Pools. სტეიბლკოინების ფარმინგის პროგრამების მომგებიანობა სხვადასხვა პროტოკოლებში;

● Projects. აქტივში ლიკვიდობის პულების მქონე პროექტების ჯამური რაოდენობა და სტატისტიკა.

DefiLama Swap

DefiLama პლატფორმას აქვს საკუთარი DEX ბირჟა, სადაც შეგიძლიათ სახსრების გადაცვლა სხვადასხვა ქსელებში, რომელთა შორისაა Arbitrum, BSC, Polygon, Optimism, Ethereum და ა.შ. პლატფორმას საკუთარი ლიკვიდობა არ გააჩნია, ის 1inch-ის მსგავსი DEX აგრეგატორია.
DefiLama პლატფორმის DEX ბირჟის გვერდი

DefiLama პლატფორმის DEX ბირჟის გვერდი

CEX Transparency

DefiLama გვაწვდის ინფორმაციას კრიპტოვალუტური ცენტრალიზებული ბირჟების რეზერვების შესახებ. მონაცემები ახლდება აუდიტორების უახლესი ანგარიშებისა და თავად პლატფორმებზე არსებული ანონსების მიხედვით.
განყოფილება CEX Transparency

განყოფილება CEX Transparency

Liquidations

სახსრების ლიკვიდაციის დონეები სხვადასხვა DeFi პლატფორმებზე. ინფორმაციის გაფილტვრა შესაძლებელია სასურველი პროექტის ან კრიპტოვალუტის მიხედვით.
განყოფილება Liquidations

განყოფილება Liquidations

ვაჭრობის მოცულობა

აქ მოცემულია მონაცემები მთელ DeFi სივრცეში ჯამური მოცულობის, ქრონოლოგიური ცვლილებისა და ცალკეული DEX-ების მიხედვით.

ქვემოთ მოცემული ბლოკები საშუალებას გაძლევთ იხილოთ ვაჭრობის სტატისტიკა სხვადასხვა კრიპტოვალუტურ ქსელებში და ოფციონებით ვაჭრობაში.
განყოფილება Volumes

განყოფილება Volumes

Fees/Revenues

პლატფორმაზე დაბლოკილი ლიკვიდობის, ვაჭრობის მოცულობისა და საშუალო საკომისიოს მონაცემების საჯაროობიდან გამომდინარე, შესაძლებელია საკომისიოებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის სტრუქტურირება, რაც  DefiLama-ზე ცალკე ბლოკშია წარმოდგენილი.
განყოფილება Fees/Revenues

განყოფილება Fees/Revenues

ბლოკი “Raises”

აქ DefiLama აგროვებს ინფორმაციას ჩავლილი საინვესტიციო რაუნდების შესახებ, ასევე აანალიზებს სხვადასხვა ფონდების საინვესტიციო აქტივობას.
ბლოკი “Raises” DefiLama-ზე

ბლოკი “Raises” DefiLama-ზე

Stables

აქ ინფორმაცია სტრუქტურირებულია არსებული სტეიბლკოინების მიხედვით: კაპიტალიზაცია, ბლოკჩეინი, ფასების ცვლილებები.
სტეიბლკოინების სტატისტიკა DefiLama-ზე

სტეიბლკოინების სტატისტიკა DefiLama-ზე

Hacks

DefiLama აგროვებს მონაცემებს DeFi პროექტების გატეხების შესახებ. ფილტრები ხელმისაწვდომია გატეხის თარიღის, კრიპტოვალუტური ქსელის, ქურდობის მექანიზმისა და მოპარული თანხების ოდენობის მიხედვით.
კრიპტოვალუტური გატეხების სტატისტიკა DefiLama-ზე

კრიპტოვალუტური გატეხების სტატისტიკა DefiLama-ზე

ETH Liquid Staking

Ethereum-ის ლიკვიდური სტეიკინგი საკმაოდ ახალი მიმართულებაა DeFi სექტორში. DefiLama გვაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა პროტოკოლში დაბლოკილი ETH მონეტების რაოდენობის, კრიპტოვალუტური ქსელის ტიპის, TVL-ის მოცულობისა და ამ ბლოკის ქრონოლოგიური ცვლილებების შესახებ.
ბლოკი "ETH Liquid Staking" DefiLama-ზე

ბლოკი "ETH Liquid Staking" DefiLama-ზე

აი, რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ DefiLama-ზე:

● LlamaNodes. რომელიმე პროექტის ნოდის დაყენების შესაძლებლობა პლატფორმის პროვაიდერის მეშვეობით;

● DLNews. საინფორმაციო მედია DefiLama-სგან კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის შესახებ;

● Press/Media. პლატფორმის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის ღილაკი;

● List Your Project. ვებგვერდზე საკუთარი პროექტის განსათავსებლად განაცხადის შეტანის შესაძლებლობა.

მთავარი გვერდის ბოლოში არის პროექტის სოციალური ქსელების ბმულები, ხარვეზების შესახებ შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობა და თემების შეცვლის ღილაკი.

ამრიგად, DefiLama არის სასარგებლო ანალიტიკური რესურსი, რომელშიც მოცემულია უამრავი მონაცემი ბლოკჩეინ პროექტების შესახებ. ამ ინფორმაციის გამოყენება რომელიმე პროექტის ფუნდამენტური ანალიზის ჩარჩოებშია შესაძლებელი.