კრიპტოვალუტა EOS-ის მიმოხილვა

icon EOS
ფოტო - კრიპტოვალუტა EOS-ის მიმოხილვა
ბლოკჩეინ პლატფორმა და კრიპტოვალუტა EOS იშვიათი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება უცნობმა აქტივმა წარმატებით გაიაროს გზა ICO-დან თანამედროვე ეკოსისტემამდე აქტივების ტოკენიზაციის შესაძლებლობით, სმარტ კონტრაქტებითა და გარემოთი დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად.

ჩვენს წინაშეა კიდევ ერთი პროექტი Ethereum-ის მკვლელების კატეგორიიდან. ქსელის შემქმნელების ძირითადი მიზანი იყო მისი გამტარუნარიანობისა და TPS-ის მაჩვენებლის (ოპერაციების რაოდენობა წამში) მაქსიმალური გაზრდა. EOS-ის ინვესტორები ძალიან იმედოვნებდნენ, რომ ახალი, ოპტიმიზებული ქსელი შეძლებდა ბაზრის წილის წართმევას Ethereum, NEO-სა და Cardano-სთვის იმის წყალობით, რომ მომხმარებლები მასში დაინახავდნენ სრულყოფილ ალტერნატივას სწრაფი და იაფი ტრანზაქციებით, ასევე მასშტაბირების მოგვარებულ პრობლემას (ცნობისთვის, იმ დღეებში Ethereum ჯერ კიდევ მოუქნელ PoW ალგორითმზე იყო).

EOS-ის ქსელი არის ღია საწყისი კოდის მქონე ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მაღალ პროდუქტიულობას, მოქნილობასა და უსაფრთხოებას. EOS-ის  ვირტუალური მანქანისა და მაღალი წარმადობის მქონე  WebAssembly (WASM) ძრავის გამოყენებით, ეს ქსელი გთავაზობთ სმარტ კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps) შექმნას, რომლებიც მოახდენენ თითქმის მყისიერი ტრანზაქციების გენერირებას მინიმალური საკომისიოთი (არაუმეტეს 10 ცენტის ეკვივალენტისა).

EOS-ის ბლოკჩეინი იყენებს კონსენსუსის ალგორითმს Delegated Proof-of-Stake (DPoS), რომელიც საშუალებას აძლევს კრიპტოსაზოგადოებას აირჩიოს ქსელის ვალიდატორები და გააკონტროლოს მათი მუშაობა. დეცენტრალიზაციის ასეთი ფორმატის წყალობით, ქსელი არასოდეს იქნება სტეიკჰოლდერების შეზღუდული ჯგუფის კონტროლის ქვეშ, არამედ მიეკუთვნება  EOS-ის მთელ საზოგადოებას, რომელიც ირჩევს ან ცვლის ვალიდატორებს დემოკრატიული კენჭისყრის გზით. რა თქმა უნდა, ასეთი კონსენსუსის ალგორითმის პირობებში აქ მაინინგის ნატამალიც არ იარსებობს, მაგრამ პასიური შემოსავლის მიღება სტეიკინგის მეშვეობითაა შესაძლებელი.

EOS-ის ქსელი საინტერესოა თანამედროვე ტექნოლოგიებისა (სმარტ კონტრაქტები, dApps და ა.შ.) და ამავე სახელწოდების ნატიური მონეტის დანერგვით. მრავალი წლის განმავლობაში ფორმირებულ საზოგადოებას, რომელიც შეიკრა პროექტის გარშემო, აქვს შესაძლებლობა უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის შემდგომ განვითარებაში დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) მეშვეობით.

EOS საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით Coinmarketcap-ის რეიტინგში 45-ე ადგილზეა, რაც დაახლოებით $1,3 მილიარდს შეადგენს. ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა $100-150 მილიონზე ქვემოთ არ ჩამოდის.

EOS-ის შექმნა

EOS-ის შექმნის იდეა დანიელ ლარიმერს 2017 წლის ზაფხულში დაებადა. კრიპტოსაზოგადოებაში ის ცნობილია წინა პროექტებით, როგორიცაა BitShares და Steemit. EOS-ის შესაქმნელად ინვესტიციების მოზიდვა მან ICO-ს (Initial Coin Offering) მეშვეობით გადაწყვიტა. ინვესტორებისგან სახსრების მოზიდვა 2017 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე (341 დღე) მიმდინარეობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქსელი სატესტო რეჟიმში მუშაობდა.

პროექტის ტექნიკური შემუშავებით კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია block.one იყო დაკავებული. ლარიმერმა CTO-ს თანამდებობა დაიკავა. დეველოპერებმა ყურადღება გაამახვილეს EOS-ს ქსელში პარალელური დამუშავებისა და ასინქრონული კავშირის მხარდაჭერის შექმნაზე. სწორედ ამან მისცა TPS-ის მაჩვენებლების ცამდე აწევის შესაძლებლობა. 

2018 წლის 10 ივნისს EOS-ს ქსელში პირველი ბლოკი შეიქმნა. იმ მომენტიდან, ქსელმა EOS მუშაობა სამრეწველო ექსპლუატაციის რეჟიმში დაიწყო.

EOS Network Foundation

2021 წლის 25 აგვისტოს, EOS-ის სტეიკჰოლდერებმა მიაღწიეს კონსენსუსს პროექტის დაფინანსებისა და ამ მიზნით ცალკე ორგანიზაციის შექმნის თაობაზე, სახელწოდებით EOS Network Foundation (ENF), რომელიც ივ ლა როზმა (Yves La Rose) დააარსა.

EOS Network Foundation არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს EOS პროექტის ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას, ქსელის განვითარებას, ასევე ახდენს  საზოგადოების მხრიდან ინიციატივების მოტივაციას. ENF არის EOS-ის ქსელის ტვინი, რომელიც გამოიყენებს დეცენტრალიზაციის ძალას პროექტში პოზიტიური გლობალური ცვლილების დასანერგად, როგორც ახლა, ასევე მომავალშიც.

EOS-ს საზოგადოება მართავს

კრიპტოსაზოგადოება მართავს პროექტს DAO-ს მეშვეობით. ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია შეიტანოს წინადადებები ან შესთავაზოს ცვლილებები ან განახლებები, რომელთა განსახორციელებლად (ან უარსაყოფად) ხმას აძლევს EOS მონეტის ყველა მფლობელი. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ბევრი წევრი აგენერირებს იდეებს და აჩვენებს ლიდერობის უნარს, რაც სტიმულს აძლევს დეველოპერებს, გააუმჯობესონ პროექტი და ქსელი. 

ENF-ის ფონდებიდან დაფინანსდა რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ EOS-ის ეკოსისტემის, მათ შორის ძირითადი ინფრასტრუქტურის, API, SDK, DeFi და უსაფრთხოების  გასაუმჯობესებაზე.

სად ვიყიდოთ, შევინახოთ და ვივაჭროთ EOS?

EOS მონეტა მხარს უჭერს სხვადასხვა ფორმატის საფულეების მნიშვნელოვან რაოდენობას. საფულეების უმეტესობა, რომელიც მხარს უჭერს Ether-ს, ასევე უჭერს მხარს EOS-საც.

მაგალითად, EOS  შეგიძლიათ შეინახოთ შემდეგ საფულეებზე:

• მობილური — Jaxx, Anchor Wallet, Token Pocket, Wombat და ა.შ.;

• სადესკტოპო — SimpleEOS, GreyMass EOS, Scatter EOS, Guarda, Ethereum Wallet, Jaxx, Exodus, Anchor Wallet და ა.შ.;

• აპარატული — Ledger Nano S, Trezor.

პროექტის დასაწყისში ნავარაუდევი იყო, რომ EOS მონეტები ხელმისაწვდომი იქნებოდა სხვადასხვა ბირჟებზე ICO–ს ამოქმედებისთანავე, მაგრამ პრაქტიკაში, პირველი ლისტინგები  მხოლოდ 2017 წლის ბოლოს დაიწყო. ახლა EOS-ის შეძენა შესაძლებელია უმეტეს პოპულარულ ცენტრალიზებულ სავაჭრო პლატფორმებზე. პრინციპში, მათი შენახვა იქვეა შესაძლებელი, მაგრამ ბირჟის არჩევას სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. 

EOS-ის შეძენა და ვაჭრობა შესაძლებელია ტოპ CEX ბირჟებზე, როგორიცაა Binance, Coinbase, OKX, Huobi, Kraken, WhiteBIT, HitBTC, Kucoin, Bybit, Crypto.com, Gate, Bitfinex, Poloniex, MEXC, Newdex, AscendEX, Bithumb. და ა.შ.

EOS მონეტა

EOS მონეტა EOS-ის ბლოკჩეინის ნატიური აქტივია, რომელიც მფლობელებს სთავაზობს შემდეგ უპირატესობებს:

• გაცვლისა და გადარიცხვის სწრაფი და უსაფრთხო ინსტრუმენტია;

• იძლევა EOS-ის ქსელისა და Web3 ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილეობის საშუალებას;

• უზრუნველყოფს EOS-ის ეკოსისტემის ყველა რესურსსა და სერვისზე წვდომას.

ამჟამად ემიტირებულია 1,083 მილიარდი EOS მონეტა. ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ემისიის ლიმიტი არ არსებობს.

აქტიური საფულეების რაოდენობა თითქმის 6 მილიონია. სტეიკინგში 317 მილიონზე მეტი EOS არის. კიდევ 206 მილიონზე მეტი მონეტა თითქმის 100 ათას მფლობელს აძლევს უფლება, ხმა მისცეს ცვლილებებს ქსელსა და მთლიანად პროექტში.
EOS-ის მაჩვენებლები

EOS-ის მაჩვენებლები

განვითარების პერსპექტივები

ვინც ამ ბაზარზე დიდი ხანია არის, იცის, რომ დენ ლარიმერს არც თუ ისე კარგი რეპუტაცია აქვს. თავისი ორი წინა პროექტი (Bitshares და Steemit) მან ვერც ვერასდროს დაასრულა. თუმცა, მისი თქმით, EOS-ის პლატფორმის შექმნისას, მან გაითვალისწინა წინა შემუშავებების შეცდომები და მათ გამეორებას არ აპირებს, რაც შეიძლება სიმართლე იყოს.

ახლად შექმნილი ვენჩურული კომპანია EOS Network Ventures (ENV) უკვე მზადაა ინვესტიციებისთვის EOS-ზე აგებულ პროექტებში და სთავაზობს მათ სასტარტო სტრატეგიულ კაპიტალსა და აქტივებს განვითარებისთვის. მისი ინვესტიციები ძირითადად მიმართული იქნება ტექნოლოგიურ სტარტაპებზე  Web3 სექტორში, რომლებიც ორიენტირებულია GameFi-ზე, მეტავერსებზე, eSports-ზე, NFT-ზე, ფინტექ სერვისებზე. ამიტომ, ველოდებით პოზიტიურ სიახლეებს ეკოსისტემის გაფართოების შესახებ.