Ethereum-ის სტეიკინგი. Coinbase თამაშს ტოვებს?
ცენზურა Ethereum პროტოკოლის დონეზე არის პოტენციური მოთხოვნა რეგულატორებისგან. როგორ მოიქცევიან ასეთ პირობებში ბაზრის საკვანძო მონაწილეები, კერძოდ, Coinbase? სიტუაციას ბრაიან არმსტრონგი გამოეხმაურა.
მარეგულირებლების რა გადაწყვეტილებისთვის უნდა მოემზადონ კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლები? რა ელის სფეროს უახლოეს მომავალში, მათ შორის Ethereum-ის PoS-ზე გადასვლის გათვალისწინებით? ამ კითხვებს სულ უფრო ხშირად სვამენ კრიპტო ბაზრის მონაწილეები და ანალიტიკოსები.
ერთ-ერთი მათგანია Rotkiapp-ის პროტოკოლის შემქმნელი ლეფტერის კარაპეცასი. თავის Twitter-ზე მან მიმართა Ethereum-ის საკვანძო მოთამაშეებს, რათა გაერკვია მათი ტაქტიკა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ორგანოები შემოიღებენ მკაცრ მოთხოვნებს ტრანზაქციების ცენზურის სახით.
წყარო: Twitter
კარაპეცასის აზრით, კრიპტო პლატფორმების ხელმძღვანელობას მოუწევს აირჩიოს ორი გზადან ერთი - შეასრულოს მოთხოვნები პროტოკოლის დონეზე ცენზურის განხორციელებით, ან უარი თქვას ETH სტეიკინგზე, რათა შეინარჩუნოს ქსელის მთლიანობა.
ტვიტს უამრავი დაინტერესებული მომხმარებელი გამოეხმაურა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ორგანოების ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ დროის საკითხია.
წყარო: Twitter
Coinbase-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა რეგულატორების პოტენციურ მოთხოვნაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ეს არის ჰიპოთეტური სიტუაცია, რომელსაც, იმედია, ჩვენ რეალურად არ შევხვდებით. მაგრამ ეს რომ მოგვიწიოს, მე ვფიქრობ, B ვარიანტს ავირჩევდით. ფოკუსირება საერთო სურათზე უნდა მოხდეს. შესაძლოა, არსებობს უკეთესი ვარიანტი (C) ან სამართლებრივი დავა, რომელიც დაგეხმარებათ უკეთესი შედეგის მიღწევაში. ”
წყარო: Twitter
სტეიკინგი არის Coinbase-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროდუქტი. პლატფორმა გეგმავს ამ მიმართულებით წამყვანი პოზიციის დაკავებას ყველა კრიპტოვალუტის ორგანიზაციას შორის.
Ethereum-ის სტეიკინგი პოპულარულია ბირჟის როგორც საცალო, ასევე ინსტიტუციონალურ კლიენტებს შორის. კომპანიის 2022 წლის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, არასაინვესტიციო პროდუქტებს ირჩევს მომხმარებელთა 67%, რომლებიც ახორციელებენ ყოველთვიურ ტრანზაქციებს.
Coinbase-ის უახლოეს გეგმებშია ლიკვიდური სტეიკინგის დანერგვა Coinbase Wrapped Staked ETH (cbETH) წარმოებული ტოკენის გამოყენებით. ის სტეიკინგში დაბლოკილი Ethereum-ის გირავნობით გაიცემა.