რა არის DAO კრიპტოში?

ფოტო - რა არის DAO კრიპტოში?
DAO არის დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ბლოკჩეინზე სმარტ-კონტრაქტების გამოყენებით. ის არის მისი ყველა წევრის მართვის ქვეშ, რაც ყველას აძლევს ხმის უფლებას შიდა საკითხებზე. DAO-ს დამახასიათებელი ნიშნებია დემოკრატია, დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა ღია საწყისი კოდის წყალობით.
დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია შეიძლება შეიქმნას ბლოკჩეინ-პროექტის, მეტასამყაროს, კრაუდფანდინგური კომპანიის ბაზაზე.

თუ ცენტრალიზებულ კომპანიებში ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ის, ვინც აქტივების ყველაზე დიდ წილს ფლობს, DAO მმართველობის ასეთ მიდგომას უარყოფს. დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები არ აძლევენ საშუალებას მსხვილ ინვესტორს შემოვიდეს საზოგადოებაში და შეიძინოს კომპანიის მნიშვნელოვანი წილი, რათა მასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

DAO-ს შემთხვევაში, ორგანიზაციის მიმართულება და მიზანი წინასწარ არის განსაზღვრული და წინასწარ ჩაწერილი სმარტ კონტრაქტებში. დაინტერესებული მხარე DAO საზოგადოებაში გაწევრიანებამდე უნდა გაეცნოს დადგენილ პროცედურას.

ამის გაგების უმარტივესი გზაა — ამის აღქმა,  როგორც სახსრების საერთო ფონდის დეცენტრალიზებული მართვის, მთელი მსოფლიოდან თანამოაზრე ადამიანების საზოგადოების ეგიდით, რომელიც არ ცნობს ცენტრალიზებულ ლიდერობას. DAO-ზე წვდომა უმეტეს შემთხვევაში ხსნის საკონტროლო ტოკენს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მმართველობის ტოკენი ან token voting. მისი შეძენის შემდეგ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კენჭისყრაში, რომელიც ტარდება პლატფორმაზე, მიიღოთ გადაწყვეტილებები კაპიტალის განაწილებაზე, გავლენა მოახდინოთ ორგანიზაციის მუშაობაზე, გამოთქვათ  იდეები მომავალი პერსპექტივისთვის.

DAO პირველად 2016 წელს გაჩნდა, ორგანიზაცია შეიქმნა კომპანია Slock.it-ის მიერ და ის  Ethereum-ის ბლოკჩეინზეა აგებული.  საბოლოოდ, პროექტი გატეხეს და Ethereum-ის ქსელს ჰარდფორკის ჩატარება მოუხდა, რათა დაკარგული სახსრები დაებრუნებინა.

კომიუნიტიში გაერთიანების უნარი დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების ერთ-ერთი დამატებითი ღირებულებაა. DAO არის ძლიერი კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს ინვესტიცია განახორციელონ გარკვეულ იდეაში და ერთობლივად გავლენა მოახდინონ მის განვითარებაზე.

რა პრობლემას ჭრის DAO?

დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის სპეციფიკა საშუალებას იძლევა გადაიჭრას კონფლიქტი, რომელიც დამახასიათებელია მრავალი სფეროსთვის და კომპანიისთვის, კერძოდ, პრინციპალ-აგენტის პრობლემა. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ კლასიკურ ცენტრალიზებულ ორგანიზაციას ახასიათებს ინფორმაციის ასიმეტრია, რომელშიც ერთმა მხარემ იცის მეტი, ვიდრე მეორემ და შეუძლია გამოიყენოს მონაცემები საკუთარი სარგებლის მისაღებად და არა კომპანიის ინტერესებისთვის.

თუ ყველაფერი ისეა სტრუქტურირებული, რომ აგენტი (მენეჯერი) იღებს გადაწყვეტილებებს პრინციპალის (ხელმღვანელის) სახელით, რომელიც იერარქიაში უფრო მაღლა დგას, მაგრამ ნაკლები ინფორმაცია გააჩნია, არსებობს უფლებამოსილების საკუთარ ინტერესებში  გამოყენების გარკვეული რისკი, რადგანაც მათი მიზნები და სურვილები შეიძლება განსხვავდებული იყოს.

ვინაიდან დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია არ აძლევს საშუალებას ერთ ადამიანს მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, იგი განიხილება პრინციპალ-აგენტის პრობლემის გადაჭრის ეფექტურ საშუალებად. პროცესების შეთანხმება არის ბლოკჩეინის ძირითადი კონცეფცია, DAO მას დაესესხება და ავსებს.

იდეალურ შემთხვევაში, ასეთი ორგანიზაციები უნდა გაერთიანდნენ და დაინტერესებული პირების - არა მხოლოდ დამფუძნებლებისა და  ტოკენების მსხვილი მფლობელების, არამედ მთელი კომიუნიტის ხედვები, საერთო მნიშვნელამდე მიიყვანონ.

როგორ მუშაობს DAO?

არსებობს ძირითადი პროცესების კლასიკური კრებული, რომელიც ყველა DAO-სთვის არის დამახასიათებელი:

  • სმარტ-კონტრაქტში ჩაწერილი წესების განსაზღვრა;
  • დაფინანსება;
  • პროექტის მომავალზე ხმის მიცემა.

DAO-ს ამოქმედებამდე, ძირითადი მიზნები, პრინციპები და დებულებები  სმარტ- კონტრაქტებშია დაშიფრული. ეს ეტაპი მნიშვნელოვანი ელემენტია ძლიერი და ჭეშმარიტად ავტონომიური ორგანიზაციის შესაქმნელად. თუ თავიდანვე დაშვებული იქნება შეცდომები და უზუსტობები, პროექტი მომავალში შეიძლება არასტაბილური აღმოჩნდეს.

შემდეგი მოდის DAO-ს დაფინანსება. პროექტს უნდა ჰქონდეს შიდა ქონება, რომლის შეძენაც შესაძლებელია. მაგალითად, მმართველობის ტოკენი, რომელიც გამოიყენება ხმის მიცემის უფლებისა და აქტიურობის წახალისებისთვის.

როდესაც საკმარისი თანხები შეგროვებულია, დეცენტრალიზებულ ორგანიზაციაში პროექტის შემდგომი ამოქმედებისთვის კენჭისყრა ტარდება. ვინაიდან ყველა მონაწილე ინვესტორია, ისინი ინიციატივის წარმატებაში არიან დაინტერესებულები.

დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების გამოყენების ცნობილი მაგალითები

MakerDAO

MakerDAO არის დეცენტრალიზებული კრიპტო კრედიტორი, რომელიც  Ethereum ბლოკჩეინზე მუშაობს, და რომელიც DAI სტეიბლკოინის პროტოკოლს წარმოადგენს. 2020 წელს კომპანიის სისტემაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რათა სრული ერთრანგიანობისთვის მიეღწიათ. კერძოდ, დეველოპერებმა გაუნაწილებელ MKR ტოკენებზე მათ მფლობელებს კონტროლის საშუალება მისცეს და მცირე ინვესტორებს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მიანიჭეს. ამჟამად MakerDAO არის საზოგადოებისთვის პროექტზე სრული საკუთრების უფლების გადაცემის პროცესში.

Uniswap

დეცენტრალიზებულმა ბირჟამ Uniswap-მა  მმართველობის ტოკენი  UNI 2020 წელს გამოუშვა. ამ ჟესტით კომპანიამ თავისი სტრუქტურა DAO-ს რელსებზე გადაიყვანა. თუმცა, საზოგადოება ბირჟის მიერ უზრუნველყოფილი დეცენტრალიზაციის დონით კმაყოფილი არ იყო,  რადგანაც პროექტის მენეჯმენტში მონაწილეობისთვის საჭირო იყო ტოკენის მთლიანი მიწოდების მინიმალური ზღვარი - 1%.

რა დაბრკოლებებს აწყდება DAO?

იმის გამო, რომ DAO ცდილობს მოახდინოს რევოლუცია ბაზარზე და არ იღებს მმართველობის ტრადიციულ სტრუქტურას, ორგანიზაციები  უამრავ იურიდიულ და ბიუროკრატიულ გამოწვევას აწყდებიან. გარდა ამისა, იმის გამო, რომ დეცენტრალიზებული ორგანიზაციები შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში და რეგიონში განაწილდეს, სამართლებრივი საკითხების განხილვა საჭირო იქნება რამდენიმე კანონთან მიმართებაში.

მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც DAO-ები აწყდებიან, არის ჰაკერები, რომლებიც სარგებლობენ სმარტ-კონტრაქტებში არსებული შეცდომებით და შეუძლიათ საზოგადოებას ზარალი მიაყენონ კენჭისყრამდე, რომელიც პრობლემის გადასაჭრელად იმართება. ასევე არსებობს გარკვეული ბარიერები ბოროტმოქმედებისთვის საკმაოდ მდგრადი ორგანიზაციის შემუშავებისა და ამოქმედების საკითხში.

ამის მიუხედავად, DAO  ბლოკჩეინის მრავალი პროექტისთვის მმართველობის მიმზიდველ მექანიზმად რჩება. ეს განსაკუთრებით ეხება DeFi სექტორს. კორპორატიული მართვის ახალ ფორმას შეუძლია პოზიტიური ცვლილებები შემატოს ფინანსების სამყაროს და არა მარტო მას. მას შემდეგ, რაც ასეთ საზოგადოებებთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები მოგვარდება, სულ უფრო მეტ კომპანიას შეუძლია იფიქროს მათ სტრუქტურაში DAO-ს დანერგვაზე, რათა მოხდეს მათი საქმიანობის ავტომატიზაცია, ის უფრო გამჭვირვალე და თვითმმართველი გახდეს.