ბუტერინის ხედვა Ethereum-ის აპლიკაციის ეკოსისტემის შესახებ

icon ETH
icon FOR
ფოტო - ბუტერინის ხედვა Ethereum-ის აპლიკაციის ეკოსისტემის შესახებ
ვიტალიკ ბუტერინი თავისი არასტანდარტული იუმორითა და ხისტი ხასიათითაა ცნობილი, თუმცა ის ასევე ნათელმხილველიცააა. თავის ბლოგში ის Ethereum-ის აპლიკაციის ეკოსისტემის შესახებ საუბრობს და აღწერს იმას, რასაც ყველაზე პერსპექტიულ სფეროებად ხედავს.
Ethereum-ის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი Ethereum-ის აპლიკაციის ეკოსისტემის მომავლის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. 

თავის ახალ ვრცელ პოსტში ის გამოყენების სხვადასხვა ვარიანტს დეტალურად აღწერს და განსაკუთრებულ ყურადღებას ისეთ თემებს უთმობს, როგორიცაა დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi), იდენტიფიკაციის ეკოსისტემები, DAO და ჰიბრიდული აპლიკაციები.

ფული ყველაფრის თავი და თავია

თავიდან ის ამბობს, რომ „ათი, ხუთი ან თუნდაც ორი წლის წინ, ჩემი შეხედულებები იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეეძლო Ethereum-სა და ბლოკჩეინს მსოფლიოსთვის, ძალიან აბსტრაქტული იყო“. 

თუმცა დღეს ამბობს, რომ ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოლოდინი, როგორიცაა Amazon-ის დეცენტრალიზაცია ბლოკჩეინზე, არ გამართლდა, არის ბევრი რამ, რაც სასიხარულოა. 

კერძოდ, ბუტერინი არგენტინაში მის ვიზიტზე საუბრობს, სადაც კრიპტოვალუტები ინფლაციის მაღალი დონის გამო ფართოდ გამოიყენება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან შემთხვევით შეიარა ყავახანაში, სადაც მფლობელმა მას კრიპტოვალუტით სიხარულით გადაახდევინა. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციის სიჩქარე იმ დროს ნელი იყო, ბუტერინი შერწყმის გვერდით ეფექტებზე მიუთითებს და ამბობს, რომ ახლა ტრანზაქციები ბევრად უფრო სწრაფად სრულდება, ჯაჭვი კი უფრო სტაბილური ხდება. 

ამასთან, ის ამტკიცებს, რომ უფრო მდიდარ ქვეყნებში კრიპტოვალუტები ქველმოქმედებისთვის აქტიურად გამოიყენება. 
კრიპტოვალუტა დღეისათვის არსებული ერთადერთი შემუშავებაა, რომელსაც გაციფრულების უპირატესობების და ნაღდი ფულის მსგავსი პირადი ცხოვრების მიმართ პატივისცემის შეთავსება შეუძლია
დასძენს ის, როდესაც საზოგადოების მხრიდან უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლის სურვილზე აკეთებს კომენტარს
მონეტების ვოლატილობაზე კომენტარის გაკეთებისას, ის, მათ შორის, სტეიბლკოინების არსებობას უსვამს ხაზს და ცენზურის ყველაზე მასშტაბური და ხისტი ფორმების მიმართ მათ მდგრადობას აღნიშნავს. 
მე ვხედავ, რომ სტეიბლკოინები, შესაძლოა, სამ სხვადასხვა კატეგორიად დაიყოს: ცენტრალიზებული სტეიბლკოინები, რეალური აქტივებით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები, რომლებსაც DAO მართავს და კრიპტოვალუტით უზრუნველყოფილი, მინიმალურად მართული სტეიბლკოინები", - ამბობს ის და დასძენს, რომ "მომხმარებლის გადმოსახედიდან, სამივე ტიპი ეფექტურობასა და მდგრადობას შორის კომპრომისულად არის განლაგებული

მონსტრი ჭარბი კაპიტალით

DeFi-ზე საუბრისას, ის აღნიშნავს, რომ ეს კატეგორია "დიდსულოვანი, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობებიდან კი იწყებოდა, თუმცა ერთგვარ ზეკაპიტალიზირებულ მონსტრად იქცა, რომელიც ფარმინგის არამდგრად ფორმებს ეყრდნობა". 

ამრიგად, ბუტერინი ვარაუდობს, რომ DeFi სტაბილურ გარემოში გადასვლის, უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მართლაც მნიშვნელოვან აპლიკაციებზე ხელახალი ორიენტაციის ადრეულ სტადიებზე იმყოფება.
დეცენტრალიზებული სტეიბლკოინები DeFi-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი არის და ალბათ სამუდამოდ დარჩება, მაგრამ არსებობს სხვებიც, რომლებიც მნიშვნელოვან ნიშას იკავებენ: პროგნოზირების ბაზრები, სხვა სინთეტიკური აქტივები, სხვა აქტივებს შორის ეფექტური ვაჭრობის დამატებითი ფენები
წერს ის
ის აცხადებს, რომ იდენტიფიკაცია რთული, მრავალმხრივი ცნებაა. სხვა საკითხებთან ერთად, ის პიროვნების დადასტურების ისეთ სისტემებზე საუბრობს, როგორც Proof-of-Humanity და Proof-of-Personhood  რომლებიც მომხმარებლებს აძლევენ საშუალებას დაამტკიცონ, რომ ისინი ნამდვილად ადამიანები არიან.
ამ ეკოსისტემისთვის დიდი პრობლემად მომავალში კონფიდენციალურობა გახდება. სტატუს-კვო ჯაჭვზე დიდი რაოდენობით ინფორმაციის განთავსებას გულისხმობს, რაც დროებით მისაღებია და საბოლო ჯამში, უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის მიუღებელი გახდება, თუ პირდაპირ სარისკო არა
ხაზს უსვამს ის
DAO-ს მმართველობაზე საუბრისას, ის უღრმავდება ისეთ ქვეკატეგორიებს, როგორიცაა დეცენტრალიზაცია საიმედოობისთვის, დეცენტრალიზაცია ეფექტურობისთვის და დეცენტრალიზაცია თავსებადობისთვის, ასევე ეხება იმას, რასაც ის მმართველობის უჩვეულო მექანიზმებს უწოდებს. მათ  განეკუთვნება კვადრატული ხმის მიცემა, ფუტარქია, ლიკვიდური დემოკრატია და დეცენტრალიზებული საკომუნიკაციო ინსტრუმენტები, როგორიცაა Pol.is. 

დეცენტრალიზაციის განხილვისას და Gitcoin Grants-ის თემატური შესწავლის ანალიზისას, ბუტერინი ხაზს უსვამს: „მთავარი, რაც ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა, არის DAO-ები, რომლებიც მობრუნების შესაძლებლობას საჭიროებს, რაც საიმედოობას ეწინააღმდეგება და რომლებსაც "ეფექტურობის გაზრდის მიზნით დეცენტრალიზაციისთვის" საკმარისი საფუძველი არ აქვს. 

ჰიბრიდული აპლიკაციების კომენტირებისას, მას, მაგალითად ეროვნული არჩევნების დროს ხმის მიცემა მოჰყავს და ამბობს, რომ ქვეყნებსა და მოქალაქეებს გარკვეული დრო დასჭირდებათ, რათა ელექტრონული ხმის მიცემის, ბლოკჩეინის, ან კიდევ რაიმეს უსაფრთხოების გარანტიებში გაერკვიონ. თუმცა ამ ტექნოლოგიის გამოყენება ხმის მიცემის პროცესების სანდოობის გასაუმჯობესებლად შეიძლება, რომლებიც დღეს უკვე ელექტრონულად მიმდინარეობს, მაგალითად ხმის მიცემა სოციალურ მედიაში, ასევე ხმის მიცემის ახალი ფორმების შესაქმნელად, რომელიც მოქალაქეებს, ან ჯგუფის წევრებს სწრაფი უკუკავშირის საშუალებას აძლევს. 

სამომავლო პერსპექტივის კუთხით, ის ამბობს, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებული ყველა დღევანდელი პრობლემა, როგორიცაა მასშტაბირება, მოგვარებადია. 

„სახსრების შენახვის დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებები, ERC-4337-ის გაჩენა და ანგარიშის აბსტრაქციის მქონე საფულეები ასეთი ალტერნატივის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს“, - ასკვნის ის და დასძენს, რომ არაფინანსური აპლიკაციები ხშირად არასაკმარისად ფინანსდება, რადგან მათ მიმზიდველობა აკლია, მაგალითად, მაგარი ტოკენი.
მაგრამ სწორედ ეს აპლიკაციები იქნება ეკოსისტემისთვის ყველაზე ღირებული გრძელვადიან პერსპექტივაში და ყველაზე მეტ ღირებულებას მოუტანს, როგორც მომხმარებლებს, ასევე მათ, ვინც მათ ქმნის და ინარჩუნებს
ასკვნის ის