Ethereum-ის ანალიზი

ფოტო - Ethereum-ის ანალიზი
Ethereum - მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა Bitcoin-ის შემდეგ, ლიდერი ალტკოინებს შორის, რომელიც შეიმუშავა პროგრამისტმა ვიტალიკ ბუტერინმა 2015 წელს. ბევრი ექსპერტი და ანალიტიკური პლატფორმა ETH-ის ღირებულებას ნათელ მომავალს უწიბასწარმეტყველებენ.
ვიდრე  გადავხედავთ Ethereum-ის ფასის პროგნოზს 2025 წლისთვის, მოდით გადავხედოთ ფასების ცვლილების ისტორიულ მონაცემებს და ჩამოვთვალოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ალტკოინი გრძელვადიან პერსპექტივაში.

ETH-ის ფასი 0,311 დოლარიდან (პირველადი შეთავაზების დროს) გაიზარდა თითქმის 4800 დოლარამდე 2021 წლის ბოლოს, როდესაც აქტივი 2017 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 200%-ით გაძვირდა. Ethereum-ის ფასი 2022 წლის დასაწყისში იყო $3,722.59 ფარგლებში. საერთო ჯამში წელს ETH 400%-ით გაძვირდა კრიპტოვალუტების საერთო კოლაფსამდე.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელი კრიპტობაზრისთვის პრობლემური გახდა, კრიპტოსაზოგადოება Ethereum-სგან მაღალ მაჩვენებლებს ელოდება. მაგალითად, Bloomberg-ის მთავარი სასაქონლო ანალიტიკოსი მაიკ მაკგლონი, თავის ბოლო მოხსენებაში ვარაუდობს, რომ ალტკოინმა წლის ბოლომდე შეიძლება  4000-4500 დოლარს მიაღწიოს.

გარდა ამისა, ETH-ის წილმა ვაჭრობის მოცულობაში, შესაძლოა, 2022 წელს ბიტკოინს გაუთანაბრდეს. ამის შესახებ აგვისტოს ანგარიშში კომპანია Kaiko იტყობინება, რომელიც კრიპტობაზრის ანალიზის მონაცემებს გვაწვდის. შეგახსენებთ, რომ ივლისში ETH-ის შემოდინებამ სპოტურ და დერივატიულ ბაზრებზე BTC-ის შემოდინებას გადააჭარბა. აგვისტოში (პირველად ისტორიაში!) Deribit Ether-ის ოფციონების ღია ინტერესის ინდიკატორმა (OI) Bitcoin-ის OI-ს 32%-ით გადააჭარბა (5,6 მილიარდი $4,6 მილიარდის წინააღმდეგ).

ეს დიდწილად განპირობებულია The Merge-ით, Ethereum-ის ბლოკჩეინის გადასვლით Proof of Stake-ის კონსენსუსის ალგორითმზე. ბუტერინი ამ მოვლენას ეკოსისტემისთვის შესანიშნავ მომენტს უწოდებს. საინვესტიციო ფირმა Mudrex-ის აღმასრულებელ დირექტორს ედულ პატელს მიაჩნია რომ „Merge“ არის ხაზი, რომლის შემდეგაც ETH მასობრივად გამოყენებადი კრიპტოვალუტა გახდება. და ეს ყველაფერი სწრაფი და ენერგოეფექტური PoS ტრანზაქციების წყალობით, რაც ხელს შეუწყობს ტოკენზე მაღალ მოთხოვნას.

Ethereum 2.0 ასევე ითვალისწინებს, რომ პროექტის ტოკენომიკა უფრო დეფლაციური გახდება: ბაზარზე ალტკოინების რაოდენობა შემცირდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი ფასი გრძელვადიან პერსპექტივაში.

ETH-ის რა ფასს პროგნოზირებენ 2025 წელს?

Changelly-ის პლატფორმის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ETH-ის ფასი 2025 წელს იქნება მინიმუმ $7,336.62 და მაქსიმუმ $8,984.84. Gov.capital-ის პროგნოზების საიტზე ალტკოინის ღირებულება სამ წელიწადში 6000-10000$-ის დონეზეა მოსალოდნელი.

Priceprediction.net პლატფორმა უფრო დაბალ პროგნოზებს იძლევა. მისი მონაცემებით, ტოკენის მაქსიმალური ღირებულება 2025 წელს იქნება $5,124. Coin Price Forecast ETH-სთვის 2025 წელს ყველაზე დაბალ ღირებულებას, $2,534  პროგნოზირებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოზიტიური პროგნოზები ეფუძნება Ethereum 2.0-ის წარმატებულ გაშვებას და ქსელში გაზის მაღალი ღირებულების პრობლემის გადაჭრას.

ბევრი ვარაუდობს, რომ უფრო ეკელოგიური, სწრაფი, ნაკლებად ხარჯიანი ბლოკჩეინების გაჩენის მიუხედავად, Ethereum-ს ყოველთვის ექნება უპირატესობა თავისი ინოვაციურობის წყალობით. პირველი ალტკოინის წოდება კონკურენციის მიუხედავად გრძელვადიან წარმატებას უზრუნველყოფს. ითვლება, რომ The Mergeს შემდეგ, Ethereum ბევრად უფრო ხშირად იქნება გამოყენებული დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად.