კონსენსუსის ეგზოტიკური ალგორითმები PoA, DPoS და სხვები

ფოტო - კონსენსუსის ეგზოტიკური ალგორითმები  PoA, DPoS და სხვები
საკუთარი ბლოკჩეინის მქონე ყველა კრიპტოვალუტა არ იყენებს ყველაზე გავრცელებულ კონსენსუსის Proof-of-Work და Proof-of-Stake ალგორითმებს. რა ეგზოტიკური ალტერნატივები არსებობს და რომელი მონეტების ბლოკჩეინებმა დანერგეს ისინი?
PoW და PoS ალგორითმები ბლოკჩეინისთვის მასობრივი  სტანდარტი გახდა. მათ შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავებების შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით. მაგრამ არსებობს სხვა ალგორითმები, რომლებიც შეიქმნა კლასიკური გადაწყვეტილებების ნაკლოვანებების მოსაშორებლად ან კრიპტოვალუტების ახალი თაობისთვის ახალი, უფრო პროგრესული სტანდარტების დანერგვის მიზნით. განვიხილოთ, PoW-სა და PoS-ის რა ალტერნატივები არსებობს.  

Proof-of-Staked-Authority, Proof-of-Authority (PoA) – უფლებამოსილების დადასტურება

ეს ალგორითმი სულ უფრო პოპულარული ხდება ბაზარზე ბლოკჩეინებით შემოსული მონეტებში, რომლებისთვისაც მოქნილი მასშტაბირების უნარი პირველ ადგილზეა. PoA კონსენსუსის ალგორითმი ეყრდნობა იმ პირთა მნიშვნელობას (ავტორიტეტს), რომლებსაც საზოგადოებამ ანდო გადაწყვეტილებების მიღება. ამ შემთხვევაში ვალიდატორები არ აგროვებენ მონეტებს პულში (როგორც PoS-ში), არამედ ზრუნავენ თავის რეპუტაციაზე. იმისათვის, რომ გახდეთ PoA ვალიდიატორი, თქვენ უნდა გქონდეთ უმაღლესი რეპუტაცია საზოგადოებაში და გაიაროთ KYC–ის  მსგავსი ვერიფიკაციის პროცედურა - სწორედ ეს ხდება მოტივაცია დამსახურებული სტატუსის შესანარჩუნებლად. ვალიდატორები ცდილობენ შეინარჩუნონ ბლოკების ფორმირების ოპტიმალური რეჟიმი, რათა არ გააფუჭონ საკუთარი რეპუტაცია და არ დაკარგონ ვალიდატორის სტატუსი.
 
PoA კარგ გადაწყვეტად ითვლება  კერძო ბლოკჩეინებისთვის, რომლებიც ძირითადად ეყრდნობიან მასშტაბურობას,და არა დეცენტრალიზაციას.

გამოიყენება BSC–ში (Binance Smart Chain) და ბევრ Ethereum–საიდჩეინში.

Delegated Proof-of-Stake (DPoS) – საკუთრების წილის დელეგირებული მტკიცებულება

ეს არის მოდერნიზებული PoS, რომელიც განსხვავდება იმით, რომ უდიდეს "ვეშაპებს" შეუძლიათ ხმის მიცემა და  წარმომადგენლების არჩევა (საზოგადოების წევრები, რომლებსაც ენდობიან) ტრანზაქციის ვალიდატორებად. ამავდროულად, წამყვანი წარმომადგენლები (რომლებიც TOP-ში არიან მიღებული ხმების რაოდენობით) იღებენ ტრანზაქციების გადამოწმების უფლებას. მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი ხმის უფლება გადასცენ სხვა სანდო მომხმარებლებს, რათა მათ მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა სხვა წარმომადგენლების ნაცვლად  მათი სახელით. ვალიდატორების არჩევის ძალიან დემოკრატიული ფორმაა, საპარლამენტო არჩევნების მსგავსი.
გამოიყენება Cardano–ში, Tron–ში, Tezos–ში, EOS–ში, Lisk–ში, Ark–ში, Steemit-ში.

Leased Proof-of-Stake (LPoS) –საკუთრების წილის იჯარით გაცემული დადასტურება

ტრადიციულად, Proof-of-Stake ალგორითმში, თითოეული ნოდი ინახავს მონეტების გარკვეულ რაოდენობას პულში, რაც აძლევს შანსს,  შემდეგი ბლოკი ჯაჭვს დაამატოს. თუმცა, Leased Proof-of-Stake ალგორითმის მიხედვით, მონეტების ნებისმიერ მფლობელს აქვს შესაძლებლობა, იჯარით გასცეს  ისინი სრული ნოდის (full nodes) მფლობელზე. ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი ნოდი იმატებს ბლოკს, იჯარით გაცემული მონეტების მფლობელი იღებს პასიურ შემოსავალს (პროცენტული საკომისიო).

გამოიყენება Waves–ში.

Nominated Proof-of-Stake (NPoS) – წილის ნომინირებული დადასტურება

ეს ალგორითმი გულისხმობს „ნომინატორების“ გარკვეული ჩამონათვალის არსებობას, რომლებსაც მონეტები გირაოს სახით შეაქვთ ვალიდატორებისთვის და პასუხისმგებელნი არიან მათ რეპუტაციასა და სამუშაოს შედეგზე.

გამოიყენება  Polkadot–ში.

Pure Proof-of-Stake (PPoS) – წილის სუფთა დადასტურება

ვალიდატორების არჩევის ძალიან ორიგინალური მეთოდი. მათ ფარული კენჭისყრით და შემთხვევითობის პრინციპით (randomly) ირჩევენ. შერჩევა ხდება მხოლოდ აქტივის იმ მფლობელებს შორის, რომლებსაც აქვთ საფულეში მონეტების მინიმალური საჭირო რაოდენობა.

გამოიყენება  Algorand–ში.

Effective Proof-of-Stake (EPoS) – წილის ეფექტური დადასტურება

ალგორითმს აქვს ჯილდოს  განაწილების პროგრესული მექანიზმი, რომელიც ახალისებს ქსელის  დიდი რაოდენობით ვალიდატორებით შექმნას, თუნდაც მონეტების მცირე რაოდენობით  პულში, მცირე რაოდენობის ბობოლა ვალიდატორების ნაცვლად. ეს მიდგომა ეფექტურად ასტიმულირებს დეცენტრალიზაციას.
 
გამოიყენება Harmony–ში.

Proof-of-Elapsed Time (PoET) – დახარჯული დროის დადასტურება

ამ ალგორითმს საფუძვლად უდევს  მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის რესურსების გადაჭარბებულ გამოყენებას და ენერგიის მოხმარებას. ალგორითმის კონცეფცია კომპანია Intel-მა 2016 წლის დასაწყისში გამოიგონა. ის ასე მუშაობს: ქსელის თითოეულმა მომხმარებელი უნდა დაელოდოს გარკვეულ პერიოდს და ის, ვისაც რიგი პირველს მოუწია, პოულობს ახალ ბლოკს. ბლოკჩეინის თითოეული  ნოდი წარმოქმნის  ლოდინის შემთხვევით დროს და გადადის stand-by რეჟიმში ამ დროის განმავლობაში. ის, ვინც პირველი "იღვიძებს", ხდება იღბლიანი, რომელიც ჯაჭვში ახალ ბლოკს ამატებს,  საჭირო ინფორმაციის  მთელ peer-to-peer ქსელისთვის გადაცემით. მერე ისევ  ყველაფერი მეორდება. 
გამოიყენება დახურულ კორპორატიულ გადაწყვეტებში,

მაგალითად,Hyperledger–ში.

Proof-of-Importance (Pol) – მნიშვნელობის დადასტურება

მნიშვნელობის დადასტურება არის მექანიზმი, რომელიც ირჩევს "მნიშვნელოვან" ნოდებს, რომლებიც იღებენ ახალი ბლოკის დამატების უფლებას. უმაღლესი მნიშვნელობის მაჩვენებლის მქონე ნოდებს ექნებათ ვალიდაციისთვის შერჩევის უფრო მაღალი ალბათობა. 

გამოიყენება  NEM–ში.

Proof-of-Capacity (PoC) – რესურსების დადასტურება

ამ ალგორითმით მაინინგის უფლებების განსაზღვრისას, პრიორიტეტი, პირველ რიგში, არის HDD-ზე თავისუფალი ადგილი, ნაცვლად ყველაზე ძლიერი აღჭურვილობისა (როგორც PoW-ში). 

გამოიყენება Burst–ში, Storj–სა და Signum–ში.

Proof-of-Burn (PoB) – დაწვის დადასტურება

პროტოკოლი მუშაობს იმ პრინციპით, რომ მომხმარებლებს ეძლევა  უფლება შექმნან ახალი ბლოკი საკუთარი მონეტების ნაწილის დაწვის შემდეგ. ჯილდოს მიღების შანსი იზრდება დამწვარი მონეტების რაოდენობის შესაბამისად.

გამოიყენება Slimcoin–ში, Counterparty–სა და Factom–ში.