როგორ ვიპოვოთ სამუშაო მეტავერსში? ამაში DeeLance-ი დაგვეხმარება

icon ETH
icon FOR
ფოტო - როგორ ვიპოვოთ სამუშაო მეტავერსში? ამაში DeeLance-ი დაგვეხმარება
DeeLance არის ფრილანსისა და რეკრუტირების 21-ე საუკუნის პლატფორმა: ის Ethereum-ის ბლოკჩეინზეა დაფუძნებული, გადახდებს კრიპტოვალუტაში იღებს, გააჩნია საკუთარი ტოკენი.
DeeLance  არის web3 პლატფორმა დეცენტრალიზებული ქსელით ფრილანსერებისთვის, ინდუსტრიაში ყველაზე დაბალი საკომისიოთი  დამკვეთებისთვის (2%), სახსრების მყისიერი გატანის შესაძლებლობით, მიუხედავად თანხის ოდენობისა. ურთიერთქმედება ფრილანსერებსა და პოტენციურ კლიენტებს შორის, ისევე როგორც სამუშაოს მაძიებლებსა და რეკრუტერებს შორის, უმჯობესდება Metaverse-სა და NFT-ის წყალობით.

პლატფორმის რეალიზებისთვის შეირჩა Web3 მიმართულება, რადგან ის გამორიცხავს Web2-ის პრობლემებსა და ნაკლოვანებებს (მაგალითად, საკუთარ მონაცემებზე კონტროლის ნაკლებობა, მაღალი საკომისიო, ცენტრალიზაცია, გადახდის ხანგრძლივი ლოდინი).

კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს დომეტი კირანს აქვს ოცწლიანი გამოცდილება შემუშავების, ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის სფეროებში. DeeLance-ის გუნდში ბევრი ყოფილი ფრილანსერია, რომლებსაც ესმით თვითდასაქმებულთა პრობლემები და სირთულეები.

ტოკენი DLANCE

utility-ტოკენი DLANCE საჭიროა პლატფორმაზე საკომისიოს დასაფარად, NFT მარკეტპლეისსა და მეტავერსზე წვდომისთვის, ასევე ვირტუალური ოფისების შესაძენად და სარეკლამო ბილბორდების დასაქირავებლად. ამჟამად მიმდინარეობს ტოკენების წინასწარი გაყიდვა, რომელიც გაგრძელდება 2023 წლის 30 მაისამდე. საჯარო გაყიდვა დაგეგმილია იმავე წლის 1-30 ივნისს, DLANCE-ის სასტარო ფასი $0,055-ს შეადგენს.
ტოკენის უტილიტარობის ინფოგრაფიკა. წყარო: White Paper DeeLance.

ტოკენის უტილიტარობის ინფოგრაფიკა. წყარო: White Paper DeeLance.

ტოკენი ნაწილდება შემდეგნაირად:

  • 30% გამოყოფილია წინასწარი გაყიდვისთვის;
  • 10% დაბლოკილია ლიკვიდობისთვის;
  • 2% განკუთვნილია მომავალი აირდროპებისთვის;
  • 16% საჯარო გაყიდვებისთვის;
  • 18% დაბლოკილია ეკოსისტემის რეზერვში;
  • 10% განკუთვნილია პროექტის გუნდისთვის (ტოკენები გამოვა 3 წლის განმავლობაში, პირველი პარტია დაიბლოკება 3 თვით);
  • 14% გადაეცემა კონსულტანტებსა და პარტნიორებს (მიწოდება ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება, პირველი განბლოკვა მოხდება ტოკენების გენერაციიდან 2 თვის შემდეგ).

ტოკენების მაქსიმალური მიწოდება შეადგენს 1 ტრილიონ DLANCE-ს.
მაქსიმალური თანხა, რომლის მოზიდვასაც პროექტის დამფუძნებლები ICO-ს დროს გეგმავენ, 12 მილიონ დოლარს აღწევს.

DeeLance ძირითადი თავისებურებები: მეტავერსი და NFTs

სამუშაოს მაძიებლებს და დამსაქმებლებს შეუძლიათ ერთმანეთს მეტავერსში შეხვდნენ, რათა განიხილონ სამუშაო პირობები და განმარტონ თანამშრომლობის ნებისმიერი ასპექტი. ფრილანსერებს შეუძლიათ ეწვიონ ვირტუალურ სივრცეს, რათა შეხვდნენ კლიენტებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობის სფეროს მომსახურებისა და გარიგებების ძიებაში არიან.

მეტავერსის სივრცეები იყოფა სამ ტიპად:

  • საზოგადოებრივი დარბაზი. აქ მომხმარებლებს ერთმანეთთან ურთიერთობა და ურთიერთქმედება შეუძლიათ, სანამ მომავალ კოლეგებს „შეხვდებიან“;
  • ოფისები. განკუთვნილია დახურული შეხვედრებისთვის, პრეზენტაციებისთვის, ინტერვიუებისთვის, ერთობლივი მუშაობისთვის;
  • საკონფერენციო დარბაზები. ვირტუალური ოთახები მოხსენებებისთვის, გამოსვლებისთვის და კომუნიკაციისთვის.
 მეტავერსის ოფისის ვიზუალიზაცია. წყარო - White Paper DeeLance

მეტავერსის ოფისის ვიზუალიზაცია. წყარო - White Paper DeeLance

ფრილანსერებს, რომლებიც DeeLance-ს იყენებენ, გარანტირებული აქვთ თავიანთ ნამუშევარზე საკუთრების აბსოლუტური უფლება იმ მომენტამდე, სანამ მათ პროდუქტს ან მომსახურებას არ იყიდის კლიენტი და საკუთრება მასზე გადავა. ეს მიიღწევა შრომის თითოეულ შედეგისთვის შესაბამისი არაჩანაცვლებადი ტოკენის მინიჭებით, რომელიც მარკეტპლეისზე იყიდება.

ასევე, NFT-პლატფორმაზე შესაძლებელია ნამუშევრების გაყიდვა  წინასწარი შეთანხმების გარეშე, როგორც ჩვეულებრივ მარკეტპლეისზე. ამის გაკეთება არა მხოლოდ ფრილანსერებს, არამედ რეკრუტერებს, დამკვეთებს და გარე მომხმარებლებსაც კი შეუძლიათ. თუმცა, ამისათვის უნდა იყოთ DLANCE ტოკენის მფლობელი.

DeeLance NFT მფლობელებს აქვთ უპირატესობები. ისინი იღებენ ფასდაკლებას მოსაკრებლებზე და წვდომას პრემიალურ ფუნქციებზე.

პროექტის დეველოპერები გეგმავენ მეტავერსისა და NFT მარკეტპლეისის ბეტა ვერსიების გაშვებას 2023 წლის ბოლოს.