ხელოვნურ ინტელექტში ბლოკჩეინის გამოყენების პოტენციალი

ფოტო - ხელოვნურ ინტელექტში ბლოკჩეინის გამოყენების პოტენციალი
ხელოვნური ინტელექტი (AI) სწრაფად ვითარდება და ინერგება სხვადასხვა სფეროში, სადაც ახდენს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას. თუმცა, AI სისტემებს ასევე გარკვეული ხარვეზებიც გააჩნიათ. AI მონაცემთა ბაზებში მიკერძოების არსებობა სერიოზული პრობლემაა, რადგანაც ეს გაცემულ ინფორმაციაზე აისახება.
ხელოვნური ინტელექტის სისტემებში მიკერძოება შეიძლება წარმოიშვას რამდენიმე ფაქტორის გამო, რაც მოიცავს მის არსებობას ისტორიულ ჩანაწერებში და მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების პროცესის არასრულყოფილებას. ამას უნდა დაუპირისპირდეს ინფორმაციის სანდო წყაროების გამოყენება მათი მთლიანობის შენარჩუნებით.
AI-ის მიერ შექმნილი აბორიგენი ამერიკელების გამოსახულება. წყარო: medium.com

AI-ის მიერ შექმნილი აბორიგენი ამერიკელების გამოსახულება. წყარო: medium.com

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიები შეიძლება  შესანიშნავი გამოსავალი იყოს, რომელიც გვთავაზობს გამჭვირვალობას, დეცენტრალიზაციას, შენახვის საიმედოობას, ცვლილებებისგან და მესამე მხარის ჩარევისგან დაცვას. ბლოკჩეინი არ არის პანაცეა, მაგრამ მას სამართლიანი AI სისტემების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა  შეუძლია.

ბლოკჩეინის დახმარებით, შესაძლებელია AI სასწავლო მოდელებში გამოყენებული მონაცემების წარმოშობას თვალყური ვადევნოთ. ეს საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს დაადგინონ მიკერძოების პოტენციური წყაროები და ეფექტიანად აღმოფხვრან ის. გარდა ამისა, ბლოკჩეინი ბევრ მხარეს შორის, ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლის საშუალებას იძლევა, რაც სხვადასხვა რეპრეზენტატიული მონაცემების ნაკრების წარმოქმნას ხელს უწყობს.

ხელოვნური ინტელექტის სწავლის პროცესის დეცენტრალიზაცია საშუალებას აძლევს სხვადასხვა მხარეს შეიტანონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, რაც ხელს უწყობს ნებისმიერი მიკერძოებული თვალსაზრისის გავლენის მინიმუმამდე შემცირებას. ქსელის სხვადასხვა მონაწილეთა მუდმივი მონიტორინგი ასევე ხელს უწყობს პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას დროთა განმავლობაში.

ინდუსტრიის ექსპერტები, როგორიცაა ბენ ჰერცელი SingularityNET-დან და დენ პეტერსონი Tenet-დან, აღიარებენ, რომ  აბსოლუტური ობიექტურობის მიღწევა ჯერ კიდევ შეუძლებელია. თუმცა, ბლოკჩეინის ზემოაღნიშნული პოტენციალის გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის სისტემები ამ მიზანს შეიძლება მაქსიმალურად მიუახლოვდეს.