პროექტ Theta Fuel-ის და ტოკენ TFUEL-ის მიმოხილვა

icon TFUEL
ფოტო - პროექტ Theta Fuel-ის და ტოკენ TFUEL-ის მიმოხილვა
Theta Fuel (TFUEL) — ბლოკჩეინ Theta-ს შიდა ტოკენია, რომელიც მიკროგადახდების ფუნქციებს ასრულებს და ქსელში ტრანზაქციების განსახორციელებლად გამოიყენება.
TFUEL, ბლოკჩეინის მეორე მონეტა THETA-ს შემდეგ, CoinGecko-ს მონაცემების მიხედვით კრიპტოვალუტური პროექტების რეიტინგში 140-ე ადგილზეა. ამ აქტივის კაპიტალიზაცია 250 მილიონი დოლარია.

ამ სტატიაში განვიხილავთ Theta Fuel მონეტის ძირითად მახასიათებლებს, სად ვიყიდოთ TFUEL ტოკენი და აქვს თუ არა პროექტს პერსპექტივა.

განსხვავება Theta-ს (THETA) და Theta Fuel-ს (TFUEL) შორის

THETA და TFUEL არის ორი განსხვავებული კრიპტოვალუტა, რომელიცTheta Network-ის ბლოკჩეინზე გამოიყენება. THET არის ქსელის მთავარი კრიპტოვალუტა, რომელიც უზრუნველყოფს ბლოკჩეინის უწყვეტ ფუნქციონირებას, ასევე ასტიმულირებს მომხმარებლებს, რომლებიც Theta Network-ს საკუთარი ვიდეოების და სხვა კონტენტის (პოდკასტი, თამაშები, ფილმები და სერიალები) ტრანლაციისთვის იყენებენ. პლატფორმის და THETA ტოკენის მუშაობის დეტალების გაგება ამ სტატიაში შეგიძლიათ.

TFUEL ქსელის მხარდასაჭერად და ტრანზაქციების საკომისიოს გადასახდელად გამოიყენება. მომხმარებლები, რომლებიც მონაცემთა დამუშავებისთვის სიმძღლავრეებს აზიარებენ, ასევე TFUEL-ით ჯილდოვდებიან. Theta Fuel ტოკენების ლომის წილი Theta ქსელის იმ ვალიდატორებს ეკუთვნის, რომლებიც THETA კრიპტოვალუტის საჭირო რაოდენობას დებენ სტეიკინგში.

TFUEL მონეტის მახასიათებლები

სტატიის წერის მომენტისთვის, Theta Fuel მონეტას შემდეგი მახასიათებლები გააჩნია:

  • აქტივის ფასი — $0,043$
  • საბაზრო კაპიტალიზაცია — $250 მლნ;
  • მონეტები მიმოქცევაში — 6 136 187 910;
  • მაქსიმალური ემისია — 6 136 187 910;
  • ვაჭრობის საშუალო სადღეღამისო მოცულობა — $2,5 მლნ;
  • მაქსიმალური ფასი — $0,59;
  • მინიმალური ფასი  — $0,0008;
  • მონეტების მოცულობა სტეიკინგში — 38,85%.

მთლიანობაში, Theta Network-ში დაახლოებით 9000 ნოდი ფუნქციონირებს, რომლებიც  ტრანზაქციებს ამუშავებენ და TFUEL ტოკენებს მოიპოვებენ.

Theta Fuel კრიპტოვალუტის მომავალი Theta Network-ის ბლოკჩეინის განვითარების წარმატებასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს კომპანიის პროდუქტებს, მით უფრო პოპულარული ხდება შიდა ტოკენები THETA და TFUEL.
მონეტა TFUEL-ის კურსის დინამიკა. წყარო: CoinGecko.com

მონეტა TFUEL-ის კურსის დინამიკა. წყარო: CoinGecko.com

სად შევიძინოთ Theta Fuel

Theta Fuel Token-ით ვაჭრობა ბევრ ცენტრალიზებულ კრიპტოვალუტურ ბირჟაზე ხდება, მათ შორის Upbit, Gate, KuCoin, Hotbit, Crypto.com. სავაჭრო პლატფორმების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ CoinGecko-სა და CoinMarketCap-ის ვებსაიტებზე "მარკეტების" განყოფილებაში.
სავაჭრო პლატფორმები, სადაც  Theta Fuel-ის მონეტა ივაჭრება წყარო: CoinMarketCap.com

სავაჭრო პლატფორმები, სადაც Theta Fuel-ის მონეტა ივაჭრება წყარო: CoinMarketCap.com

საინტერესო ფაქტები

  • აქტივი ფაქტობრივად უზრუნველყოფს ტრანზაქციებს და მონეტების მოძრაობას ქსელში, ამიტომ მას Theta ბლოკჩეინის „საწვავი“ უწოდეს;

  • 2021 წლის თებერვალში Theta Network-მა დააინიცირა პარტნიორობა ბლოკჩეინ-სათამაშო პლატფორმასთან World Poker Tour-თან პოკერის ტურნირების ვიდეოს სტრიმინგის განსახორციელებლად Theta ქსელში და TFUEL მომხმარებლების დაჯილდოებისთვის;

  • 2021 წლის აპრილში, TFUEL  საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით კრიპტოვალუტის ოცდაათ საუკეთესო აქტივში შედიოდა;

2020 წლის მარტიდან 2021 წლის ივნისამდე Theta Fuel (TFUEL) 85000%-ით გაძვირდა.