ფლორიდის გუბერნატორი CBDC-ს წინააღმდეგ

ფოტო - ფლორიდის გუბერნატორი CBDC-ს წინააღმდეგ
„დიდი ძმის“ ციფრული დოლარი ფლორიდაში? ვერ მოგართვით.
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა აკრძალა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოყენება.

მიმდინარე წლის 12 მაისს დამტკიცდა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოყენებას ფლორიდის შტატში.

შტატის გუბერნატორმა დაასაბუთა საკუთარი გადაწყვეტილება. პოლიტიკოსის აზრით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შემოღება საფრთხეს შეუქმნის ფლორიდის მაცხოვრებლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. რონი აპირებს პროაქტიული ზომების მიღებას პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ და დაიცვას მოქალაქეების ფინანსური დამოუკიდებლობა. მაგალითისთვის მან მოიყვანა COVID-ის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები. მას მიაჩნია, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა პიროვნების ძირითადი უფლებების დარღვევა.

"როდესაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა მართონ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, ისინი შეეძლებენ თვალყური ადევნონ იმას, თუ რას აკეთებს ადამიანი თავის ფულით. შესაბამისად, მთავრობა ასევე შეძლებს თვალყური ადევნოს იმას, თუ სად მიდის ეს ფული", - ასე განმარტა დესანტისმა ეს გადაწყვეტილება.

12 მაისს
გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ შეაჩერონ CBDC-ის დანერგვა ფედერალურ დონეზე. იმ პირობით, რომ ადმინისტრაცია ამას მხარს დაუჭერს.

დესანტისი არის CBDC-ის თავგამოდებული მოწინააღმდეგე. მას მიაჩნია, რომ ასეთი ვალუტა ხელისუფლებას მისცემს  საშუალებას თვალყური ადევნოს ყველა ტრანზაქციას. გარდა ამისა, მან თქვა, რატომ არ ეთანხმება მთავრობა, მისი აზრით, კრიპტოვალუტების გამოყენებას. ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ციფრული აქტივების კონტროლი.  

„და ამიტომ, ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი გადაიტანოს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ფორმატში“, - ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.

დესანტისი არის ძალიან ოდიოზური ამერიკელი მოღვაწე. ის ცნობილია თავისი ხისტი ანტიემიგრაციული რიტორიკით, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების მოწოდებით და "მემარცხენე პოლიტიკის" მიუღებლობით.

ადრე, GNcrypto-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინგლისის კომერციული ბანკები შესაძლოა დარჩნენ CBDC-ზე წვდომის გარეშე.