ჰონგ–კონგში კომპლექსური CBDC–ისთვის პროტოტიპი გაჩნდა

ფოტო - ჰონგ–კონგში  კომპლექსური CBDC–ისთვის პროტოტიპი გაჩნდა
საერთაშორისო გაანგარიშების ბანკის (BIS) ინფორმაციით, ფინანსურმა ორგანიზაციამ, პარტნიორებთან ერთად, შექმნა ორდონიანი ციფრული ვალუტის CBDC-ის პროტოტიპი ჰონგ–კონგისთვის. გამოგონებას ეწოდა Project Aurum.
პროექტზე  BIS–ის  ჰონ–კონგის განყოფილება, ჰონ–კონგის სავალუტო ორგანო და ჰონგ–კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მუშაობდნენ. კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება არის Project Aurum-ის მთავარი უპირატესობა.

ტექნოლოგიის გამოყენების სფეროა საბითუმო ბანკთაშორისი სისტემა და საცალო ელექტრონული საფულეები, ნათქვამია ფინანსური ორგანიზაციის პრესრელიზში. Project Aurum -ის ფარგლებში  გაიცემა ორი ტიპის ციფრული აქტივი. საუბარია შუალედურ CBDC-ებზე (ცენტრალური ბანკის კრიპტოვალუტა) და CBDC-ებით უზრუნველყოფილ სტაბილკოინებზე. ციფრული ვალუტის ბოლო ტიპი უნიკალური და ამჟამად თითქმის შეუსწავლელი ტექნოლოგიაა. 

ნაშრომი გამყარებული  250-გვერდიანი ტექნიკური სახელმძღვანელოთი  და საწყისი კოდით, რომლის შესწავლა BIS-ის პარტნიორ ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ.
Aurum-ის პროტოტიპის დეტალური აღწერა, რომელიც მოიცავს ტექნიკურ ნიუანსებს და სამომხმარებლო ინტერფეისის ვიზუალიზაციას, შეგიძლიათ იხილოთ  აქ.

ადრე არ იქმნებოდა სტაბილური მონეტები, რომლებიც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტით იქნებოდა უზრუნველყოფილი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გამოგონება იქნებოდა შესანიშნავი დამატება სტეიბლკოინებზე არსებული კვლევისთვის
აცხადებენ პროექტის მონაწილეები
Project Aurum–ის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ  CBDC–ით უზრუნველყოფილი სტაბილური მონეტების ბალანსის ცენტრალური ბანკის მთლიან ბალანსთან შედარება რეალური დროის რეჟიმში მოხდება.   

პროტოტიპის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ ის დაეხმარება ფინანსურ სამთავრობო ორგანოებს იპოვონ გზა „კერძო“ სტეიბლკოინების დასარეგულირებლად, ასევე შეიმუშაონ მეთოდი იმის დასადასტურებლად, რომ მათი რეალური მხარდაჭერა შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს. ციფრული ვალუტის გამოშვების უფლება ჰონგ–კონგის სამ ფინანსურ ორგანიზაციას  მიეცემა.

Aurum ლათინურად  "ოქროს" ნიშნავს. პროექტის სახელწოდება ასახავს იმ აზრს, რომ ცენტრალური ბანკის მეთვალყურეობის ქვეშ გამოშვებული ციფრული ვალუტები ისეთივე ძლიერი და საიმედო უნდა იყოს, როგორც ძვირფასი ლითონები.

ჰონგ–კონგი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური რეგიონია. ამიტომ, 2021 წლის მარტში, იქ დაიწყეს საკუთარი CBDC-ის გამოშვების საკითხის შესწავლა, რათა შეესაბამებოდნენ ამ მიმართულებით გლობალური განვითარების ტენდენციას. კერძოდ, ჩინეთს რომ არ ჩამორჩნენ,  რომელიც  ციფრული იუანის (e-CNY) გამოშვებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის სექტემბერში, ჰონგ–კონგის სავალუტო ორგანომ განაცხადა, რომ მალე ჩატარდებოდა მზადება კრიპტოვალუტის ჰონგ–კონგის დოლარის (e-HKD) ტესტირებისთვის. სახელმწიფო დაწესებულება ასევე მონაწილეობდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების საერთაშორისო ტრანზაქციების გადამოწმებაში, PBOC (ჩინეთის სახალხო ბანკი) და ტაილანდისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ცენტრალურ ბანკებთან ერთად.