უფასო NFT-ები Alo Yoga-სგან: მომხმარებლების მოზიდვის ახალი ხერხი?

ფოტო - უფასო NFT-ები Alo Yoga-სგან: მომხმარებლების მოზიდვის ახალი ხერხი?
Alo Yoga, პოპულარული საცალო ქსელი, რომელიც სპეციალიზებულია ყოველდღიურ და სპორტულ ტანსაცმელზე იოგისთვის, მომხმარებლებს Polygon-ზე უფასო NFT-ს სთავაზობს.
კომპანია დაარსდა 2007 წელს, აქვს ათობით მაღაზია აშშ-ში და საქონელს მთელ მსოფლიოს მასშტაბით აწვდის. Alo Yoga კარგად არის ცნობილი ამერიკელი საზოგადოებისთვის და ამ დროისთვის მან მედიურობის თვალსზრისით რამდენიმე ცნობილ ბრენდსაც კი გაუსწრო. ამიტომ, კრიპტოვალუტების სამყაროში ასეთმა ჩართვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს  ციფრული აქტივების პოპულარიზაციაზე. 

აქცია ფსიქიკური ჯანმრთელობაზე ცნობიერების ამაღლების თვის ჩარჩოს ნაწილია. ახლა, ყოველდღე, ნებისმიერ მყიდველს შეუძლია მიიღოს NFT-ები პოზიტიური აზროვნების შესაქმნელად და თვითშეფასების ასამაღლებლად. კომპანიამ ეს განახორციელა NFC ტერმინალის მეშვეობით, რომელიც ადამიანს ამისამართებს  საიტზე NFT-ების მისაღებად. ყველა ტრანზაქციის ხარჯს ფარავს Alo Yoga, რადგან ის თავიდანვე გეგმავდა არაჩანაცვლებადი ტოკენის გადაცემის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას.
ჩვენ არ ვიყენებთ Web3 ჟარგონს. ამის ნაცვლად, ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას შესაძლებლობას შეისწავლოს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ნაცნობ გარემოში
ამბობს ანჟელიკა ვენდეტი, Alo Yoga-ს გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელი
Alo Yoga-ს გუნდმა დაადასტურა, რომ ის მალე აამოქმედებს გაგზავნის დამატებით ვარიანტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხოლო ყველა მფლობელი მიიღებს გარკვეულ უპირატესობას. მაგალითად, დახურულ ღონისძიებებზე ან დახურულ გაყიდვებზე წვდომას, ისევე როგორც ეს ადრე იყო, რადგან Alo Yoga-სთვის ეს არ არის გაყიდვებში NFT-ის გამოყენების პირველი მცდელობა.

გასულ ოქტომბერში კომპანიამ გამოუშვა Aspen Collection, რომლის მყიდველებმა მიიღეს ციფრული სერთიფიკატი ექსკლუზიური NFT-ის სახით. ის ადასტურებს საქონლის ნამდვილობას დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ და უზრუნველყოფს VIP სერვისებს: წვდომას პერსონალურ მენეჯერთან ერთი წლის განმავლობაში, ერთჯერად შესვლას კერძო რეკრეაციულ ცენტრში და ერთ სესიას პერსონალურ მწვრთნელთან.

ზოგადად, ამგვარი აქციები გასაკვირი არ არის, NFT-ების და მეტავერსების მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით დიდ ბრენდებს შორის (Adidas, Nike და ა.შ.). ბაზრის ამ სეგმენტის ბევრი კომპანია ასევე იკვლევს და იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს ახალი მომხმარებლების მოსაზიდად და ჰპირდება მათ ბონუსებს NFT-ების ფლობისთვის.