საინტერესო ფაქტები FTX–ის ექს–გენდირექტორზე სემ ბენკმან–ფრიდზე

ფოტო - საინტერესო ფაქტები  FTX–ის ექს–გენდირექტორზე სემ ბენკმან–ფრიდზე
FTX-ის ისტორიის განვითარებასთან ერთად, ჩნდება ცნობები, რომ ყოფილი გენდირექტორი სემ ბენკმან-ფრიდი სხვა დიდ გავლენიან პირებთან ერთად გაქცეულია. თუმცა ვიდრე ეს ჯერ არ არის დადასტურებული, ჩვენ გვაქვს სამი საინტერესო ფაქტი მის შესახებ.
FTX–ის ყოფილი გენდირექტორი შეცდომით აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში.

მრავალი განცხადების თანახმად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არა მხოლოდ ჩაკეტა ის კოლეგებთან ერთად Albany Towers-ში, ბაჰამებზე ძვირადღირებულ სასტუმროში ნიუ-პროვიდენსში, არამედ მისი კომპანიაც  დაექვემდებარება საფუძვლიან გამოძიებას და შესწავლას.

სულ რამდენიმე დღის წინ The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტთან ერთად უკვე იძიებს FTX-ის კრახს. იმავდროულად, 10 ნოემბერს, კალიფორნიის ფინანსური დაცვისა და ინოვაციების დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ დაიწყებდა გამოძიებას ბირჟის "აშკარა მარცხის" შესახებ.

ასევე, 11 ნოემბერს FTX Group–ის 130–მდე კომპანიამ, FTX Trading–ის, FTX US–ის და Alameda Research–ის ჩათვლით, შეიტანა გაკოტრების განაცხადი.

მაგრამ ბირჟის FTX გარდა, კიდევ რითია ცნობილი ბენკმან–ფრიდი?

მის შესახებ სამი საინტერესო ფაქტი  მოგიმზადეთ.

ფაქტი პირველი: ბენკმან–ფრიდს ძალიან უყვარს თამაშები

ამბობენ,რომ ახალგაზრდა ბიზნესმენი თავგამოგებული გეიმერია.  მოყვარული გეიმერია. იყო ასეთი შემთხვევა, რომელიც სემმა Twitter-ზე აღიარა, როდესაც პარტნიორებთან მნიშვნელოვანი ვიდეოკონფერენციების დროს  თამაშობდა.

«მე ვარ (სამწუხაროდ) ცნობილი იმით, რომ  League of Legends–ს ვთამაშობ სატელეფონო ზარების დროს, ”- დაწერა მან ტვიტერში 2021 წლის თებერვალში.

ბენკმან–ფრიდი თამაშების სიყვარულს  იმით ხსნის, რომ გართობის ეს ფორმა მას მოდუნებაში ეხმარება, League of Legends–ს კი  განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს.

„ზოგი ძალიან ბევრს სვამს, ზოგი კი აზარტულ თამაშებს თამაშობს. მე  ლიგას ვთამაშობ“, - თქვა მან.

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ,რომ ბენკმან–ფრიდის კომპანიაში FTX  210 მილიონი დოლარი იყო ჩადებული,მისი ჰობი,როგორც ჩანს,ინვესტორებს არ აფრთხობდა.

ფაქტი მეორე: ტომარა–სავარძელში ძილი

ვიღაცას დიდი საწოლი მოსწონს,ვიღაცას ძვირადღირებული ბუმბულის ბალიშები. სემ ბენკმან–ფრიდი კი ტომარა–სავარძლების მიმართ თავის სიყვარულს არ მალავს.

«ძირითადად ტომარა–სავარძელში მძინავს», — დაწერა ერთხელ ბენკმან–ფრიდმა ტვიტერში და ფოტოც გამოაქვეყნა.

თუმცა უცნობია,არის თუ არა ასეთი ტომარა–სავარძელი ბაჰამის კუნძულებზე,სადაც ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ფაქტი მესამე: ილონ მასკი მას არ ენდობოდა

ილონ მასკი გავლენიანი პიროვნებაა კრიპტოვალუტების სამყაროში,თანაც მას ბევრჯერ დაუჭერია მხარი Dogecoin–ისთვის და დრო და დრო მისი ფასის ზრდასაც უწყობდა ხელს.  

თუმცა SpaceX–ის გენერალური დირექტორი არასდროს ენდობოდა ბენკმან–ფრიდს,რომელმაც,როგორც წერდნენ, მასკს  მინიმუმ 3 მილიარდი დოლარის დახმარება შესთავაზა Twitter-ის შესაძენად. მას ასევე სურდა საუბარი სოცქსელებში ბლოგების პოტენციალსა და მათ ინტეგრაციაზე.

ამ მცდელობების კომენტირებისას მასკმა იკითხა: "ნამდვილად აქვს სემს 3 მილიარდი დოლარის ლიკვიდობა?"

როგორც ჩანს, სამხრეთ აფრიკელი მეწარმე მართალი იყო - სემს ნამდვილად არ აქვს ეს თანხა. ამის შესახებ მან საზოგადოებას 12 ნოემბერს ტვიტერზე პოსტით შეახსენა: „ზუსტად. მან გაააქტიურა ჩემი სიცრუის დეტექტორი, ამიტომაც არც მეგონა, რომ მას 3 მილიარდი დოლარი ჰქონდა“.

Gagarin news  დეტალურად აშუქებდა FTX-ის კრახის ქრონოლოგიას  და მასში Binance-ის როლს. დააწკაპუნეთ ბმულზე, რათა წაიკითხოთ სრული  ინფორმაცია.

კრიზისის გამო, რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ დაარწმუნა კრიპტო საზოგადოება, რომ მათი სახსრები უსაფრთხო ადგილასაა.


Sidebar ad banner
Recommended