გარი გენსლერს SEC-დან აძევებენ
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) ამჟამინდელი ხელმძღვანელის, გარი გენსლერის კარიერა შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, რადგან კონგრესმენმა, უორენ დევიდსონმა გამოაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს.
უორენმა Twitter-ზე გამოაცხადა, რომ კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების შეთავაზებით, გენსლერის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტების სერიის შეჩერებას გეგმავს. ცვლილებებით, SEC-ის ხელმძღვანელი აღმასრულებელი დირექტორით ჩანაცვლდება, რომელიც საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ SEC-ის ყოფილი ხელმძღვანელები ამ თანამდებობას ვერ დაიკავებენ.
უორენ დევიდსონის ტვიტი წყარო:
ეს განცხადება SEC-ის საკამათო გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც "ბირჟის" განმარტების გადასინჯვას ითვალისწინებდა. მათი აზრით, ის DeFi პლატფორმებსაც უნდა მოიცავდეს. ამგვარად, მათ შესაბამისი მარეგულირებლის წესების დაცვას მოსთხოვენ.
გარი გენსლერმა განმარტა, რომ ასეთი ცვლილებები სასარგებლო იქნება ინვესტორებისა და მთლიანად ბაზრისთვის, რადგან ამით გარკვეული შუამავლებისა და ფინანსური სერვისების პროვაიდერებზე საკანონმდებლო ზედამხედველობის დონე გაიზრდება. თუმცა, კრიპტოდამცველმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს ცვლილებები შეიძლება გასცდეს SEC-ის იურისდიქციას.
SEC-ის კომისარი ჰესტერ პირსი, რომელსაც ასევე "კრიპტოდედას" უწოდებენ, ღიად აკრიტიკებდა შემოთავაზებულ ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება დეცენტრალიზებულ ბირჟებს შეეხოს. მან ხაზი გაუსვა "სტაგნაციას, ცენტრალიზაციას, ექსპატრიაციასა და გადაშენებას", როგორც SEC-ის ბოლო ქმედებების განმსაზღვრელ მახასიათებლებს. პირსმა განაცხადა, რომ მარეგულირებელი აგვარებს არარსებულ პრობლემებს იმის ნაცვლად, რომ წესები მოარგოს მიმდინარე ტენდენციებს, რომლებიც კრიპტოინდუსტრიის განვითარებასთანაა დაკავშირებული. მან ასევე SEC დაშინების ტაქტიკის გამოყენებაში დაადანაშაულა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ წამოიწყო გახმაურებული სასამართლო პროცესები ისეთი ცნობილი კრიპტოკომპანიების წინააღმდეგ, როგორიცაა Ripple და Coinbase. მარეგულირებელმა ასევე აჩვენა, რომ მიზანში სტეიკინგისა და სტეიბლკოინების ინდუსტრია ამოიღო. ამან ზოგიერთ კრიტიკოსს უბიძგა ფიქრისკენ, რომ SEC ახორციელებს ფსევდორეგულირებას აღსრულების იძულებითი ზომებით და არა გამჭვირვალე წესების შემუშავებით.