გენსლერი Binance-ს საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობდა?

ფოტო - გენსლერი Binance-ს საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობდა?
გაჩნდა ახალი ინფორმაცია SEC-ის თავმჯდომარის გარი გენსლერისა და Binance-ის ურთიერთობის შესახებ. ამბობენ, რომ გენსლერმა საკონსულტაციო მომსახურება შესთავაზა მშობელ კომპანია Binance-ს ჯერ კიდევ 2019 წელს. ადვოკატებმა, რომლებიც Binance-სა და ჩანპენ ჩჟაოს (კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი) ინტერესებს წარმოადგენენ, ამ ისტორიასთან დაკავშირებული დამაინტრიგებელი დეტალები გამოავლინეს.
დოკუმენტები მოწმობენ გენსლერისა და Binance-ის ხელმძღვანელებს  შორის შემგარ საუბარზე იაპონიაში გამართული სადილის დროს. ეს მიუთითებს გენსლერის მცდელობებზე დაამყარებინა უფრო მჭიდრო ურთიერთობა Binance-თან ჯერ კიდევ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) მუშაობის დაწყებამდე.

მანამდე Wall Street Journal-მა, Binance-ის შიდა ინფორმაციასა და გენსლერთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ივარაუდა, რომ თანამშრომლობის პირველი შეთავაზება Binance-სგან მოდიოდა.

იმ დროს გენსლერი  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სლოუნის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი იყო. 2021 წელს ის დაინიშნა SEC-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე და შემდგომში დაიკავა ხისტი პოზიცია კრიპტოინდუსტრიის მიმართ, შეიტანა სარჩელი  რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგ დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდების გაყიდვასთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ SEC-ის გამოძიება Binance US-სა და Binance-ის მიმართ დაიწყო შესაბამისად 2020 და 2021 წლებში, გენსლერისა და ჩჟაოს სავარაუდო ბოლო კონტაქტის შემდეგ, ეს დეტალები ინტრიგას მატებს მიმდინარე მარეგულირებელ საგას.

GC
GN Crypto
ავტორი