Crypto.com პარიზში შტაბ-ბინას ხსნის

ფოტო - Crypto.com პარიზში შტაბ-ბინას ხსნის
საფრანგეთი მრავალი კრიპტოვალუტის ბირჟისთვის გემრიელი ლუკმა ხდება. ზოგიერთი მათგანი, როგორებიცაა Binance და Crypto.com, მას „ევროპაში ფანჯარას“ უწოდებენ.
ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში Crypto.com-მა გამოაცხადა, რომ მან მიიღო ლიცენზია ფრანგული მარეგულირებლისგან და დარეგისტრირდა ციფრული სერვისის პროვაიდერად საფრანგეთის ფინანსური ბაზრების ორგანოს (AMF) მიერ. კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ მოახერხეს არაერთი რთული შემოწმების გავლა და ძირითადი ყურადღება  ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველ ინსტრუმენტებზე გამახვილდა.

12 ოქტომბერს პლატფორმამ გამოაცხადა, რომ აპირებდა 150 000 000 ევროს ინვესტირებას საფრანგეთში, რათა მხარი დაუჭიროს საკუთრ მომავალ საქმიანობას არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ შეინარჩუნებს გრძელვადიან ვალდებულებებს საფრანგეთის სახელმწიფოს წინაშე.

თანხა მოხმარდება პარიზში Crypto.com-ის ევროპული შტაბ-ბინის ჩამოყალიბებას და კომპანიის საბაზრო პოზიციების გაძლიერებას. პლატფორმა ასევე იღებს ვალდებულებას დაასაქმოს ფრანგი ექსპერტები ეკონომიკის, სამართლისა და ციფრული აქტივების სფეროში. პერსონალის ასეთი ზრდა საშუალებას მისცემს კომპანიას უკეთესად დაუკავშირდეს საფრანგეთის კანონმდებლობას და უფრო სწრაფად მოხდეს ადგილობრივ ეკონომიკაში მისი ინტეგრირება.

„ევროპული ბაზარი ცენტრალურ როლს თამაშობს Crypto.com-ის გრძელვადიან ზრდასა და წარმატებაში და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ დარეგისტრირებულები ვართ საფრანგეთში AMF-ის მიერ“ - განაცხადა Crypto.com-ის გენერალურმა დირექტორმა კრის მარსალეკმა.

კრიპტოკომპანიებმა Luno-მ და Binance-მა ასევე მოახერხეს წელს ფრანგული მარეგულირებლის გადამოწმების პროცედურის გავლა.  Binance-ის პლატფორმამ მიიღო ლიცენზია ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში, მოგვიანებით მან გამოაცხადა გეგმები  საფრანგეთში შტაბ-ბინის გახსნის შესახებ. კომპანია ასევე აპირებს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განახორციელებას. თუცმა ის Crypto.com-ზე 50 მილიონი ევროთი ნაკლები აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ Crypto.com პლატფორმა შედის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ბირჟების სიაში. 2022 წელს მათ მოახერხეს მარეგულირებელი ორგანოების თანხმობის მიღება ევროპის უმეტეს ქვეყანაში.