GNO: Gnosis-ის ბლოკჩეინ-ეკოსისტემის ნატიური ტოკენი

ფოტო - GNO: Gnosis-ის ბლოკჩეინ-ეკოსისტემის ნატიური ტოკენი
GNO — ეკოსისტემის მართვისთვის განკუთვნილი საიდჩეინ Gnosis-ის საკუთარი ტოკენია. ასევე ის უზრუნველყოფს ქსელის დაცვას სტეიკინგის ხარჯზე. პროექტს მართავს დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია GnosisDAO.
ტოკენის სასარგებლო ფუნქციების წყალობით, GNO-ს მფლობელები დაინტერესებულები არიან მისი შენარჩუნებით და არა გაყიდვით. ამის გამო თავისუფალ მიმოქცევაში დარჩენილ მონეტებზე  მუდმივი მოთხოვნაა.

GNO-ს ლისტინგი 2017 წელს შედგა და  250,000 ETH მოიზიდა (12,5 მილიონი აშშ დოლარი მაშინდელი გაცვლითი კურსით). თავდაპირველი განაწილებისას მიმოქცევაში გავიდა მონეტების დაახლოებით 4% მაქსიმალური 3 მილიონიდან.  CoinMarketCap-ის ინფორმაციის მიხედვით, მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობაა შეადგენს 2.5 მილიონი GNO-ს  286.5 მილიონი დოლარის კაპიტალიზაციით. აქტივის ამჟამინდელი ფასი 100-120 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

რა არის Gnosis Chain?

Gnosis Chain არის Ethereum-ის ერთ-ერთი საიდჩეინი, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას Web3 პროდუქტების შესაქმნელად. ის სხვა ჯაჭვია, მაგრამ თავსებადია Ethereum-თან. Gnosis Chain დაფუძნებულია Ethereum-ის ვირტუალურ მანქანაზე  სმარტ-კონტრაქტების შესასრულებლად.

ვინაიდან საიდჩეინი Ethereum-ის გამოთვლით გარემოს ეფუძნება, დეველოპერებს, რომლებიც იყენებენ გვერდით ქსელს თავიანთი დეცენტრალიზებული აპლიკაციების განსათავსებლად, არ სჭირდებათ  კოდების ახალ ბაზაზე მუშაობა. საკმარისია Solidity სმარტ-კონტრაქტის პროგრამირების ენის გაშვება, რომელიც Ethereum-ზე მოქმედი ყველა dApp-ის საფუძველს წარმოადგენს.

ზოგიერთი პროექტი, რომელიც Gnosis-ის ბაზაზე წარმოიქმნა:

  • Gnosis Safe (დეცენტრალიზებული კრიპტოსაფულე და  აქტივების ურთიერთმართვის პლატფორმა);
  • Proof of Attendance Protocol (პლატფორმა არაჩანაცვლებადი ტოკენებისთვის, რომლებიც ბილეთების ფუნქციას ასრულებენ ღონისძიებებზე);
  • Dark Forest (დეცენტრალიზებული თამაში ონლაინ-სტრატეგიის ჟანრში);
  • Cow Protocol (DEX მონაცემთა აგრეგატორი და კრიპტოსავაჭრო პლატფორმა, რომელიც პოულობს ყველაზე დაბალ ფასებს ორდერების შესასრულებლად).

Gnosis ქსელს აქვს Ethereum-ის საიდჩეინების მთავარი უპირატესობები - განაწილებული, დაბალი გადასახადებით, ჯაჭვში ბლოკების დამატების მაღალი სიჩქარით და ნახშირბადის ნეიტრალურობით. GNO ტოკენის გარდა, ქსელის ფუნქციონირებას მხარს უჭერს xDai მონეტა. ის ტრანზაქციების გადასახდელად გამოიყენება.
Gnosis-ის საიტის მთავარი გვერდი

Gnosis-ის საიტის მთავარი გვერდი

როგორ არის მოწყობილი Gnosis Chain-ის სტეიკინგი

მას შემდეგ, რაც Ethereum Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადავიდა, მის საიდჩეინს შეთანხმების ეს მექანიზმი მემკვიდრეობით ერგო. იმისათვის, რომ შეძლოთ Gnosis Chain-ში ტრანზაქციის გადამოწმება და დადასტურება, თქვენ უნდა გაუშვათ ნოდა და დაბლოკოთ სტეიკინგში 1 GNO-დან.

თითოეული ნატიური ტოკენი ავტომატურად გარდაიქმნება 32 mGNO-ად (მეტა ტოკენი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ფსონების პროცესისთვის, რომლის ანალოგია შეფუთული ტოკენი). ეს აუცილებელია Ethereum-თან რაც შეიძლება დაახლოებული სივრცის შესაქმნელად.

ვალიდატორების რაოდენობა Gnosis Chain-ში 100 000-ს აჭარბებს. კომპანიის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ისინი მრავალფეროვნებისკენ  ისწრაფვიან ტრანზაქციების დამადასტურებელ ნოდებს შორის, ამიტომ ყველა ქვეყანაში უნდა არსებობდეს მინიმუმ ერთი ასეთი კომპიუტერული კვანძი. ვალიდატორების წლიური შემოსავლიანობა 15,98%-ს შეადგენს.

როგორ მუშაობს Gnosis DAO

GnosisDAO მართავს Gnosis-ის ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესებს, იღებს გადაწყვეტილებებს ინოვაციებთან, კომპანიის განვითარების ვექტორთან, გარიგებებთან და პარტნიორებთან დაკავშირებით. დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საკმარისია საფულეში გქონდეთ მინიმუმ 1 GNO. თუმცა, რაც უფრო მეტი ტოკენი აქვს მომხმარებელს, მით უფრო მნიშვნელოვანია მისი ხმა.

განსახილველად საკითხების წარდგენა GNO-ს ყველა მფლობელს შეუძლია.

იმისათვის, რომ კონკრეტული ადამიანისგან  წინადადება Gnosis-ის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით  (GIP) გათვალისწინებული იყოს, მან უნდა გაიაროს სამი ეტაპი:

  • Gnosis-ის ფორუმის მართვის განყოფილებაში დისკუსიის შექმნა;
  • წინადადებების ფორმულირება და გამოკითხვის ჩატარება. (DAO-ს წევრები ხმას აძლევენ „მომხრე“ ან „მოწინააღმდეგე“ 7 დღის განმავლობაში);
  • მომხრეთა ხმების უმრავლესობის მიღება.

მაგალითად,  ცოტა ხნის წინ  პლატფორმაზე ჩატარდა გამოკითხვა სახელწოდებით „უნდა ითანამშრომლოს თუ არა  Gnosis-მა DAOhaus-თან?“

ასევე, Gnosis-ის საზოგადოების კონტროლის ქვეშ არის ხაზინა, რომელიც შექმნილია ეკოსისტემის გრძელვადიანი განვითარებისა და სრულყოფის გარანტი. ის 150 000-ზე მეტ ETH-ს შეიცავს.

Gnosis-ის ჩამოყალიბება

Gnosis ქსელი  2015 წელს მარტინ კოპელმანმა და სტეფან ჯორჯმა დააარსეს. თავდაპირველად, ის ბლოკჩეინ-პროექტის, ConsenSys ნაწილი იყო და მოქმედებდა როგორც პლატფორმა კრიპტო პროგნოზების ბაზრისთვის. 2017 წელს Gnosis ცალკე კომპანიად ჩამოყალიბდა და GNO ტოკენის პირველადი მიწოდება განახორციელა.

2020 წელს ჩამოყალიბდა  GnosisDAO, რომელმაც 2021 წელს მიიღო გადაწყვეტილება გაერთიანებულიყო xDAI პროექტთან Gnosis Chain-ზე ერთობლივი მუშაობის მიზნით. მომავალში, პროექტის შემქმნელები გეგმავენ გააფართოვონ საიდჩეინის გამოყენების არე და ის Ethereum-ის ფუნქციებისთვის  ექსპერიმენტულ გარემოდ აქციონ.