AI-ის სწრაფი განვითარება ერთდროულად საინტერესოც არის და შიშის მომგვრელიც. პოტენციურად, ხელოვნურ ზეგონებას შეუძლია ადამიანებს სიღარიბისა და ტანჯვის დაძლევაში დაეხმაროს. ამასთანავე, არსებობს იმის შიში, რომ AI-ის გამო ადამიანები არა მხოლოდ აზროვნებას გადაეჩვევიან, არამედ ადამიანურობასაც დაკარგავენ.
2015 წელს ილონ მასკმა ბიზნეს-ინკუბატორის, Y Combinator-ის ყოფილ პრეზიდენტთან სემ ალტმანთან და საგადახდო კომპანია Stripe-ის თანადამფუძნებელ გრეგ ბროკმანთან ერთად არაკომერციული კვლევითი ლაბორატორია OpenAI დააარსა. მეწარმეები შეთანხმდნენ 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებაზე, კაცობრიობისთვის უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებაში. 2018 წელს მასკმა დატოვა OpenAI-ის დირექტორთა საბჭო. ერთი წლის შემდეგ, ლაბორატორიის პრივილეგირებული პარტნიორი ბილ გეიტსის კომპანია Microsoft გახდა. მან OpenAI-ს კიდევ ერთი მილიარდი დოლარი გამოუყო და გახდა ტექსტის გენერირების GPT-3 ალგორითმის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი.
დღეს „სიცოცხლის მომავლის ინსტიტუტი“, რომელსაც ძირითადად „მასკის ფონდი“ აფინანსებს, ათასობით ხელმოწერას აგროვებს AI-ს შემუშავების შეჩერების მოთხოვნით. სემ ალტმანი და ბილ გეითსი თავიანთ საჯარო გამოსვლებში GPT-ის და ხელოვნური ინტელექტის განვითარების უახლოეს პერსპექტივებზე მსჯელობენ.
სემ ალტმანი: დღეს ჩვენ ღრმა სოციალური ტრანსფორმაციის ზღვაზრე ვიმყოფებით
ის, სავარაუდოდ, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოხდება. იმ დროს უკან, წარსულში თუ მოვიხედავთ, მივხვდებით რომ, GPT-4, რომელმაც ამდენი ხმაური გამოიწვია 2023 წლის მარტში, ძალიან პრიმიტიული, ნელი და არასაიმედო იყო. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ პოდკასტში სემ ალტმანი GPT-4-ს პირველ პერსონალურ კომპიუტერს ადარებს, რომლის გაუმჯობესებას ათწლეულები დასჭირდა. მაგრამ, მან კაცობრიობას განვითარების ვექტორი მისცა და, შედეგად, ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
OpenAI-ში უკვე კარგად გაერკვნენ, თუ როგორ უნდა შეიქმნას დიდი, წინასწარ დაპროგრამებული მოდელები. ახლა იმის დადგენის დროა, თუ როგორ გახადონ AI გამოსაყენებლად ვარგისი, ბრძენი და ეთიკური.
კომპანია ღიად ვითარდება და მისი გუნდი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებს უკვე ადრეულ ეტაპზე ჰქონდეთ წვდომა AI ტექნოლოგიაზე. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სწრაფად ამოვიცნოთ მისი უარყოფითი და დადებითი მხარეები და უშუალო გავლენა მოვახდინოთ მისი შექმნის პროცესზე. ყოველივე ამის შემდეგ, როგორც სემი აღნიშნავს, გარე სამყაროს სიბრძნე და ნიჭი საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ის, რასაც დეველოპერები დამოკიდებლად ვერასოდეს ისწავლიდნენ.
ჩვენ გვურს შეცდომები დავუშვათ, სანამ ფსონები ჯერ კიდევ დაბალია. ჩვენ გვინდა ყოველი მცდელობისას უფრო და უფრო უკეთესები გავხდეთ- ამბობს ის.
გარკვეული თვალსაზრისით, GPT სწავლების პროცესი ადამიანურ ურთიერთობებს ჰგავს. ჩვენ ვურთიერთობთ და ვცდილობთ გავიგოთ, თუ რომელი სიტყვები გამოვიყენოთ, რომ ერთმანეთს უკეთესად გავუგოთ. ზოგჯერ ჩნდება განცდა, რომ GPT-ის სწავლების პროცესი - საკუთარ თავზე მეტის გაგების საშუალებაა.
ალტმანი აღიარებს, რომ მას ნამდვილად არ მოსწონს, როდესაც მანქანა მას შენიშვნებს აძლევს. და ის მოითხოვს, რომ სისტემა მომხმარებელს როგორც ზრდასრულს ისე მოექცეს. დიალოგის ფორმატი საშუალებას აძლევს GPT ჩატს, რომ დამატებით კითხვებს პასუხი გასცეს, შეცდომები აღიაროს, უარყოს ყალბი წინაპირობა და უარყოს შეუსაბამო მოთხოვნები.
მაგრამ, ასევე არსებობს განცდა, რომ ის იდეებს ებრძვის. დიახ, ანთროპომორფიზაცია ყოველთვის ძალზე მაცდუნებელია, - ხუმრობს ალტმანი.
დეველოპერი ყვება, რომ GPT-4-ზე მუშაობა გასული წლის ზაფხულში დასრულდა. ამის შემდეგ კომპანიამ ექვსი თვის განმავლობაში ტექნოლოგიის მრავალეტაპიანი ტესტირება ჩაატარა. მაგრამ ჩათვალეთ, რომ ხელოვნური ინტელექტის სინქრონიზაცია ადამიანების წარმოდგენებთან და ღირებულებებთან, ჯერ არ დაწყებულა.
რა უნდა უპასუხოს GPT-მ კითხვას „ამ კაბაში მსუქანი ვჩანვარ“? ამ, ერთი შეხედვით, მარტივ კითხვაზე პასუხისადმი ხომ ძალიან ბევრი განსხვავებული მიდგომა არსებობს. იდეალურ სამყაროში კაცობრიობას შეეძლო შეკრებილიყო და აზრიანი დისკუსია გაემართა GPT-ის საზღვრების შესახებ. შესაძლოა, არავის მიეღო ზუსტად ის, რაც სურდა. მაგრამ, შედეგად მოიძებნებოდა გამოსავალი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებდა. და უკვე მის ჩარჩოებში, შესაძლებელი იქნებოდა AI წესების ნაციონალური ვერსიების შემუშავება. ზედმეტად კარგად ჟღერს იმისთვის, რომ სიმართლე იყოს. მაგრამ, სემს აქვს იმედი, რომ გარკვეული დროის შემდეგ კაცობრიობა ამ ფორმატის დისკუსიას ოდნავ მაინც მიუახლოვდება .
ამავდროულად, ალტმანი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს შიშებს, რომ ხელოვნური ინტელექტი მთლიანად ჩაანაცვლებს ადამიანს შრომის ბაზარზე. ის იხსენებს, თუ როგორ წააგო კასპაროვმა Deep Blue სუპერკომპიუტერთან. მაშინ ბევრი ამბობდა, რომ ახლა ჭადრაკის თამაში აღარავის მოუნდება. რა აზრი აქვს, თუ AI მაინც მოუგებს ადამიანს? მაგრამ, როგორც სემი ამბობს, "ეს ყავა ზედმეტად გემრიელია". ჭადრაკი დღესაც პოპულარულია. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს იმის ყურება, თუ როგორ ეჯიბრება ერთმანეთს ორი AI, მიუხედავად იმისა, რომ მათ თამაშს შეიძლება სრულყოფილი ეწოდოს. ადამიანებისთვის გაცილებით უფრო საინტერესოა ის, თუ რას აკეთებენ სხვა ადამიანები.
ალტმანი დარწმუნებულია, რომ GPT-4 ჯერ კიდევ ძალიან შორს არის AGI-სგან (Artificial General Intelligence). სისტემა არ არის სუპერინტელექტუალური, თუ მას არ შეუძლია ახალი ფუნდამენტური მეცნიერების აღმოჩენა ან გამოგონება. ამისათვის დეველოპერებს მოუწევთ GPT პარადიგმის გაფართოება ისეთი მიმართულებებით, რომელთა კონცეფციას კი არ არსებობს.
თუმცა, სემი მომავალს ენთუზიაზმით უყურებს. იქ AI გახდება ადამიანის დანამატი და ყველაზე სასარგებლო ინსტრუმენტი, რომელიც ოდესმე შექმნილა. შესაძლოა, OpenAI-მა ვერასოდეს შექმნას AG, მაგრამ მასთან ერთად ადამიანები იმაზე უკეთესები გახდებიან, ვიდრე ახლა არიან.
ბილ გეიტსი: AI განათლებასა და ჯანდაცვაში რევოლუციას მოახდენს
საკუთარ ბლოგში ბილ გეიტსიც იხსენებს პირველი კომპიუტერების პერიოდს. მაშინ პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარი იმდენად მცირე იყო, რომ მსოფლიოს ყველა დეველოპერი ერთ სცენაზე დაეტეოდა. დღეს კი ეს არის გლობალური ინდუსტრია, რომელიც AI-ზეა ორიენტირებული. დრო, როდესაც კომპიუტერის გამოყენებისას საჭიროო იყო ბრძანების სტრიქონში C:> აკრეფა, მალე ისეთივე შორეული მოგეჩვენებათ, როგორც ეპოქა, რომელიც წინ უძღოდა AI-ის.
გეიტსი იმედოვნებს, რომ AI გამოანთავისუფლებს ჯანდაცვის მუშაკების დროს საკუთარ თავზე საქმისწარმოების აღებით. განვითარებად ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო სერვისებს ადამიანების უფრო ფართო წრისთვის გახდის ხელმისაწვდომს. ბევრ მათგანს დღეს უბრალოდ არ აქვს ექიმთან ვიზიტის საშუალება.
ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ პაციენტებისთვის დიაგნოზის დასმასა და მათ მართვაში დაგვეხმარება, არამედ სამედიცინო მეცნიერების განვითარების ტემპსაც დააჩქარებს. მაგალითად, უკვე შეგროვებულია უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია რთული ბიოლოგიური სისტემების ფუნქციონირების შესახებ. და არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია გააანალიზოს ეს მონაცემები, მოძებნოს პათოგენების სამიზნეები და შექმნას ახალი წამლები, მათ შორის კიბოს წინააღმდეგ. შემდეგი თაობის AI კი უკვე წამლის დოზირებას გამოითვლის და გვერდითი ეფექტების პროგნოზირებასაც შეძლებს.
ბილ გეიტსი აღნიშნავს, რომ დიდი მოლოდინების მიუხედავად, კომპიუტერებს მოსწავლეთა სწავლის ხარისხის არცერთ ინდიკატორზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენიათ. შესაძლოა, მომდევნო 5-10 წელიწადში AI-მა პედაგოგიკისა და სწავლების პრინციპების ძირეული შეცვლა შეძლოს. ის ბავშვის ინტერესებთან მასალის ადაპტირებას შეძლებს, რადგანაც ეცოდინება მისი გატაცებებისა და ნიჭის შესახებ. ხელოვნური ინტელექტი ობიექტურად შეაფასებს ახალი ინფორმაციის აღქმის ხარისხს, მიხვდება, როდის კარგავს მოსწავლე ინტერესს საგნის მიმართ და დაადგენს, რომელი სტიმული იქნება სხვებზე უკეთესი. შესთავაზებს ამომწურავ ინფორმაციას და რეკომენდაციებს კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
ისევე, როგორც სემ ალტმენი, ბილ გეიტსი ამტკიცებს, რომ კაცობრიობა ჯერ კიდევ ძალიან შორს არის AGI-ის შექმნისგან. ამას შეიძლება ყველაზე მცირე ათი წელი დასჭირდეს.
ფიზიკური სამყარო ჯერ კიდევ ხელოვნური ინტელექტის კონტროლის მიღმაა, - გვამშვიდებს გეიტსი.
მაგრამ ეს "ძლიერი" AI, როგორც ჩანს, საკუთარი მიზნების დასახვას შეძლებს. როგორი იქნება ისინი? და რა მოხდება, თუ ისინი კაცობრიობის მიზნებთან მოვლენ წინააღმდეგობაში? უნდა ვეცადოთ თუ არა AGI-ის შექმნის პროცესის შეჩერება? დროთა განმავლობაში, ეს კითხვები უფრო აქტუალური გახდება, აღიარებს გეიტსი.
მაგრამ, Solv Protocol-ის თანადამფუძნებელს, იან მენგს, ამ შეკითხვებზე პასუხი უკვე აქვს. მას მიაჩნია, რომ ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ AGI-თან ჰარმონიაში მხოლოდ ბლოკჩეინის გამოყენებით. AGI-ის ფუნდამენტური პრობლემა იმაშია, რომ მისი შიდა მექანიზმი ადამიანებისთვის გაუგებარია. ამიტომ უსაფრთხოების მიღწევის იმედით მასზე ზემოქმედება აზრს მოკლებულია.
AGI-სთან შედარებით, ბლოკჩეინს განსხვავებული ფასეულობითი პერსპექტივა გააჩნია, მაგრამ ზუსტად ეს მისცემს მათ საშუალებას ჩამოაყალიბონ ურთიერთშემავსებელი ურთიერთობა. დროთა განმავლობაში, AGI პასუხისმგებელი იქნება ეფექტიანობის გაზრდაზე, ხოლო ბლოკჩეინი სამართლიანობის შენარჩუნებაზე. AGI გაზრდის პროდუქტიულობას, ხოლო ბლოკჩეინი დაარეგულირებს სამრეწველო ურთიერთობებს. AGI განავითარებს მოწინავე ტექნოლოგიებს, ხოლო ბლოკჩეინი მათ კონტრაქტით დააკავშირებს. მაშინაც კი, როდესაც AGI დიდწილად ჩაანაცვლებს ადამიანის ტვინს, ერთ-ერთი მცირეთაგანი ამოცანა, რომლის გადაჭრაც ადამიანებს მოუწევთ, ბლოკჩეინზე სმარტ კონტრაქტების დაწერა და შემოწმება იქნება.
მოკლედ, AGI არაფრითაა შეზღუდული, გარდა სადავეებისა, რომელსაც ბლოკჩეინი ფლობს, - აჯამებს იან მენი.
იმავდროულად, AI-ის გარშემო ვაკანსიათა ბაზარი სწრაფად იზრდება. კომპანიები მზად არიან წელიწადში 335000 დოლარზე მეტი გადაუხადონ პრომთ-ინჟინრებს, რომლებიც ეხმარებიან ადამიანს და AI-ს ერთმანეთის უკეთესად გაგებაში.