ვიმარაგებთ პოპკორნს და ვესწრებით სასამართლოს YouTube-ზე!

ფოტო - ვიმარაგებთ პოპკორნს  და ვესწრებით  სასამართლოს YouTube-ზე!
დიდი ბრძოლა Grayscale-სა და SEC-ს შორის უკვე დღეს გაიმართება! კომისიის მიერ Bitcoin ETF–ს შექმნის განაცხადის უარყოფის შესახებ მოსმენა ET დილის 10:00 საათზე კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება.
ნებისმიერ მსურველს ამის ნახვის შესაძლებლობა სასამართლოს ოფიციალურ  YouTube-არხზე ექნება. 


შეგახსენებთ, რომ Grayscale-ის განაცხადი Grayscale Bitcoin Trust-ის (GBTC) ETF-ად გარდაქმნის შესახებ 2022 წლის ივნისში იქნა უარყოფილი. SEC-ის აზრით, განახლებული ფორმატი არ შეესაბამება თაღლითობის პრევენციისა და ინვესტორების დაცვის სტანდარტებს. 


Grayscale-თან ერთად მარეგულირებლის კეთილგანწყობა   SkyBridge Capital–მა, Valkyrie Investments Inc–მა და Fidelity FMR LLC–მაც დაკარგეს.

GC
GN Crypto
ავტორი