ჰალვინგი - რა არის ეს და როგორ მოქმედებს ის ბიტკოინზე
ჰალვინგი ერთი მოპოვებული ბლოკისთვის მაინერების მიერ მიღებული ჯილდოს განახევრებაა.
ბიტკოინის ქსელში ჰალვინგი 4 წელიწადში ერთხელ ხდება. ბოლოს მაინინგის ჯილდო 2020 წლის 11 მაისს შემცირდა. ახლა 1 მოპოვებულ ბლოკს მაინერისთვის, რომელმაც ის ბლოკჩეინში გაამატა, 6.25 BTC მოაქვს.
მომდევნო ჰალვინგი, დაახლოებით, 2024 წლის 14 აპრილს მოხდება და მაინინგით მიღებულ შემოსავალს ბლოკზე 3,125 BTC-მდე შეამცირებს.
ჰალვინგის ისტორია
სატოში ნაკომოტომ (ბიტკოინის შემქმნელმა, რომლის ნამდვილი ვინაობა უცნობია) ჰალვინგის პროცედურა BTC-ის ღირებულების გაზრდისა და ინფლაციის შესამცირებლად დანერგა. ბლოკჩეინის მუშაობის დასაწყისშივე, 2009 წელს, მაინერები ერთი მოპოვებული ბლოკისთვის 50 BTC-ის იღებდნენ.
პირველი ჰალვინგი 2012 წლის 28 ნოემბერს შედგა. ბლოკისთვის გაცემული ჯილდო 25 BTC-მდე შემცირდა. მეორე ჰალვინგის თარიღია 2016 წლის 9 ივლისი, მესამის - 2020 წლის 11 მაისი. არ არის ძნელი შესამჩნევი, რომ თითოეული მოვლენის ინტერვალი 4 წლისგან ოდნავ განსხვავებულია.
ჰალვინგი ყოველ 210 ათას ბლოკში ერთხელ ხდება, ამასთან, ყოველი ბლოკის მოპოვების სიჩქარე 10 წუთში ერთს შეადგენს. მაგრამ ზოგჯერ ბლოკები ქსელში უფრო ნელა ხვდება, ზოგჯერ კი უფრო სწრაფად, რის გამოც ჰალვინგის თარიღი ოდნავ იცვლება. მაინინგის მიმდინარე სიჩქარისა და სირთულის ფონზე, ჯილდოს მომდევნო შემცირება 2024 წლის 19 აპრილს მოხდება.
გავლენა BTC-ის ფასზე
ყოველი ჰალვინგის შემდეგ, ერთი-ორი წლის განმავლობაში, ბიტკოინის ღირებულების ფეთქებადი ზრდა შეინიშნებოდა. იგივე ეხება ვოლატილობასა და ვაჭრობის მოცულობასაც.
პირველმა ჰალვინგმა გამოიწვია BTC-ის ფასის მატება 11-დან 1100 დოლარამდე (ფასის მაქსიმუმამდე ჯილდოს შემცირების დღიდან 4 წელი გავიდა). სწორედ 2012-2016 წლებში მოიპოვა ბიტკოინმა უდიდესი პოპულარობა და დაიწყო ეკონომიკური ახალი ამბების გვერდებზე გამოჩენა.
მეორე ჰალვინგმა 2017 წლის გახმაურებული "Bull Run" გამოიწვია, როდესაც მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება $20 000-ს პირველად მიუახლოვდა. მესამე ჰალვინგის შემდეგ BTC $69 000-ის ნიშნულზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
პირველი ჰალვინგის გავლენა BTC-ის ფასზე
მეორე ჰალვინგის გავლენა BTC-ის ფასზე
მესამე ჰალვინგის გავლენა BTC-ის ფასზე
მაგრამ ბიტკოინის მიერ მაქსიმუმების განახლება მხოლოდ ჰალვინგს არ გამოუწვევია. ამის მრავალი მიზეზი იყო, მათ შორის, მედიის მხრიდან კრიპტოვალუტებისადმი მზარდი ინტერესი, ახალი საინვესტიციო შემოდინებები, ICO-ს ბუმი და სხვა ფაქტორები.
ჰალვინგის უპირატესობები და ნაკლოვანებები
მაინერებისთვის ჯილდოს 2-ჯერ შემცირება უზრუნველყოფს:
- ბიტკოინის ინფლაციის ტემპის შემცირებას;
- BTC-ის მოპოვების გართულებას;
- ემისიის შემცირებას, რის შედეგადაც მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, რაც ბიტკოინს დეფლაციურს ხდის.
ჰალვინგის მთავარი მინუსი ჯერ კიდევ ჰიპოთეზური რჩება. თუ ჯილდოს მორიგი შემცირების შემდეგ, BTC-ის მაინინგი წამგებიანი გახდება, მაინერებს შეუძლიათ, დატოვონ პროცესი, რაც ტრანზაქციების შენელებასა და BTC-ის ბლოკჩეინის „გაჭედვას“ გამოიწვევს. საბედნიეროდ, ჰეშრეიტი (მაინინგის სირთულე) ხელახლა ყოველ 2 კვირაში ერთხელ გამოითვლება და თუ ბიტკოინის მოპოვების ინდუსტრიას ბევრი ადამიანი დატოვებს, ვინც დარჩება, მეტს გამოიმუშავებს.
ეს მექანიზმია მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ბიტკოინის ემისია მკაცრად დაპროგრამებული. სირთულის ხელახალი გამოთვლა ემისიის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს, ჰალვინგი კი მის სიჩქარეს ადგენს. ამ ფორმულიდან გამომდინარე, ბოლო ბიტკოინი მხოლოდ 2140 წელს იქნება მოპოვებული.