ბლოკჩეინ Harmony-ის მიმოხილვა
Harmony პირველი დონის ბლოკჩეინ-პროექტია, შარდინგის ჩაშენებული ფუნქციითა და კონსენსუსის ალგორითმით Effective Proof-of-Stake.
შექმნის ისტორია
პროექტი სტივენ ცეს მიერ 2018 წელს არის დაარსებული. Harmony-ის მთავარი კონცეფცია „ბლოკჩეინის ტრილემის“ გადაწყვეტა გახდა. დეცენტრალიზაციის, უსაფრთხოებისა და მასშტაბირების უზრუნველსაყოფად, სტეიკინგის ჰიბრიდული ალგორითმი გამოიყენება.
ბლოკჩეინი 2019 წელს ამოქმედდა და მუშაობს ჩაშენებული კროსჩეინ-ხიდების ტექნოლოგიით, რომლებიც ნდობაზე დამატებით შემოწმებას არ საჭიროებს. ოთხი შარდი ტრანზაქციების პარალელურად დამუშავებას უზრუნველყოფს, ხოლო თავად შარდინგის ტექნოლოგია მომხმარებლის ტრანზაქციების დატვირთვას ყველა ვალიდატორს შორის ანაწილებს.
Harmony-ის დახმარებით შეგიძლიათ, მარტივად და სწრაფად გადარიცხოთ თანხები ქსელ Ethereum-ს, BSC-ს, Bitcoin-სა და რამდენიმე სხვა ბლოკჩეინს შორის.
ინვესტიციები და დაფინანსება
საერთო ჯამში, Harmony-მა დაფინანსების 4 რაუნდი დახურა, რის შედეგადაც $18 მილიონის მოზიდვა მოხერხდა. საკვანძო ინვესტორები არიან AU21 Capital, Outlier Funds, Hashkey, Consensus Capital Holdings.
2019 წლის 27 მაისს, კრიპტობირჟა Binance-ის ლაუნჩპადზე ტოკენ ONE-ის საჯარო სეილი გაიმართა. ღონისძიებამ ჯამში $5 მილიონი შეაგროვა.
Harmony-ში ჩადებული ინვესტიციების ისტორია (Cruchbase)
შარდინგისა და კონსენსუსის ალგორითმის მუშაობის მექანიზმი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 4 შარდი ქსელს 4 პარალელურ განყოფილებად ყოფს. ვალიდაცია, ტრანზაქციები და ბლოკების დამატება თითოეული შარდის მიერ ცალკე ხორციელდება, ხოლო დატვირთვა თანაბრად ნაწილდება. ამრიგად, ვალიდიატორებს არ სჭირდებათ ბლოკჩეინის სრული ასლის შენახვა, ხოლო თავად ისინი შემთხვევითობის პრინციპით ინიშნებიან, რათა ცენტრალიზაციის ნიველირება მოახდინონ და შარდების ბოროტად გამოყენება შესაძლებელი გახადონ.
ქსელში ვალიდატორების მაქსიმალური რაოდენობა 250 არის, მაგრამ ქსელზე დატვირთვის მატებასთან ერთად, ეს რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს.
Effective Proof-of-Stake (EPoS) დიდწილად საბაზისო ალგორითმს Proof-of-Stake ჰგავს. მომხმარებლებს შეუძლიათ მონეტების დელეგირება ვალიდატორებისთვის, ისინი კი ქსელთან საკუთარ ნოდებს აკავშირებენ. მაგრამ EPoS-ში ჯილდოების სისტემა განსხვავებულია. თუ რომელიმე ვალიდატორი ერთი ნოდის ფარგლებში მონეტების უზარმაზარ რაოდენობას ამატებს, ის დაჯარიმდება, ხოლო ნოდერები უფრო ნაკლები ფსონით გაზრდილ ჯილდოს მიიღებენ. ამრიგად, მიიღწევა დეცენტრალიზაცია, რაც ქსელის სერიოზული პრობლემების შესაძლებლობის ლიკვიდაციას ახდენს.
კრიპტოვალუტა ONE
ტოკენი ONE გამოიყენება საკომისიოს გადასახდელად, სტეიკინგისთვისა და Harmony-ის მართვის მექანიზმში მონაწილეობის მისაღებად. ყოველწლიურად ბლოკჩეინის მიერ 441 მილიონი მონეტაა ემიტირებული. ტრანზაქციის საკომისიო ისე იწვება, რომ ნულოვანი ინფლაცია უზრუნველყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წვავენ იმდენს, რამდენსაც ვალიდატორებს ჯილდოს სახით აძლევენ.
ONE ივაჭრება ბირჟებზე KuCoin, Gate, Huobi და ბევრ სხვა ავტორიტეტულ პლატფორმაზე. სავაჭრო პლატფორმების სრული სია წარმოდგენილია Coingecko-სა და Coinmarketcap-ის ვებგვერდებზე, განყოფილებაში Markets.
პროექტის კაპიტალიზაცია $226 მილიონია, ერთი ტოკენის საბაზრო ღირებულება $0.017-ს შეადგენს.
ტოკენ ONE-ის დინამიკა (Coinmarketcap)
განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები
ამ დროისთვის Harmony საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დგას. ვალიდატორები პროექტის ხელმძღვანელობასა და მის არაკომპეტენტურობას ხშირად უჩივიან. ასევე მიზეზი 2022 წელს კროსჩეინ-ხიდის, Harmony Horizon-ის გატეხა გახდა. მაშინ ჰაკერმა სხვადასხვა კრიპტოვალუტაში $100 მილიონის გამოტანა მოახერხა. ეს იმისდა მიუხედავად, რომ Harmony საკუთარ თავს უწოდებს „ეკოსისტემას კროსჩეინ-ფინანსებისთვის“.
კომპენსაციის გეგმა ტოკენ ONE-ების დამატებით მინთს ითვალისწინებდა, რასაც მომხმარებლებისთვის ზარალი უნდა დაეფარა. ეს კრიპტოვალუტის საზოგადოებაში მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა და ნატიური ტოკენის კურსი დააგდო.
ამ დროისთვის შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბლოკჩეინის შემდგომი განვითარება მთლიანად დამოკიდებულია შარშანდელი შეტევით გამოწვეული პრობლემის გადაჭრაზე.