Harmony & ONE Coin: კრიპტოტრანზაქციების ახალი ერა

icon ONE
ფოტო - Harmony & ONE Coin: კრიპტოტრანზაქციების ახალი ერა
2000 TPS მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ბლოკჩეინი, სახელწოდებით Harmony, არის DApps-ის და 2-წამიანი ტრანზაქციების პლატფორმა. მისი მონეტა ONE მტკიცედ დამკვიდრდა ბაზარზე, ხოლო საიმედო ტოკენომიკა მიუთითებს შემდგომი ზრდის პოტენციალზე, რომელსაც 18 მილიონი დოლარის ოდენობის საბაზრო კაპიტალიზაცია ემატება.
Harmony არის პირინგული  ქსელი მოწინავე მექანიზმებითა და DApps-ის (დეცენტრალიზებული აპლიკაციების) შექმნის, განთავსებისა და მართვის შესაძლებლობებით. ჩვენ ვსაუბრობთ აპლიკაციებზე, რომლებსაც გააჩნიათ ყველაზე ფართო კროს-პლატფორმული ინტეგრაცია და ტრანზაქციების მაღალი გამტარუნარიანობა. თავის მუშაობაში Harmony იყენებს Ethereum-ის ინფრასტრუქტურას. კომპანია იმედოვნებს, რომ შეიმუშავებს გადაწყვეტილებას, რომელიც ამჟამინდელ 1-ლი დონის ბლოკჩეინის ზღვარს გადალახავს.

Harmony-ის განმასხვავებელი ნიშნები

უპირველეს ყოვლისა, პროექტის ფუნქციონირება მორგებულია DApp-ებზე და ტრანზაქციების დამუშავების წარმადობა ბევრ კონკურენტს აღემატება. Harmony ამჟამად აჩვენებს 2000 ტრანზაქციას/წამში (TPS) ფინალიზაციის 2 წამიან ინტერვალში. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წევრები 1000-ჯერ ნაკლებ საკომისიოს იხდიან, ვიდრე Ethereum-ში. Harmony-ის დეველოპერები აცხადებენ, რომ მათი ძირთადი მიზანია მასშტაბირება 1 მილიონ TPS-მდე. ამისთვის გათვალისწინებულია სპეციალური შარდინგის პროტოკოლი, რომელიც თითოეულ შარდინგზე 500 TPS-ს ამატებს.  

არსებობს კიდევ ერთი ტექნიკური ასპექტი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. Ethereum-ისა და სხვა მსგავსი ბლოკჩეინ-სისტემებისგან განსხვავებით, Harmony-მ ბლოკის გენერაციის  გასაოცარ დროს მიაღწია. პროცესს ერთ წამზე ნაკლები სჭირდება. აქედან გამომდინარე, ბლოკჩეინი უზრუნველყოფს თითქმის მომენტალურ ტრანზაქციებს, ამასთანავე აჩვენებს უფრო მაღალ გამტარუნარიანობას. სხვათა შორის, ეს დიდი უპირატესობაა კონკურენტებთან შედარებით.

როგორ გაჩნდა Harmony

ნიკ უაიტმა, სტივენ ცემ, საჰილ დევანმა და რონჯიან ლანმა პროექტი 2017 წელს დააარსეს. Harmony-ის დამფუძნებელს შოროს არიან უმაღლესი კლასის სპეციალისტები, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ გიგანტებში, მათ შორის Facebook, Amazon, Google, Apple და Microsoft-ში მუშაობის ფასდაუდებელი გამოცდილება აქვთ.

გავიხსენოთ მისი ისტორიის საკვანძო ეტაპები:

  • 2020 წლის იანვარი: ONE ტოკენის ტრანსფერი Ethereum ქსელიდან და Binance-დან Harmony-ს ბლოკჩეინზე.
  • 2020 წლის მაისი: პროექტი ხდება შარდინგის მქონე პირველი ბლოკჩეინი, რომელიც  ეკოსისტემის წევრებს სტეიკინგის ფუნქციებს სთავაზობს.
  • 2021: Harmony უშვებს on-chain საფულე 1Wallet-ს, ემატება Polkadot და Bitcoin ხიდები და ტარდება დეცენტრალიზებული კენჭისყრა.


პროექტის დაწყების მომენტიდან დაფიქსირდა მრავალი დადებითი მიღწევა და უახლოეს წლებში იგეგმება მისი თავსებადობის დონის ამაღლება და გამოყენების სპექტრის გაფართოება.

Harmony-ის პლუსები და მინუსები

დღეისათვის Harmony არის ამბიციური და მოთხოვნადი ბლოკჩეინ-პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ტრანზაქციების უნიკალური სისტემა დაშიფრვის გამჭოლი მეთოდის გამოყენებით. და მაინც მას აქვს მთელი რიგი მინუსები და პლიუსები, რაც გასათვალისწინებელია.

უპირატესობები:

  • ვალიდატორებისთვის შესვლის დაბალი ზღვარი
  • სწრაფი ტრანზაქციები დაბალი საკომისიო გადასახადით
  • მაღალი მასშტაბირება
  • მაღალი მოგება სტეიკინგისგან

ნაკლოვანებები :

  • საგზაო რუკა საკმაოდ ბუნდოვნად არის ფორმულირებული
  • გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ცენტრალიზაცია
  • მწვავე კონკურენცია

Harmony-ს აქვს საკმარისი შესაძლებლობები, რომ გახდეს მომგებიანი პროექტი გრძელვადიანი ინვესტიციების კუთხით. თუმცა, კომპანიის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია დეველოპერების მიღწევებსა და მიზნებზე.

განვიხილავთ მოდელს Harmony: რაშია საიდუმლო?

უპირველეს ყოვლისა, ეკოსისტემა შეიქმნა იმისათვის, რომ გაზარდოს მასშტაბირების ფაქტორი და დააჩქაროს ბლოკებისა და ტრანზაქციების დამუშავების პროცესი RSS (random state sharding) ტექნოლოგიის მეშვეობით. ეს მეთოდი საშუალებას აძლევს Harmony-ს ქსელს დაყოს თავისი კატალოგი უფრო მცირე ნაწილებად, ე.წ. "shard”-ებად, რაც დაყოვნებას ამცირებს. გარდა ამისა, შარდინგი კრიპტოვალუტების თითქმის მყისიერი  გადატანის საშუალებას იძლევა, და  ამავე დროს არ იწვევს ქსელის გადატვირთულობას. შარდინგის მეთოდი გულისხმობს განაწილებული შემთხვევითობის გენერირების გამოყენებას წილის  მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადაპტური კონსენსუსის საფუძველზე. ეს უზრუნველყოფს გადამოწმების სიმარტივეს, მასშტაბირებასა და უსაფრთხოებას.

Harmony-ს (ONE) მონეტის ანალიზი

პროექტს აქვს ნატიური ტოკენი სახელწოდებით ONE, რომელიც გამოიყენება როგორც გადახდის ინსტრუმენტი და საშუალებას აძლევს მონაწილეებს, რომ ეკოსისტემის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ხოლო მეწარმეები და დეველოპერები იყენებენ მონეტა ONE-ს როგორც თავიანთი აქციონერების წახალისების საშუალებას.

მონეტის ONE-ის მაჩვენებლები  (26 мая 2023 года):

  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $203,134,070
  • საერთო შეთავაზება: 13,906,042,327.44 ONE
  • სრულად განზავებული საბაზრო კაპიტალიზაცია: $211,041,351
  • მიწოდება მიმოქცევაში : 13,285,417,327.44  ONE
  • ისტორიული მაქსიმუმი  (2021 წლის 26 ოქტომბერი): $0.3798
  • ისტორიული მინიმუმი:  (2020 წლის 13 მარტი): $0,001257

ბოლო დროს მონეტას ფასის მნიშვნელოვანი ზრდა არ უჩვენებია. უპირველეს ყოვლისა, ეს შეიძლება დავუკავშიროთ ბაზარზე გაბატონებულ ხარულ განწყობას და არა ახალი ფუნქციების დანერგვის შეფერხებას.

Harmony-ის ტოკენომიკა

პროექტის ავტორებმა არაერთხელ შეცვალეს ეკოსისტემის ეკონომიკური მოდელი. მისი მორიგი განახლება  სტეიკინგის ფუნქციის მოახლოებული ანონსის წინა დღეს მოხდა. ტოკენომიკის ახალი მოდელის ფარგლებში  გათვალისწინებულია, რომ ჯაჭვზე ჯილდო (ტრანზაქციების საკომისიო და ემისია) წარმოდგენილი იქნება ფიქსირებული თანხით  სტეიკინგის კოეფიციენტის ან ბლოკის საშუალო დროის მიუხედავად.


ქვემოთ მოცემულია Harmony ტოკენომიკის განახლებული მოდელის დეტალები:

  • პროექტის ფარგლებში 441 მილიონი ONE-ის გამოყოფა იგეგმება, როგორც მუდმივი ყოველწლიური ჯილდოსი,  საბაზისო ცვლადების რყევების მიუხედავად.
  • ამ პროტოკოლის დანერგვასთან ერთად, ტრანზაქციის საკომისიო ეტაპობრივად დააკომპენსირებს ემისიას და  ნულოვანი განაწილების მისაღწევად საფუძველს შექმნის.
  • Harmony-ის მომგებიანობა 1 წლის განმავლობაში მერყეობს 9%-დან (5% სტეიკინგში) 164%-მდე (95% სტეიკინგში).

როგორც წარმოდგენილი ტოკენომიკიდან ჩანს, დეველოპერების მთავარი მიზანია მიაღწიონ სტეიკინგის მომგებიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელს. გარდა ამისა, ისინი ეძებენ გზას ნულოვანი განაწილების მისაღწევად და ეკოსისტემის მოდელის ოპტიმიზაციას ცდილობენ. პროექტის შემქმნელების თქმით, ამგვარ ზომებს შეუძლია Harmony-ს სარგებელი მოუტანოს გრძელვადიან პერსპექტივაში და პროექტი ტექნიკური თვალსაზრისით დახვეწოს.

Harmony-ის დაფინანსების დეტალები

პროექტის მენეჯმენტმა მოახერხა 18 მილიონი აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოზიდვა ოთხი საინვესტიციო რაუნდის განმავლობაში. ბოლო ასეთი ეტაპი 2019 წლის 20 სექტემბერს გაიმართა.

უფრო დეტალურად ინვესტიციების შესახებ:

  • 2019 წლის 2 აპრილი: Seed-რაუნდი, დაფინანსებულია AU21 Capital-ის, UniValues ​​Associates-ის, Consensus Capital Holdings-ის, BCA Fund-ისა და Lemniscap-ის მიერ. კომპანიამ მოახერხა 18 მილიონი დოლარის მოზიდვა.
  • 2019 წლის 31 მაისი: ვენჩურული ეტაპი (სერია უცნობია) Digital Asset Capital Management-ის მხარდაჭერით.
  • 2019 წლის 31 მაისი: ვენჩურული დაფინანსება (სერია უცნობია) Hashkey-სგან.
  • 2019 წლის 20 სექტემბერი: მონეტების საწყისი განთავსება (ICO) გაიმართა Outliers Fund-ის მხარდაჭერით.

Harmony-მ მიაღწია კაპიტალის დაგროვების მიზნებს ავტორიტეტული ინვესტორების მოზიდვით. ეს დაეხმარა კომპანიას თანაშრომელთა შტატის გაფართოებასა და ეკოსისტემის ტექნიკური პოტენციალის გაზრდაში.

Harmony-ის საგზაო რუკა 2023 წლისთვის

განვლილი წლების განმავლობაში Harmony-მ აჩვენა შთამბეჭდავი შედეგები პროტოკოლის შემუშავების თვალსაზრისით. ასე რომ, წარმატება, რომელსაც კომპანიამ მიაღწია, დასაფასებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რამდენის მიღწევა მოახერხა Harmony-მა თავისი საგზაო რუკის ფარგლებში:

  • Q1 - Q2 2020: პირველი შარდინგული ბლოკჩეინი სტეიკინგის ფუნქციით | ღია სტეიკინგის  დანერგვა | EPOS მექანიზმი | ტოკენების სვოპი ნატიურ ტოკენზე ONE | სტეიბლკოინები და HRC-721 საფირმო აქტივებისთვის.
  • Q3 2020: ტრანზაქციების ფინალიზაციის დრო -3 წმ. | DeFi middleware | სტეიკინგის საფულე და Ethereum-ის ხიდი  + ფლობალური ფიატური შლუზები.
  • Q4 2020: კვანძების 100%-იანი დეცენტრალიზაცია და კონტროლის გადაცემა საზოგადოებაზე | კონფიდენციალურობის კონტროლი | ტრანსსასაზღვრო დაფინანსება.

საგზაო რუკაში დასახული ამოცანების განხორციელების შემდეგ, კომპანია აგრძელებს ინტრანეტის განახლებების გამოქვეყნებას. გარდა ამისა, თავის ოფიციალურ ბლოგში Medium  Harmony კვლავ აქვეყნებს სიახლეებს მომხმარებლებისთვის.