აშშ-ში დეფოლტი გაუქმებულია!
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და „რესპუბლიკელმა“ კევინ მაკკარტიმ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, რომელიც დღეს $31.4 ტრლნ-ს შეადგენს. მმართველობის წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბარი შაბათს საღამოს გამართეს და ჩიხში შესული სიტუაციის გადაჭრის ვარიანტები განიხილეს.
მაკკარტიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მათ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. პრეზიდენტმა ბაიდენმაც ამ განცხადებას მხარი დაუჭირა და გარიგებას მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო ვალის ლიმიტი 2025 წლის იანვრამდე გაიზრდება. ასევე დაგეგმილია ხარჯების შემცირება, COVID-ის პანდემიასთან საბრძოლველად გამოყოფილი იმ თანხების დაბრუნება, რომლის დახარჯვა არ მოხდა, და სასურსათო დახმარების პროგრამისადმი დამატებითი მოთხოვნები.
თუმცა გამარჯვების აღნიშვნა ჯერ ადრეა. გარიგება კონგრესმა უნდა დაამტკიცოს და ეს იქამდე უნდა მოხდეს, ვიდრე აშშ-ს ივნისის დასაწყისში ვალის დაფარვაზე ფული არ დაუმთავრდება.
წარმომადგენელთა პალატამაც და სენატმაც ამ წინადადებას მხარი უნდა დაუჭირონ, ანუ ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს.
თუ შეთანხმებას კონგრესი მხარს დაუჭერს, აშშ დეფოლტს გადაურჩება. მაგრამ გზა საკმაოდ რთულია, რადგანაც ის ორპარტიულ თანამშრომლობას მოითხოვს, რათა ნაციონალური კრიზისი გადალახული იყოს.