StarkNet-ზე შექმნილი პერსპექტიული პროექტები

ფოტო - StarkNet-ზე შექმნილი პერსპექტიული პროექტები
StarkNet არის Layer 2 ბლოკჩეინი, რომელიც მუშაობს Ethereum-ის თავზე, ZK-STARK ტექნოლოგიის საფუძველზე, რომელიც ნულოვანი ცოდნის მტკიცებულების (Zero-Knowledge Proof) ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს. ამ პროდუქტის მეშვეობით, მონაცემების ავთენტურობაში დარწმუნება მისი გამჟღავნების გარეშეა შესაძლებელი.
მეორე დონის ახალი ბლოკჩეინის ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და იქცა პროექტების ვრცელ სიად, რომელთა შორის StarkNet-ისა და სხვა კრიპტოსპონსორების ფავორიტები გამოირჩევა.

Argent

დეცენტრალიზებული კრიპტოსაფულე მულტიხელმოწერითა და სოციალური აღდგენით. თუ მისამართი, რომელზეც თანხები იგზავნება, საეჭვოა, ან შეინიშნება ტრანზაქციის განხორციელების მცდელობა მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გარეშე, გადარიცხვა ავტომატურად იბლოკება. ასეთი დაცვა საფულეზე წვდომის აღსადგენად მნემონური ფრაზის საჭიროებას გამორიცხავს.

Jediswap

დეცენტრალიზებული ავტომატური მარკეტმეიკერი (AMM), რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ვაჭრობა გაზის საკომისიოს გარეშე შეუძლიათ. პლატფორმაზე ერთადერთი მოსაკრებელია სვოპის 0.3%-იანი საკომისიო, რომელიც ლიკვიდობის მიმწოდებლებს შორის თანაბრად ნაწილდება. Jediswap-ის მომხმარებლები მართავენ თავიანთ აქტივებს დამოუკიდებლად, მესამე მხარის ზედამხედველობის გარეშე, მაგრამ ასევე თავად იღებენ პასუხისმგებლობას სახსრების უსაფრთხოებაზე.

Orbiter Finance

კროსჩეინ ხიდი მხოლოდ დანიშნულების მხარეს არსებული სმარტ კონტრაქტით. ის 14 სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის (Ethereum, StarkNet, Loopring, Arbitrum, Optimist, Polygon და სხვა) აქტივების სწრაფი გადარიცხვის საშუალებას იძლევა. 

კროსჩეინ ხიდის ლიკვიდობა მხარდაჭერილია მეიკერის მიერ, ხოლო უსაფრთხოება, შესაბამისად, სმარტ კონტრაქტით. თუ მეიკერი თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და ჩნდება პრობლემები, გამომგზავნს შეუძლია შექმნას მოთხოვნა კომპენსაციის მისაღებად, თუ მას ზარალი მიადგა.

Nostra

Starknet-ის ლიკვიდობის DeFi აპლიკაცია, რომელიც შედგება სამი პროდუქტისგან: Nostra Money Market, UNO (ნატიური სტეიბლკოინი) და Nostra Swap.

Nostra Money Market არის უნივერსალური პროტოკოლი კრიპტობაზარზე დაკრედიტებისა და სესხების მისაღებად. პროდუქტი გენერირებს შემოსავალს Nostra Swap-ისა და UNO-სთვის.

Nostra Swap არის შემდეგი თაობის სტეიბლკოინების გადამცვლელი პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს UNO-ს ზრდასა და სტაბილურობას. Nostra Swap-ზე ლიკვიდობის მიმწოდებლები შემოსავალს Nostra Money Market-ზე თავიანთი სტეიბლკოინების დაკრედიტებისა და სვოპის საკომისიოების ხარჯზე იღებენ.

UNO არის Starknet-ის პირველი ნატიური სტაბილური მონეტა. სტეიბლკოინი უზრუნველყოფილია დოლარითა და ETH-ით. UNO გამოყენებული იქნება Starknet-ის ყველა პროდუქტში, მათ შორის DeFi აპლიკაციებში, ბლოკჩეინ თამაშებში, NFT მარკეტპლეისებზე და ა.შ.

ZKX

პროტოკოლი ZKX არის დეცენტრალიზებული უვადო ფიუჩერსების  ბირჟა, რომელზეც აქტივებით ვაჭრობა გრძელ და მოკლე პოზიციებშია ხელმისაწვდომი. პლატფორმას საზოგადოება DAO-ს მეშვეობით მართავს. ZKX-ის მიზანია გლობალური ფინანსური ბაზრის დემოკრატიზაცია და  შემოსავალზე თავისუფალი წვდომა ყველასთვის.

ბირჟა ფუნქციონირებს კვანძების განაწილებული ქსელის მქონე შეკვეთების წიგნის მეშვეობით, რითაც უზრუნველყოფს მასშტაბირებას, გარიგებების სწრაფ შესრულებასა და მომხმარებლის მიერ მათ დეპოზიტებზე საკუთრების უფლებას ანგარიშების მეშვეობით. პროტოკოლი ასევე უზრუნველყოფს საფასო მონაცემების პირდაპირ მიწოდებას, რაც მაღალი სიხშირის ვაჭრობის საშუალებას იძლევა.