ცხელი საფულეები vs ცივი საფულეები

icon HOT
ფოტო - ცხელი საფულეები vs ცივი საფულეები
კრიპტოვალუტის შენახვის სწორი არჩევანი თქვენი აქტივების დაცვაში დაგეხმარებათ.
არსებობს ორი ტიპის ცხელი საფულე: ბირჟის საფულეები (როდესაც მომხმარებელი ხსნის ანგარიშს ცენტრალიზებულ ბირჟაზე, რომელიც მოქმედებს როგორც მომხმარებლის სახსრების მცველი) და პერსონალურ კომპიუტერზე ან სმარტფონზე დაყენებული საფულე.  მაშინ თქვენი seed phrase  არის  -  თქვენს საფულეზე პირადი წვდომის გასაღები.  

ცხელი შენახვის უპირატესობები

ხელმისაწვდომობა: საფულეზე წვდომის შესაძლებლობა სხვადასხვა კომპიუტერიდან ან სმარტფონიდან.

მობილური კრიპტოვალუტის საფულეები, აპარატული ცივი საფულეებისგან განსხვავებით, ტრანზაქციების სწრაფად განხორციელების საშუალებას იძლევა.

მოხერხებულობა: თუ    კონკრეტულ ბირჟასთან ან ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ცხელ საფულეს იყენებთ,  ამ ეკოსისტემასთან ურთიერთობა კომფორტულია.

ცხელი შენახვის უარყოფითი მხარეები

უსაფრთხოება: ცხელი საფულეები  ჰაკერული თავდასხმებისთვის მოწყვლადია, რადგან ისინი ინახავენ საჯარო და კერძო გასაღებებს ინტერნეტში.

ხელმისაწვდომობა: ინტერნეტთან კავშირის აუცილებლობის გამო, საფულეების ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება შეზღუდული იყოს გარკვეულ ქვეყნებში ან იურისდიქციებში ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით.

ცივი ან აპარატული  საფულე არის მცირე ზომის ფიზიკური მოწყობილობა, რომელიც USB დისკს ჰგავს. განკუთვნილია რამდენიმე ტიპის კრიპტოვალუტის შესანახად.

ცივი საფულეები არის კრიპტოსაფულის ყველაზე უსაფრთხო სახეობა, რომელიც თქვენს პირად გასაღებებს ოფლაინ რეჟიმში ინახავს. ისინი არ არიან დაკავშირებული ინტერნეტთან, ამიტომ ჰაკერები ვერ გატეხენ მათ (თუ მათ არ ექნებათ წვდომა თქვენს seed phrase-ზე ან უშუალოდ აპარატულ საფულეზე).

ცივი საფულეების ცნობილი მაგალითები
ცივი საფულე Trezor

ცივი საფულე Trezor

ცივი საფულე Ledger Nano X

ცივი საფულე Ledger Nano X

ცივი შენახვის უპირატესობები

პორტატულობა: ცივი საფულეები წარმოადგენენ მცირე ზომის დანამატ  მოწყობილობებს, რომლებიც შეგიძლიათ თან ატაროთ და  დეცენტრალიზებულ პროგრამებში შესასვლელად გამოიყენოთ.

უსაფრთხოება: კერძო გასაღები არასდროს ტოვებს მოწყობილობას, ხოლო ტრანზაქციებზე  ხელის მოწერა ხდება ლოკალურად, რაც მოწყობილობებს, აქტივების ქურდობის მხრივ  ნაკლებად მოწყვლადს ხდის.

ავტონომიურობა: ცივი შენახვა საშუალებას გაძლევთ იყოთ თქვენი კრიპტო აქტივების ერთადერთი მცველი.

ცივი შენახვის  ნაკლოვანებები

 ფასი: უფასო ცხელი საფულეებისგან განსხვავებით, აპარატული  საფულეების ფასები 79 დოლარიდან იწყება.

უსაფრთხოება: თუ თქვენი ცივი საფულე დაიკარგა ან მოიპარეს თქვენი seed phrase-ან ერთად, მაშინ თქვენს აქტივებზე  წვდომას  დაკარგავთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი seed phrase უნდა იყოს დაცული, ოფლაინ და ფურცელზე.

ცხელი თუ ცივი: რომელია უფრო უსაფრთხო?

ბევრი ადამიანი იყენებს ცივი და ცხელი საფულეების კომბინაციას, რათა თავიდან აიცილოს  აქტივების  ქურდობა.

ცხელი საფულეები მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ცივი საფულეები უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ორივე საფულე მხარს უჭერს კრიპტოვალუტების ფართო სპექტრს.

 გახსოვდეთ: თუ  გასაღები თქვენი არ არის, - მაშინ  არც  მონეტებია თქვენი!