როგორ ცვლის კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი ვიდეოთამაშების ინდუსტრიას

icon JST
icon NFT
ფოტო - როგორ ცვლის კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი ვიდეოთამაშების ინდუსტრიას
კრიპტოვალუტებმა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებმა არა მხოლოდ საკრედიტო და ფინანსურ სფეროში შეიტანა ცვლილებები, არამედ მნიშვნელოვნად გაამდიდრა ვიდეოთამაშების ინდუსტრიაც. გამოჩნდა თამაშების ახალი მიმართულებები და ჟანრები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა: NFT, Metaverse, P2E.
კრიპტოვალუტებმა ვიდეოთამაშებში დაამატეს გადახდის ახალი საშუალებები, რომელთა წყალობით გადახდა ბანკებისა და ფიატის გარეშეა შესაძლებელი. საინტერესო და ახალი გამოცდილება გახდა ის, რომ სანამ მოთამაშე ერთ-ორ საათს ვირტუალურ სამყაროებში ატარებდა, თამაშის კრიპტოვალუტა ბირჟებზე შეიძლებოდა მნიშვნელოვნად გაზრდილიყო და ეს იყო “double win”. მოთამაშეს შეეძლო ერთდროულად ესიამოვნა თამაშითა და ციფრული საფულის ბალანსის ზრდით.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიებმა და ციფრული აქტივების ახალმა კლასმა - არაჩანაცვლებადმა ტოკენებმა (NFT) ბაზარზე ახალი პროექტები და პლატფორმები გამოიყვანა, რომლებშიც მოთამაშეებს შეეძლოთ შეექმნათ, ეყიდათ, გაეყიდათ, მოეწყოთ აუქციონი, ან გაეცვალათ ნებისმიერი უნიკალური ნივთი. ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც სათამაშო ნივთები, როგორიცაა იარაღი, გაუმჯობესებული ჯავშანი, განახლებები, სკინები, მიწა, უძრავი ქონება, ასევე ავატარები და მათი გარე ანტურაჟის ელემენტები. მართალია, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ყველა ამ სათამაშო ელემენტს მნიშვნელოვანი ღირებულება გააჩნია და ისინი ძალიან მოთხოვნადია კიდეც.

ასეთმა პროექტებმა საშუალება მისცა ვიდეოთამაშების შემქმნელებს, გაეხსნათ ახალი ბაზარი ასობით მილიონი მომხმარებლით და შეექმნათ წარმატებული ბიზნესი. მოთამაშეები არა მხოლოდ ხარჯავდნენ დროს მორიგ თამაშზე, არამედ იღებდნენ ფულის საგრძნობლად გამომუშავების შესაძლებლობასაც.

ბლოკჩეინის თამაშების სახეობები, ფორმები, ჟანრები და კლასები

ბლოკჩეინ ტექნოლოგიებმა არა მხოლოდ გააფართოვა ჰორიზონტები ვიდეო თამაშების ინდუსტრიისთვის, არამედ შექმნა სათამაშო  პროექტების ახალი კლასები და ცალკეული მიმართულებები და ჟანრებიც კი. GameFI, Play-to-Earn (P2E), Move-to-Earn (M2E), NFT, Metaverse, crypto game dApps - ეს ყველაფერი კრიპტოინდუსტრიის ახალი სათამაშო სეგმენტებია, რომლებიც ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების საფუძველზე შეიქმნა.

კრიპტოვალუტური ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ლიდერები P2E სეგმენტში NFT და Metaverse სათამაშო პროექტები არიან. NFT თემა ამდიდრებს სხვადასხვა გეიმპლეის, მათ შორის კლასიკურ ბანქოსა და სამაგიდო თამაშებსაც კი, სადაც მოთამაშეები ფლობენ უნიკალურ საკოლექციო ნივთებს და ვაჭრობენ მათი. ასევე პოპულარულია როლური თამაშების სხვადასხვა პროექტი (RPG), რომლებიც საინტერესოა იმით, რომ მოთამაშეებს მთელი თამაშის განმავლობაში სხვადასხვა დავალების შესრულებით კრიპტოვალუტის გამომუშავების საშუალებას აძლევს. მათში, როგორც წესი, აქტიურადაა გამოყენებული სხვადასხვა NFT ობიექტი - ეს უბიძგებს მოთამაშეებს, ფლობდნენ და გამოიყენონ ყველაზე უნიკალური, ან გაუმჯობესებული ელემენტები, რათა მისიები შეასრულონ და დონეები უფრო სწრაფად გაიარონ.

დეცენტრალიზებული სათამაშო აპლიკაციები (game dApps) ბლოკჩეინ თამაშების კიდევ ერთი სახეობაა, რომელიც ბოლო წლებში გახდა პოპულარული. ეს თამაშები გარკვეულ ბლოკჩეინ პლატფორმასთან და მის აქტივებთანაა მიბმული და ხშირად იყენებს სმარტ კონტრაქტებს თამაშის ლოგიკის განსახორციელებლად. dApps პროექტების მიზანია როგორც ერთი ცალკეული მარტივი თამაშის რეალიზაცია, ასევე თამაშის დიდ სამყაროებზე მასშტაბირება. იქ მოთამაშეები გამოიმუშავებენ ციფრულ აქტივებს არა ერთ სათამაშო  პროექტში, არამედ მთელ ეკოსისტემაში მონაწილეობის გზით. მას შეუძლია გააერთიანოს ათობით, ან თუნდაც ასობით dApps და თამაშები, რომლებშიც იგივე NFT ნივთები, კოლექციები ან ავატარები ფუნქციონირებს. ამ ფორმატს Multiverse ეწოდა.

Multiverse საშუალებას აძლევს მოთამაშეებს, გამოიყენონ NFT ფორმატის სათამაშო ნივთები, ობიექტები, ან აქტივები სხვადასხვა თამაშში, ასევე სრულად განკარგონ ისინი, როგორც საკუთარი საკუთრება, კერძოდ, გაყიდონ, გაცვალონ, ან იქირავონ. ეს საშუალებას აძლევს მოთამაშეებს, მიიღონ მნიშვნელოვანი მოგება მათი სათამაშო აქტივების გამოყენებით. ამ უკანასკნელმა შესაძლებლობამ დააფუძნა თამაშის პროექტების კიდევ ერთი ჟანრი - Rent-to-Earn (R2E). მოთამაშეებს, რომლებიც თამაშში უნიკალური და მოწინავე ნაქირავები აქტივებით სარგებლობენ, თავისი მოგების მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლიათ. აქტივების მფლობელს შემოსავლის ნაწილი მათ ქირის სახით უნდა დაუბრუნონ. ასეთ ბიზნეს ქეისსაც აქვს არსებობის უფლება.

კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გავლენა ვიდეოთამაშების ინდუსტრიაზე

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გავლენა ვიდეოთამაშების ინდუსტრიაზე, გარდა ახალი ჟანრების შექმნისა, არის პარადიგმის ცვლილება სათამაშო პროექტების შემუშავებასა და გავრცელებაში. მრავალი საჯარო ბლოკჩეინ პლატფორმა უზრუნველყოფს ინსტრუმენტებს დეცენტრალიზებული სათამაშო აპლიკაციების შესაქმნელად, რაც ნიშნავს, რომ თამაშები შეიძლება შემუშავდეს და გავრცელდეს ისეთი დისტრიბუტორებისგან დამოუკიდებლად, როგორიცაა Steam, Playstation ან Xbox და აღმოფხვრას ცენტრალიზებული კონტროლი. ციფრული საფულის მქონე ნებისმიერ მოთამაშეს აქვს შესაძლებლობა, შეუერთდეს ნებისმიერ ბლოკჩეინ თამაშს, თუნდაც სათამაშო კონსოლის, ან სუპერ მძლავრი სათამაშო პერსონალური კომპიუტერის გარეშე. 

გარდა ამისა, ბლოკჩეინ თამაშები საშუალებას აძლევს მოთამაშეებს, გახდნენ სხვადასხვა კლასის ვირტუალური აქტივებისა და კრიპტოვალუტების კანონიერი მფლობელები. ეს მიდგომა ხსნის ფართო შესაძლებლობებს თამაშშიდა ეკონომიკის განვითარებისთვის და ამარტივებს გამოთვლებს. სწორედ ამან განაპირობა ბლოკჩეინ თამაშების ახალი კლასების შემუშავება, რომლებიც მოთამაშეებს გართობაზე მეტს სთავაზობს.

ყველაზე დიდი ინვესტიციები მიმართულია Metaverse-ის სეგმენტზე VR გარნიტურებისა და ჩაფხუტების გამოყენებით, ასევე GameFi-ზე. ახალ სათამაშო პროექტებს, რომლებიც უახლოეს მომავალში გამოჩნდება, სათამაშო ინდუსტრიაში კიდევ ერთი რევოლუციის მოხდენის პოტენციალი გააჩნია. 

ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის საინტერესო იქნება არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ რამენაირად ჩართულობა იმაში, თუ როგორ ჩამოაყალიბებენ კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები ტრენდს და მომავალში სათამაშო ინდუსტრიის განვითარებასთან ადაპტირებას მოახდენენ. ეს სათამაშო ინდუსტრიას ციფრული აქტივების ფართო გამოყენებასთან აახლოებს.