როგორ იცავს ბლოკჩეინი ოკეანეებს

icon FOR
ფოტო - როგორ იცავს ბლოკჩეინი ოკეანეებს
ბლოკჩეინი არ არის მხოლოდ დეცენტრალიზებული ქსელი კრიპტოაქტივებისთვის. განაწილებული რეესტრები უკვე ახლა თამაშობს მნიშვნელოვან როლს მსოფლიო ოკეანის დაცვაში. ის უზრუნველყოფს გამჭვირვალე ლოგისტიკასა და უსაფრთხოებას პროექტებისთვის, რომლებიც საზღვაო რესურსებთან მუშაობს.

რომელ დარგებშია შესაძლებელი ბლოკჩეინის გამოყენება?

1. მიწოდების ჯაჭვის მონიტორინგი. ბლოკჩეინს თევზჭერის დარგში კონტროლის გაუმჯობესება შეუძლია. მისი მეშვეობით შესაძლებელია წარმოებისა და ლოგისტიკის ყველა ეტაპის აღრიცხვა: თევზის დაჭერის მომენტიდან მომხმარებლისთვის მიწოდებამდე. ბლოკჩეინის მეშვეობით, ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის შეგროვების, დამუშავების, შეფუთვისა და ტრანსპორტირების შესახებ მონაცემების შენახვა უცვლელი სახითაა შესაძლებელი. ასეთი გამჭვირვალობა ხელს უწყობს თევზაობის უკანონო მეთოდების წინააღმდეგ ბრძოლას, თაღლითობის პრევენციასა და თევზის მარაგების შენარჩუნებას. ამ სფეროს პიონერი კომპანია IBM Food Trust იყო. მისი კლიენტები არიან საკვების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლები და დისტრიბუტორები: Walmart, Dole, Nestle, Tyson, GSF, McCormick, Kroger, Driscoll's და McLane.

2. ძალისხმევები ოკეანის გადასარჩენად. ბლოკჩეინს ოკეანის ფლორისა და ფაუნის შენარჩუნების პროექტების დაფინანსებისა და მართვის გამარტივება შეუძლია. ტოკენიზაცია საშუალებას აძლევს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს, ნაწილობრივ ფლობდნენ დაცულ მარჯნის რიფებსა და სხვა საზღვაო დაცულ ტერიტორიებს. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს ცალკეულ პირებსა და მოხალისეთა ჯგუფებს მთელს მსოფლიოში, შემოსწირონ ციფრული აქტივები, თვალყური ადევნონ მათ გამოყენებას და უზრუნველყონ გამოყოფილი რესურსების  დანიშნულებისამებრ დახარჯვა.

3. ოკეანის შესახებ მონაცემების შეგროვება და გაცვლა. ბლოკჩეინს შეუძლია მხარი დაუჭიროს ოკეანოგრაფიული და გარემოსდაცვითი მონაცემების მონიტორინგს. დეცენტრალიზებული ქსელების გამოყენებით, წყალქვეშა სენსორებიდან, თანამგზავრებსა და სხვა წყაროებიდან შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება უსაფრთხოდ იყოს შენახული და ხელმისაწვდომი მკვლევარებისთვის, პოლიტიკოსებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისთვის, მონაცემებით მანიპულირების შესაძლებლობის გარეშე. ასეთი სქემას შეუძლია დაეხმაროს ოკეანესთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გააზრებასა და გადაწყვეტას: კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და ა.შ. ამ ამოცანის გადასაჭრელად, ყველაზე უკეთ პროექტი IoT (ნივთების ინტერნეტი) გამოდგება. ის წყალქვეშ განთავსებულ სენსორებისა და ჭკვიანი მოწყობილობების ქსელს ერთმანეთთან აკავშირებს. ისინი აგროვებს, აანალიზებს და გადასცემს მონაცემებს წყალსაცავებიდან ხმელეთზე მდებარე საბაზისო სადგურებზე.

4. სმარტ კონტრაქტები გარემოსდაცვითი საქმიანობის დასაფინანსებლად. ბლოკჩეინის სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობების წყალობით შესაძლებელია თვითშესრულებადი ხელშეკრულებების შექმნა, რომლებიც ავტომატურად ათავისუფლებს თანხებს წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე. ამ ფუნქციის გამოყენება ოკეანის გადარჩენისთვის განკუთვნილი სახსრების ეფექტურად განაწილებისა და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენების უზრუნველსაყოფადაა შესაძლებელი. მაგალითად, სმარტ კონტრაქტები შეიძლება დაპროგრამდეს გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისთვის თანხების გამოყოფის მიზნით, თუ ისინი თავიანთ პროგრამულ მიზნებს აღწევენ. Greenpeace-ის გუნდიც კი, რომელიც BTC-ისა და მაინინგის აქტიური მოწინააღმდეგეა, დიდი სიამოვნებით იღებს შემოწირულებებს ციფრულ აქტივებში, რომლებიც არსებობს ბლოკჩეინებზე PoS ალგორითმით, ასევე იყენებს სმარტ კონტრაქტებს დახმარების მისაღებად აუცილებელი პირობების შესრულების დასადასტურებლად.

5. საზღვაო დაზღვევა და აქტივების მართვა. ბლოკჩეინს საზღვაო ინდუსტრიაში დაზღვევისა და აქტივების მართვის ეფექტურობის გაუმჯობესება შეუძლია. პოლისების  დიგიტალიზაციისა და ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმების მეშვეობით, მზღვეველებს პროცესების ოპტიმიზაცია, ბიუროკრატიული სამუშაოების შემცირება და პრეტენზიების დარეგულირების გაუმჯობესება შეუძლიათ. გარდა ამისა, ბლოკჩეინს შეუძლია უზრუნველყოს საზღვაო გემის საკუთრების, ტექნიკური მომსახურების ისტორიისა და სერტიფიცირების უსაფრთხო აღრიცხვის უზრუნველყოფა და საზღვაო სექტორში მოძრავი აქტივების საერთო მართვის გაუმჯობესება.

ამ მიმართულებებიდან ზოგიერთი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზეა. მაგრამ უკვე ცხადია, რომ მათი მასობრივი გამოყენება ტექნიკური, ნორმატიული და ოპერატიული პრობლემების დაძლევას მოითხოვს. მეორეს მხრივ, ბლოკჩეინის დეცენტრალიზებული და გამჭვირვალე ბუნება გთავაზობთ მოსახერხებელ ვარიანტებს ლოგისტიკური და გარემოსდაცვითი ამოცანების გადასაჭრელად. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ნებისმიერი აპლიკაცია და პროგრამა აპრიორი უფრო მდგრადია გატეხების მიმართ და სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის საშუალებას იძლევა. ამიტომ, ღირს ძალისხმევის გაწევა, რომ ეს ტექნოლოგია ამ სფეროში იყოს ამოქმედებული.