როგორ იყენებს კინოინდუსტრია ბლოკჩეინს და ციფრულ აქტივებს

ფოტო - როგორ იყენებს კინოინდუსტრია ბლოკჩეინს და ციფრულ აქტივებს
ბოლო 4-5 წლის განმავლობაში კინოინდუსტრია (ძირითადად ამერიკული) ტესტავს კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენების სხვადასხვა ვარიანტს. ასეა, კრიპტომ კინომდეც მიაღწია! და უნდა ითქვას, ეს ბევრს მოეწონა.
პირველი, რაც პროდიუსერებს, ფინანსურ დირექტორებს ან კინორეჟისორებს მოსწონთ, როდესაც სახსრებს კრიპტოში იზიდავენ, არის სწრაფი (ტრადიციული ფულის გადარიცხვის სისტემებთან შედარებით) ტრანზაქციები. ბლოკჩეინის ტექნოლოგიების წყალობით, არ არის საჭირო პროცესში ფინანსური შუამავლების ჩართვა, რომლებიც, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვან საკომისიოს იღებენ მომსახურებისთვის.

გარდა გადარიცხვებისა, კინოინდუსტრიაში კრიპტოვალუტების გამოყენების სხვა შემთხვევებიც არსებობს.

კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო შემთხვევები კინოინდუსტრიაში

კრაუდფანდინგი და კრაუდინვესტინგი

ყველაზე ხშირად, კრიპტოვალუტების გამოყენება ხდება ფილმების წარმოების დასაფინანსებლად და ინვესტიციების მისაღებად ყველასგან, ვისაც ამის სურვილი ექნება.
ციფრული აქტივების და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია არაკომერციული ორგანიზაცია Decentralized Pictures (DCP). DCP-ის აღმასრულებელი დირექტორი ლეო მაჩეტიმ რეჟისორ რომან კოპოლასთან და პროდიუსერ მაიკლ მუსანტესთან ერთად შექმნა ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრაუდფანდინგური პლატფორმა, რომელიც მაყურებლებსა და გულშემატკივრებს შორის ჩატარებული კენჭისყრის შედეგებზე დაყრდნობთ, ადგენს, თუ  რომელი ფილმი მიიღებს დაფინანსებას პირველ რიგში. სურვილის შემთხვევაში, ყველას შეუძლია შემოწირულობის გაკეთება იმ პროექტის სასარგებლოდ, რომელშიც გრძნობს პოტენციალს, ან იმ სცენარის იდეას, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ. თითქმის ყველა ნიჭიერ კინოპროექტს აქვს შანსი შეაღოს კარი ჰოლივუდში.

DCP ფუნქციონირებს დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) ფორმატში, სადაც დამწყებ კინორეჟისორებს აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ თავიანთი პროექტები, ხოლო მომხმარებლებს ხმა მისცენ მათ. გამარჯვებულები მიიღებენ დაფინანსებას პირველი ციკლის გადასაღებად ან მათი პროექტის სრულად განსახორციელებლად (ეს ყველაფერი დამოკიდებულია კანდიდატების ბიუჯეტზე და მადაზე). პროექტის ნატიური ტოკენი არის FILM, რომლის ემისია Tezos-ის ბლოკჩეინზე განხორციელდა. პლატფორმა Decentralized Pictures იმართება დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც ზედამხედველობს პროექტებს, რომლებსაც თაყვანისმცემლები აძლევენ ხმას.

საინტერესო ფაქტია, რომ ერთ დროს ცნობილმა რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა ასევე შესწირა სოლიდური $300,000 Decentralized Pictures-ს და აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ექსპერიმენტიდან, რომლის ყურებაც მას აინტერესებს, რათა ნახოს, შესაძლებელია თუ არა ფილმების დაფინანსება ბლოკჩეინზე.
ბლოკჩეინის პლატფორმა Decentralized Pictures, სადაც მაყურებელი ირჩევს ფილმებს და ხმას აძლევს მათ. წყარო: decentralized.pictures

ბლოკჩეინის პლატფორმა Decentralized Pictures, სადაც მაყურებელი ირჩევს ფილმებს და ხმას აძლევს მათ. წყარო: decentralized.pictures

შემდეგი მაგალითია Goldfinch-ის დეცენტრალიზებული დაკრედიტების პროტოკოლის გუნდი, რომელიც ასევე დაინტერესდა კინოპროექტების დაფინანსებით. მათ მხარი დაუჭირეს ისეთ პროექტებს, როგორიცაა ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი Bombay Rose და ფილმი Twist, სადაც მთავარ როლებს ლინა გიდი და მაიკლ კეინი ასრულებენ. მოგვიანებით, Goldfinch-ის გუნდმა გადაწყვიტა შეექმნა კრიპტოვალუტური კრაუდფანდინგის პლატფორმა ინდი-კინორეჟისორებისთვის სახელწოდებით FF3. ამ პლატფორმის მეშვეობით დაფინანსებული პირველი პროექტი იყო რეჟისორ სტივენ გრეივზის საშინელებათა ფილმი "მკვდარი ზამთარი" («The dead of winter»),  რომელსაც კლასიკური მოჩვენებების ისტორია ჰქვია.
ამჟამად ჩვენ მხოლოდ ვიკვლევთ ამ ტექნოლოგიის პოტენციალს “, - ამბობს Goldfinch-ის დირექტორი ფილ მაკკენზი. Web3-ს კრიპტოვალუტების, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებისა და სმარტ-კონტრაქტების გამოყენებით შეუძლია გადაჭრას ბევრი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, როგორც კინორეჟისორები, ფინანსისტები, დისტრიბუტორები და გაყიდვების აგენტები. ეს ტექნოლოგია ცვლის პროექტების დაფინანსების, გამოშვების და კონტენტის შექმნის გზას
კრაუდფანდინგის Web3  პლატფორმა FF3 აფინანსებს კინოპროექტებს. წყარო: first-flights.com

კრაუდფანდინგის Web3 პლატფორმა FF3 აფინანსებს კინოპროექტებს. წყარო: first-flights.com

კინოს ბილეთების გაყიდვა კრიპტოვალუტებზე

ციფრული ვალუტების კიდევ ერთი ქმედითი გამოყენება კინოინდუსტრიაში არის კინოს ბილეთების გაყიდვა. ზოგიერთი კინოთეატრი ატარებს ექსპერიმენტებს ბიტკოინთან და სხვა კრიპტოვალუტებთან და კინოჩვენებაზე ბილეთებს ციფრულ ვალუტაზე ყიდის. ბევრი მომხმარებელი დადებითად აღიქვამს გადახდის ამ ფორმატს. შედეგად, მაყურებლები იღებენ გადახდის ინსტრუმენტებისა და გადახდის ვარიანტების გაფართოებულ ჩამონათვალს რაც, ასევე, ხელს უწყობს crypto mass adoption-ს.

მაგალითად, მსოფლიოში უმსხვილესმა ამერიკულმა კინოთეატრების ქსელმა AMC-მ 2021 წლიდან დაუშვა კრიპტოვალუტების მიღება და ყიდის ბილეთებს კინოჩვენებებზე. სერვისს უზრუნველყოფს BitPay კრიპტოპროვაიდერი 100-ზე მეტი ყველაზე პოპულარული ციფრული საფულის მხარდაჭერით, მათ შორის Exodus, Metamask, Electrum, Trust Wallet, Coinbase და ა.შ.

NFT ბაზარი

კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს NFT-ის გამოყენება. არაჩანაცვლებადი ტოკენების დახმარებით კინოფილმების მოყვარულებს შეიძლება შესთავაზონ ხელოვნების ექსკლუზიური ციფრული ნამუშევრები. სურათების გარდა, ეს შეიძლება იყოს გადაღების პროცესის ამსახველი ეპიკური ფოტოები, ან ეპიზოდები, რომლებიც არ შევიდა ფილმის საბოლოო ვერსიაში, ასევე საინტერესო სამუშაო ვიდეომასალა.

თუმცა, უსიამოვნებებიც ხდება. 2022 წელს საკულტო ფილმის Pulp Fiction-ის რეჟისორი კვენტინ ტარანტინო აპირებდა Open Sea NFT პლატფორმაზე წარედგინა შვიდი ამოჭრილი და აქამდე უცნობი ეპიზოდი ამ ფილმიდან, მისი ხელნაწერი სცენარი და საკუთარი აუდიო კომენტარები. თუმცა, მან მიიღო სარჩელი კინოსტუდია Miramax-ისგან „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის გამო“. შედეგად, მხარეებმა მაინც მიაღწიეს შეთანხმებას. ინციდენტი ამოიწურა, მაგრამ საკმაოდ გახმაურდა.