როგორ შევქმნათ აკაუნტებისგან კრიპტოპროექტების ფერმა?

ფოტო - როგორ შევქმნათ აკაუნტებისგან კრიპტოპროექტების ფერმა?
აკაუნტების ფერმა პოპულარული ინსტრუმენტია კრიპტელებს შორის, რომელიც კრიპტოვალუტურ აქტივობებზე მეტი ფულის გამომუშავების საშუალებას იძლევა.
მოგების მიღების ეს გზა, როგორც წესი, ტესტნეტებსა და რეტროსპექტულ დროპებს ეხება.  მხოლოდ ერთი აკაუნტიდან აქტივობების შესრულებისას, შემოსავალი ძალზე მოკრძალებულია, ამიტომ ბევრი კრიპტომომხმარებელი მულტიაკინგს  მიმართავს.

რა არის მულტიაკინგი?

ბევრი საფულის შექმნისა და საპასუხო მოქმედებების განხორციელების შემდეგ შესაძლებელია კრიპტოსავალუტო აქტივობის პოტენციური ჯილდოს მნიშვნელოვანი გაზრდა. მაგრამ ბევრი პროექტი ასეთ ქმედებებს სკეპტიკურად უყურებს და ხშირად დროპჰანტერების გასაცხრილად შესაბამის ზომებს მიმართავს.

მულტიაკინგის უპირატესობებში შედის:

  • მუშაობის შესაძლებლობა სხვადასხვა ტიპის აქტივობებთან: airdrop, რეტროდროპი, ტესტნეტი, ნოდის ინსტალაცია;
  • ჯილდოს მიღების ალბათობის გაზრდა;
  • ჯილდოს მოცულობის გაზრდა.

ამავდროულად, კრიპტოვალუტის გამომუშავების ამ მეთოდს გარკვეული  ნაკლებიც გააჩნია. მათ შორისაა დროის ხარჯი, გუნდის საჭიროება ან ფინანსური ხარჯები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა კრიპტოვალუტური კამპანია არ გვპირდება მყისიერ მოგებას, რაც ასევე გარკვეული მინუსია.

ამ სტატიაში ჩვენ გავაანალიზებთ, თუ როგორ უნდა  შევქმნათ სწორად აკაუნტების  ფერმა და რა ინსტრუმენტები გამოვიყენოთ კრიპტოაქტივობიდან შემოსავლის გასაზრდელად.

აკაუნტების ფერმის კომპონენტები

საკუთარი მულტიაკინგის ფერმის  შექმნა ადვილი საქმე არ არის. მისი ძირითადი კომპონენტებია:

  • კრიპტოვალუტური საფულეები (Metamask, Trust, სხვადასხვა ქსელის სპეციალიზებული საფულეები);
  • ანტიდეტექტ-ბრაუზერები დამოუკიდებელი ჩანართების შექმნის შესაძლებლობით ქსელის სხვადასხვა მონაცემებით;
  • პროქსი;
  • აკაუნტები Gmail-ში, Twitter-ში, Telegram-ში, Discord-ში;
  • ფიზიკური ან ელექტრონული სიმ-ბარათები;
  • კრიპტობირჟებისა და პლატფორმების ვერიფიცირებული აკაუნტები.

ზოგიერთი ნაბიჯის შესრულება უფასოდ არის შესაძლებელი. მაგრამ არის ასპექტები, როგორიცაა ბრაუზერის, პროქსის მომსახურება, ან სოციალური მედიის მზა პროფილების ყიდვა, რომელიც მოითხოვს ფინანსურ ინვესტიციებს და ყოველთვიურ უზრუნველყოფას.

საფულეების შექმნა

კრიპტოვალუტური საფულის ჩამოსატვირთად ან შესაქმნელად, თქვენ უნდა შეინახოთ კოდის გასაღები (Seed-ფრაზა) და დაიწყოთ მისი გამოყენება. ზოგიერთი საფულე, მაგალითად Metamask, Trust ან Phantom  დამატებითი მისამართების გახსნას გვთავაზობს. 

Metamask საცავის ბრაუზერის ვერსიაში, კიდევ ერთი აკაუნტის შესაქმნელად, გადადით საცავში და დააწკაპუნეთ Create Account-ზე. პირადი გასაღების ნახვა  ან დაშიფრული Json ფაილის ჩამოტვირთვა Import Account დანართშია შესაძლებელი.

კრიპტოსავალუტო სერვისი Cointool გთავაზობთ დიდი რაოდენობის საფულეების ავტომატურ შექმნას. მაგრამ, შესაძლებელია თუ არა ინტერნეტ-რესურსისთვის ასეთი საქმის  მინდობა, ყველამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს.

ანტიდეტექტ-ბრაუზერები

საფულეების შექმნის შემდეგ, თითოეული მათგანი უნდა შეესაბამებოდეს თავის აკაუნტს და ჰქონდეს უნიკალური ციფრული კვალი (მონაცემები ციფრული მოწყობილობის ლოკაციისა და ადგილმდებარეობის შესახებ). თუ ყველა საცავს ერთი ბრაუზერიდან გამოიყენებთ, ყველა ტრანზაქციას ერთნაირი IP ექნება. ამიტომ, ზოგიერთ პროექტს  მომხმარებლის დაბლოკვა შეუძლია.

ეს პრობლემა გვარდება ანტიდეტექტ-ბრაუზერების საშუალებით. ასეთი ბრაუზერის მეშვეობით შესაძლებელია აკაუნტები ცალკეულ ჩანართებში შეიქმნას და მათ სხვადასხვა  გასაღები ექნებათ.

ეს არის საუკეთესო ანტიდეტექტ-ბრაუზერების სია და მათი ზოგიერთი მახასიათებელი:

■ Mozilla Firefox. სხვადასხვა პროფილის შექმნის და თითოეულთან ცალკე პროქსის დაკავშირების საშუალებას გაძლევთ;

■ ADS Power. 150 პროფილის მომსახურების ღირებულება თვეში 40 დოლარია;

■ Dolphin. ფასიანი ბრაუზერი, მაგრამ 10-მდე პროფილის უფასო გამოყენებას უზრუნველყოფს. სტარტისთვის ეს შეიძლება სავსებით საკმარისი იყოს;

■ Octo Browser. მარტივი გამოსაყენებელია, მაგრამ მომსახურება თვეში 100 ევრო ღირს.

Proxy

Proxy - არის მოწყობილობა, რომელიც ინტერნეტ რესურსის გამოყენების დროს IP მისამართის შეცვლის შესაძლებლობას გვაძლევს. ბევრი კრიპტოსავალუტო პლატფორმა IP მისამართის ერთნაირი ჰეშით აქტივობისთვის მომხმარებლებს ბლოკავს. ამიტომ, ანტიდეტექტ-ბრაუზერი თქვენი აკაუნტის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ყოველთვის საკმარისი არ არის.

Proxy IP-ის საშუალებით საიტთან დაკავშირების დროს მომხმარებლის IP იცვლება IP proxy-ით. ყველაზე საიმედო ინსტრუმენტის ტიპია ipv4. ეს არის პროქსის ტიპი, რომელიც ერთ მომხმარებელს ეკუთვნის.

რამდენიმე რესურსი, სადაც  პროქსის შეძენა შეგიძლიათ:

  • Proxy6.net;
  • Proxy.io;
  • Astroproxy;
  • Proxyline;

proxy-ის იჯარის ღირებულება თვეში $0.1-დან $5-მდე მერყეობს.

სოციალური ქსელები - Twitter, Discord, Gmail

კრიპტოსავალუტო აქტივობები მოიცავს სოციალური ქსელების გამოწერას, რეტვიტებს, კომენტარებს და ა.შ. ამისათვის თქვენ უნდა გქონდეთ აკაუნტების დიდი რაოდენობა.

მათი უმეტესობა, მაგ. Gmail, Dixord, Twitter, შეგიძლიათ თავად შექმნათ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს უნდა გაკეთდეს თავიდანვე პროქსისა და ანტიდეტექტ-ბრაუზერის მეშვეობით, რათა ასეთი პროფილის მოქმედებები კონკრეტული IP-ით დაფიქსირდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფილი უნდა იყოს ცოცხალი, ანუ ჰყავდეს გამომწერები, მკითხველები, ჰქონდეს ფოტოები, პოსტები, და ა.შ. ასეთი აკაუნტის მომზადებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს.

ამიტომ, ზოგიერთ მომხმარებელს, უბრალოდ, ურჩევნია აქტიური პროფილი სპეციალიზებულ საიტებზე, მაგალითად AKKS market-სა და DarkStore-ზე შეიძინოს. შეძენისთანავე აუცილებელია პაროლების შეცვლა ისე, რომ ყოფილი მომხმარებელი ახალი მფლობელის აკაუნტზე ვერ შევიდეს.

მობილური ტელეფონების ნომრები

Telegram-ი ასევეა საჭირო სოციალური აქტივობებისთვის. ტელეგრამის აკაუნტის შექმნა მხოლოდ ტელეფონის ნომრის გამოყენებით არის შესაძლებელი .

ფიზიკური SIM ბარათების შეძენას და მათ გააქტიურებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, ამიტომ, არსებობს ელექტრონული Sim-ბარათების სერვისები, მაგალითად:

  • OnlineSim;
  • 5sim.net;
  • SMS-activate;
  • 365SMS.

ყველა ეს სერვისი ნომრის გრძელვადიანი იჯარის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

KYC

დადასტურებული აკაუნტების დიდი რაოდენობის მისაღებად უმარტივესი გზაა სთხოვოთ მეგობრებს, ნათესავებსა და ნაცნობებს დარეგისტრირდნენ შესაბამის პლატფორმაზე. თუ ეს მეთოდი არ გაწყობთ, მაშინ შეგიძლიათ სხვადასხვა OTC-ზე KYC-აკაუნტები შეიძინოთ. ეს არის არასაბირჟო სავაჭრო პლატფორმები, რომლებსაც სპეცილიზებული კრიპტოსავალუტო საზოგადოებები ქმნიან.

თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ OTC მსხვილი კრიპტოინფლუენსერების, ბლოგერების არხებზე და ბლოკჩეინ-არხებზე.

რეზიუმე

ამგვარად, შესაძლებელია მულტიაკინგის ფერმის  უფასოდ შექმნა, მაგრამ ამას დიდი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება. დიდი რაოდენობის ანგარიშებისა და ინსტრუმენტების შეძენა ფერმის შექმნას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია იმისათვის, რომ ინვესტიცია ტესტნეტიდან ან რეტროდროპიდან უკუგებიანი იყოს.