როგორ გავანაღდოთ კრიპტოვალუტა ბირჟიდან?
კრიპტოვალუტის ბირჟები კრიპტოსაფულეში შენახული კრიპტოვალუტის ფიატურ ფულში კონვერტაციის ყველაზე ხელსაყრელი და უსაფრთხო ხერხია. მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გადაცვალოთ კრიპტო სხვა ყველაზე პოპულარულ ეროვნულ ვალუტაში.
მოდით განვიხილოთ თუ როგორ გავანაღდოთ კრიპტოვალუტა WhiteBIT–ის კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმისა და Trust Wallet საფულის მაგალითზე.თუ კი თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ ბირჟაზე თქვენი ანგარიში, საჭირო იქნება მისი შექმნა. გადავდივართ WhiteBIT–ის ოფიციალურ საიტზე და ვაჭერთ „რეგისტრაციას“. შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და მოიფიქრეთ პაროლი. რის შემდეგაც გაიარეთ ვერიფიკაციის პროცესი და დაადასტურეთ თქვენი ვინაობა. როდესაც დარეგისტრირდებით, გადადით ჩანართზე „ბალანსი“ და აირჩიეთ „საერთო“.
იპოვეთ აქტივების ჩამონათვალში კრიპტოვალუტა, რომლის საფულიდან გადმორიცხვა გსურთ, დააჭირეთ „შევსებას“ და დააკოპირეთ სადეპოზიტო ანგარიში მისი სასურველი სახის მითითებით.
ახლა გადადით აპლიკაციაში Trust Wallet SmartChain–ის გვერდზე. აირჩიეთ ციფრული აქტივი,რომლის განაღდებაც გსურთ, რის შემდეგაც თქვენ გადაგამისამართებენ გვერდზე, სადაც დაინახავთ „გაგზავნის“ ნიშანს, დააჭირეთ მას. ჩასვით მანამდე დაკოპირებული სადეპოზიტო ანგარიში „მიმღების ანგარიშის“ ველში. მიუთითეთ გასაგზავნი თანხა და დაადასტურეთ თანხის გამოტანა. ცოტა დაიცადეთ ვიდრე კრიპტოვალუტა ანგარიშზე აისახება.
მას შემდეგ რაც თქვენს ბალანსზე აისახება კრიპტო, მისი კონვერტირება ფიატში შესაძლებელი იქნება 2 გზით: გადაცვლის გზით ან P2P–ის ყიდვა–გაყიდვით. პირველ შემთხვევაში უნდა გადავრიცხოთ თანხა საერთო ბალანსიდან სავაჭროზე ჯერ „გადაყვანის“ , შემდეგ კი „გადაცვლის“ ღილაკებზე დაჭერით . ახალ ფანჯარაში მიუთითეთ ფიატური ვალუტა , რომლის მიღებაც გსურთ სანაცვლოდ, გაეცანით კურსსა და საკომისიოებს და თუ ყველაფერი გაწყობთ, მიუთითეთ თანხა და დაადასტურეთ გადაცვლა. ფიატი რამდენიმე წამში აისახება თქვენი ბალანსის შესაბამის დეპოზიტზე.
P2P–ის ყიდვა–გაყიდვა არის გადაცვლა, რომელიც ხდება ბირჟის მომხმარებლებს შორის. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ გარიგებას დებთ არა ბირჟასთან, არამედ ადამიანთან, რომელსაც კრიპტოვალუტის შეძენა სურს „ფიატის“ გადახდით. ამისათვის უნდა შეადგინოთ შეკვეთა, სადაც მითითებული იქნება კრიპტოვალუტის რაოდენობა, სასურველი თანხა და ორდერის ტიპი ( თითოეულის აღწერა მოცემულია ბირჟაზე). ასეთი გადაცვლის უპირატესობა არის შუამავლებისა და საკომისიოს არარსებობაში, თუმცა ხანდახან რთულია გარიგების მსურველის მოძებნა.
გადაცვლა შესრულებულია, თქვენს ანგარიშზე აისახა ფიატი. რჩება მისი გადატანა ბირჟიდან სადებეტო ან საკრედიტო ბარათზე. გადადიხართ სექციაში „ სავაჭრო ბალანსი“ და აჭერთ „გადარიცხვას“ ფიატის იმ ფულად სახსრებთან, რომელიც თქვენ მიიღეთ. აირჩიეთ „საერთო ბალანსი“ , შეიყვანეთ გადასარიცხი თანხა და დაადასტურეთ ტრანზაქცია.
ფული მომენტალურად აისახება და შესაძლებელი იქნება მისი მოხსნა. ოპერაციის განსახორციელებლად , დააჭირეთ „ გამოტანა“ –ს ფიატის სასურველ ტიკერთან. შემდეგ შეიყვანეთ თქვენი ბარათის ნომერი, მიუთითეთ თანხა და სხვა მონაცემები, და შემდეგ მოითხოვეთ გამოყვანა. ცოტა ხანში თანხა აისახება ბარათზე, საიდანაც მის განაღდებას შეძლებთ.