ვიდეობარათებზე მაინინგის ანაზღაურებადობა 150 წლამდე გაიზარდა

ფოტო - ვიდეობარათებზე მაინინგის ანაზღაურებადობა 150 წლამდე გაიზარდა
ვიდეობარათებზე მაინინგის შემოსავლიანობა 2022 წელს ძალიან დაეცა. ეს Ethereum კრიპტოვალუტის Proof of Stake–ის ალგორითმზე გადასვლასთან არის დაკავშირებული, რის შემდეგაც მაინერები უმუშევრები დარჩნენ.
ხარის ბაზრის პერიოდში, როდესაც Ethereum–ის ღირებულება $4000 აღწევდა, ვიდეობარათების მფლობელები ჩადებული თანხების ანაზღაურებას  4–6 თვეში ახერხებდნენ. კრიპტობაზრის ვარდნის პერიოდში, ETH-ის  ფასმა 60-70%–ით  იკლო, რამაც მაინერების შემოსავალები ასეთივე პროპორციით შეამცირა. თუმცა, ასეთი მდგომარეობაც კი იძლეოდა მოწყობილობის სარგებლობით, ჩადებული ფულის ამოღების საშუალებას  პირველივე წელიწადში .  

ETH–ს გადასვლამ  Proof of Stake–ზე თამაშის წესები შეცვალა. მაინერები ვეღარ  მოიპოვებენ  Ethereum–ს, ალტერნატიულ მონეტებად იქცნენ Ethereum Classic (ETC), Ravencoin (RVN), Zilliqa (ZIL) და რამდენიმე სხვა. უმეტესობამ The Merge (Ethereum–ის გადასვლა  PoS–ზე) განახლების ფონზე კარგი დინამიკა აჩვენა.
Ethereum Classic-ის ღირებულების ზრდა  The Merge-ის წინ (TradingView)

Ethereum Classic-ის ღირებულების ზრდა The Merge-ის წინ (TradingView)

200%–ით ETC კურსის ზრდამაც კი,  არც ისეთი დიდი გავლენა მოახდინა ვითარებაზე. არსებულ პირობებში ვიდეობარათებზე მაინინგი არამომგებიანი გახდა.  .

Minerstat
  ანალიტიკური რესურსი სხვადასხვა ვიდეობარათის ანაზღაურებადობის სტატისტიკას წარადგენს. საიტი ავტომატურად არჩევს მაინინგ–პულს, კრიპტოვალუტას, მიმდინარე ჰეშრეითს ( მოპოვების სირთულე), მოწყობილობის სიმძლავრეს და ასე შემდეგ. მომხმარებელს მხოლოდ ვიდეობარათის და ელექტროენერგიის ღირებულების შერჩევა უწევს.

ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეხდინა მონაცემთა სტრუქტურირება განსაკუთრებით პუპულარული მოწყობილობის მიხედვით, რათა დაგვედგინა, რამდენად რენტაბელურია ახლა ალტკოინების მაინინგი.
ვიდეობარათებზე ალტკოინების მაინინგის რენტაბელურობა

ვიდეობარათებზე ალტკოინების მაინინგის რენტაბელურობა

გასაანგარიშებლად გამოყენებული იყო ვიდეობარათებზე საშუალო საბაზრო ფასები და ელექტროენერგიის ღირებულება 0,1 $/kWh. დაახლოებით ასეთი ფასია დადგენილი ელექტროენერგიით სარგებლობაზე საშინაო და სამრეწველო მეურნეობებისთვის ჩინეთში – მსოფლიოში მაინინგის უმსხვილესი მონაწილესთვის. 

კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი ვიდეობარათის NVIDIA RTX 3090  ანაზღაურებადობა ახლა 5 წელიწადს აღწევს, ზოგიერთი  სხვა პოპულარული მოწყობილობა კი სულაც უფასოდ, ანაზღაურების გარეშე ათობით წლის განმავლობაში იმუშავებს. ასე რომ ახალთახალ  NVIDIA GTX 1650 Super –ზე გაწეული ხარჯის ამოსაღებად, ETC-ს და  RVN-ის  მაინინგი 153 წელი მოგიწევთ.

The Merge–ის შემდეგ ვიდეობარათებზე ალტკოინების მაინინგის ანაზღაურებადობა.

ამასთან ერთად სხვა ქვეყნებში კრიპტოვალუტების მოპოვება, სადაც ელექტროენერგია 0,2 $/kWh–ზე უფრო ძვირია, საერთოდაც წამგებიანია.  

შესაძლებელია,  რომ მთელი  კრიპტობაზრის ზრდასთან ერთად, გაიზრდოს კრიპტოვალუტებისა და ვიდეობარათების ფასებიც და გაუმჯობესდეს  რენტაბელობა. თუმცა გლობალური თვალსაზრისით, Proof of Work –ის ალგორითმზე მომუშავე  ალტკოინების მაინინგი არაერთგვაროვნად გამოიყურება და უპერსპექტივო  წამოწყებად  მოჩანს.   ამან შეიძლება ანაზღაურებადობის ვადა შეამციროს.