პროექტ Aragon-ის მიმოხილვა (ANT). DAO-ის შექმნა
Aragon — ბლოკჩეინ-პლატფორმა, რომელიც საკუთარი დეცენტრალზიებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO) შექმნისა და კონფიგურაციის აწყობის შესაძლებლობას იძლევა.
Aragon-ის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს გამჭვირვალობა, დემოკრატია და პატიოსნება კრიპტოვალუტის პროექტის მართვის პროცესში. პლატფორმა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, რომ შაბლონებით სმარტ-კონტრაქტები შექმნან, განათავსონ DAO საკუთარი სტარტაპისთვის პროგრამირებისა და კოდის დაწერის საჭიროების გარეშე.
შექმნის ისტორია
პროექტ Aragon-ის შექმნა დეველოპერ ხორხე იზერნის მიერ იყო ინიცირებული. 2016 წელს მან DAO მართვისა და კონფიგურაციის პლატფორმის შესაქმნელად ფინანსისტებისა და პროგრამისტების გუნდი შეკრიბა. Aragon-ის დამფუძნებლები ცდილობდნენ ხალხისთვის მიეწოდებინათ ინსტრუმენტი ფინანსური აქტივების ხარისხიანი მართვისთვის.
Ethereum ბლოკჩეინზე Aragon 0.5 პლატფორმის პირველი ვერსიის რელიზი 2018 წლის მაისში შედგა. 2020 წლიდან პროექტი ემზადებოდა Ethereum 2.0-ში უმტკივნეულო ინტეგრაციისთვის (Ethereum Proof-of-Stake). მას შემდეგ Aragon მუდმივად იხვეწებოდა და DAO-ს მართვის სფეროში მან ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაიკავა.
Aragon-ის ოფიციალური საიტის სასტარტო გვერდი. წყარო: aragon.org
დაფინანსების რაუნდები
Crunchbase-ის ანალიტიკური რესურსის ინფორმაციით, Aragon-მა დაფინანსების ორ რაუნდში 26 მილიონი დოლარი მოაგროვა. პროექტში ინვესტიცია კრიპტოვალუტის ბევრმა ფონდმა განახორციელა, მათ შორის ყველაზე მსხვილებია ZBS Capital, Boost VC, CoinFund.
ბოლო საინვესტიციო რაუნდი 2020 წლის 19 თებერვალს შედგა. მაშინ მთავარი ვენჩურული ინვესტორი კრიპტოვალუტის ენთუზიასტი ტიმ დრაიპერი გახდა.
პლატფორმის Aragon საინვესტიციო აქტიურობა. წყარო: Crunchbase
Aragon-ის პლატფორმის თავისებურებები
როგორც DAO შექმნისა და კონფიგურაციის აწყობის პლატფორმა, Aragon თავის მომხმარებლებს შემდეგ ინსტრუმენტებს სთავაზობს:
● ტოკენების შექმნა და გავრცელება სპეციალური სმარტ-კონტრაქტის გამოყენებით, საფულეების ავტორიზაცია და ხმის მიცემის პარამეტრების დაყენება;
● წინადადებების მარტივი შეტანა და მათზე ხმის მიცემა;
● მოსახერხებელი შაბლონის ინტერფეისი საკუთარი DAO-სთვის დეველოპერების მიერ საკუთარი დიზაინის შექმნის საჭიროების გარეშე;
● კრიპტოვალუტის აქტივების აღრიცხვა, ფინანსურ ოპერაციებზე თვალყურის დევნა, ბალანსებზე თვალყურის დევნა და რესურსების განაწილება DAO-ში;
● Aragon ასევე ბევრ DeFi სერვისთან თანამშრომლობს. ამ პლატფორმების შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ოფიციალურ ვებსაიტზე ეკოსისტემის კატეგორიაში.
Aragon-ის ღია კოდი გვთავაზობს თითქმის შეუზღუდავ შესაძლებლობებს ინსტრუმენტების გაფართოებისთვის საკუთარი DAO-ს შიგნით.
გვერდი DAO-ს შესაქმნელად და კონფიგურაციის ასაწყობად. წყარო: app.aragon.org
ნატიური ტოკენი ANT
ANT, პროექტის მონეტა, გამოიყენება საკუთარი DAO-ების შესაქმნელად გადასახადის სახით და და სხვა სერვისებისთვის. პროექტის მართვისთვის და პლატფორმის გამოყენებისთვის ჯილდოს სახით.
ანალიტიკური რესურსის CoinGecko-ს მონაცემებით, წერის დროს ANT ტოკენს აქვს შემდეგი მონაცემები:
- აქტივის ფასი — $3,62;
- საბაზრო კაპიტალიზაცია — $145 მილიონი;
- მიმოქცევაში არსებული მონეტები — 43 მლნ;
- მაქსიმალური ემისია — 45 მლნ;
- ვაჭრობის საშუალო დღიური მოცულობა — $9,5 მილიონი;
- მაქსიმალური ფასი — $15,64;
- მინიმალური ფასია $0.30.
ERC-20 ANT ტოკენის შეძენა შესაძლებელია WhiteBIT, Kraken, OKX, Coinbase, KuCoin, Gate და ა.შ. კრიპტოვალუტის პლატფორმებზე. ყველა სავაჭრო პლატფორმა შეგიძლიათ იხილოთ ანალიტიკურ ვებსაიტებზე CoinGecko და CoinMarketCap ბაზრების კატეგროიაში.
ტოკენ ANT-ის კურსის დინამიკა. წყარო: Coingecko
საინტერესო ფაქტები:
● ICO Aragon-ის ფარგლებში 2017 წელს, ერთ საათში 25 მილიონი დოლარის მოზიდვა მოხერხდა, რაც იმ დროისთვის რეკორდული იყო;
● Aragon-ის ერთ-ერთი პროექტი არის დეცენტრალიზებული სასამართლო, რომელიც სმარტ-კონტრაქტების საფუძველზეა აგებული. მოსამართლეების როლში ANT მონეტის მფლობელები გამოდიან;
● Aragon-ის დახმარებით ისეთი პროექტების DAO იყო აგებული, როგორიცაა Decentraland, Api3, Lido და Aavegotchi.