Human Unreadable: ბლოკჩეინი, გენერაციული ხელოვნება და ქორეოგრაფია
2023 წლის 24 მაისს არტ დუეტმა Operator გამოუშვა NFT კოლექცია Human Unreadable. ეს ნაბიჯი მხოლოდ დასაწყისია სამმოქმედებიანი პროექტისა, რომელიც მაყურებელს უნიკალურ გენერაციულ მხატვრულ გამოცდილებას სთავაზობს.
Human Unreadable არის 5-დან 16 ETH-მდე ღირებულების 400 NFT, რომელზეც 25-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი გუნდი ათი თვის განმავლობაში მუშაობდა. ისინი ადამიანის ნელ განკურნებას ეძღვნება და ქორეოგრაფიულ ელემენტებს, გენერაციულ ხელოვნებას, კრიპტოგრაფიასა და პერფორმანსს აერთიანებს.
Operator-მა მოახერხა ციფრული ხელოვნების სამყაროში სულის დამატება, - აღნიშნა გენერაციული ხელოვნების პლატფორმა Art Blocks-ის დამფუძნებელმა, ერიკ კალდერონმა.
NFT კოლექცია Human Unreadable ექსკლუზიური პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია წყარო: https://twitter.com/operator_______
შემქმნელების თქმით, Human Unreadable-ს კოდისთვის ხორცშესხმა და ინტუიცია მოაქვს, ონჩეინ გენერაციულ ხელოვნებაში კი - მოწყვლადობა, როგორც პიროვნების თვისება. ციფრული ხელოვნების ნიმუშები შექმნილია ხისტი ტექნიკური სისტემების დამკვიდრებული მახასიათებლების გასარღვევად. NFT-ები კი სავსეა რისკებით, მოწყვლადობითა და დაბნეულობით, რომლებიც უცხოა ფუნქციონალურობაზე ორიენტირებული პროექტებისთვის.
ეს ნამუშევარი არის მოდერნიზმის, სუფთა ხაზების და ფარული გენდერული ღირებულებების უარყოფის გაგრძელება, ადამიანისა და მანქანის თანამშრომლობის უფრო განსახიერებული და მგრძნობიარე მიდგომის სასარგებლოდ, რომელიც ადრეულმა ქალებმა ციფრულ ხელოვნებაში პირველად გამოიყენეს, - ნათქვამია Operator-ის ვებგვერდზე.
Human Unreadable წევს ბლოკჩეინში არსებული კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობის თემებს წყარო: https://twitter.com/operator_______
კოლექცია Human Unreadable არის ექვსი განსხვავებული იერი, რომელიც გუნდის წევრებმა შუშის გენერაციული ობიექტებისა და რენტგენის შეიდერების მეშვეობით გააცოცხლეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაქმნელად კოდია გამოყენებული, ისინი მაყურებელს ქაოსურობის გრძნობას უტოვებს. თითოეული კომპოზიცია უნიკალურ ქორეოგრაფიულ თანმიმდევრობას ეფუძნება.
№0 и №1 NFT ეკუთვნის Operator-ს, პირველი 100 საჯაროდ ხელმისაწვდომი ციფრული ნივთი №2-დან №101-მდე პროექტის მომდევნო ეტაპებზე გაცოცხლდება. 2023 წლის ივნისის ბოლოს, პროექტი აამოქმედებს მეორად ტოკენს - ქორეოგრაფიულ პარტიტურას, რომელიც Art Blocks-ზე არის მოჭრილი და Human Unreadable-ის პირველად NFT-ებთან განუყოფლად დაკავშირებული.
მეორადი NFT-ები, რომლებიც ქორეოგრაფიას ასახავს, ივნისის ბოლოს გამოვა წყარო: https://twitter.com/operator_______
ისტორია ამით არ მთავრდება: პერფორმანსის მესამე აქტი არის ცოცხალი გამოსვლა, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება პირველ ას მოჭრილ NFT-ზე ასახული ქორეოგრაფია. შემქმნელები გეგმავენ საწყისი გაყიდვების 10%-ის გაგზავნას გენერაციული ქორეოგრაფიის წარმოდგენისთვის არაკომერციულ სამხატვრო დაწესებულებაში. მისი სახელი და ადგილმდებარეობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Human Unreadable არის სამმოქმედებიანი კონცეპტუალური პროექტი, რომელიც ცოცხალი გამოსვლით სრულდება წყარო: https://twitter.com/operator
Operator-ის შესახებ
Operator ანა კეტრინისა და დეჟა ტის ერთობლივი არტ პროექტია. ანა არის ქორეოგრაფი, პერფორმანსისტი და გენდერის მეცნიერი, ხოლო დეჟა არის იმერსიული მხატვარი და HCI ტექნოლოგი. 2016 წლიდან მათი ერთობლივი პრაქტიკა Operator ახორციელებს მასშტაბურ კონცეპტუალურ პროექტებს, რომლებიც ფიზიკურ და ემოციურ ჩაფლობას ითვალისწინებს.
დუეტი ყურადღებას ამახვილებს კონფიდენციალურობაზე, ბუნებაზე, სხეულსა და ტექნოლოგიებზე. 2021 წლის შემოდგომაზე Operator-მა გამოუშვა "კონფიდენციალურობის კოლექციები" - მიმდინარე NFT სერია, რომელიც ბლოკჩეინში კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობის წინააღმდეგობას ეძღვნება.
"ორმა კრიტიკულად თანამედროვე ხმამ საერთაშორისო ციფრული ხელოვნების სცენაზე" (Clot Magazine) და "ძლევამოსილმა ლგბტ წყვილმა" (Flaunt) პროექტის არსებობის მანძილზე მრავალი ჯილდო მიიღო. მათ შორისაა პრემიები Lumen, DC, S+T+ARTS და MediaFutures. ასევე, არტ დუეტი რეგულარულად იღებს მონაწილეობას ღონისძიებებში: Bloomberg ART + TECHNOLOGY, Christie's Art + Tech Summit, Art Basel და ა.შ.