ღირს თუ არა ინვესტირება NFT-ში?

icon NFT
icon FOR
ფოტო - ღირს თუ არა ინვესტირება NFT-ში?
კრიპტოსაზოგადოებაში არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ზოგი ტექნოლოგიის უნიკალური ფუნქციებით აღფრთოვანებულია, ზოგი კი თვლის, რომ NFT-ები ახალს არაფერს გვთავაზობენ. მოდით, თითოეული ამ ბანაკის თვალსაზრისი განვიხილოთ.
არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT) დიდი ხანია განხილვის თემაა. ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, NFT-ის ასლის შექმნა შეუძლებელია. მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის.

მომხრეების არგუმენტები

უპირველეს ყოვლისა, NFT-ები რაღაც უნიკალურის ფლობის საშუალებას გაძლევთ. ეს კონცეფცია მოსწონს ინვესტორებს, რომლებსაც სურთ, ფლობდნენ იშვიათ  ნივთებს, რომლებზე წვდომაც სხვებს არ აქვთ.

რაც უფრო იშვიათი და ღირებულია ტოკენი, მით მეტად ამაყია მისი მფლობელი. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ უნდა დახარჯოთ ასობით ათასი დოლარი მოწყენილი მაიმუნის ნახატზე, ნაცვლად იმისა, რომ ძვირადღირებულ შვებულებაში გაემგზავროთ, ან Lamborghini  იყიდოთ?

ბაზარზე სხვადასხვა NFT--ს ფართო არჩევანია. ზოგიერთი მათგანი შეიძლება საკმაოდ პიკანტურად, ან თუნდაც ვულგარულად მოგეჩვენოთ. მაგალითად, 18+ კრიპტოპლატფორმა Cum Rocket და მათი NFT ბაზარი (მათ შესახებ ჩვენს სტატიაში ვწერდით).

კიდევ უფრო მეტი მაგალითი არსებობს. თუ OpenSea-ზე შეხვალთ, NFT-ების უამრავ ვარიანტს ნახავთ, რომლის ყიდვაც შეგიძლიათ და ბევრი მათგანი არც თუ ისე ძვირია. ასეთი NFT-ს შეძენა თითქმის ყველას შეუძლია.

საკუთარი NFT კოლექცია ჩვენი დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მსახიობმა, ენტონი ჰოპკინსმაც კი გამოუშვა. ამავე დროს, ძნელია, ის "ახალგაზრდობის" კატეგორიას მივაკუთვნოთ.

გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ NFT ბაზარი ახალი მომხმარებლების მოზიდვას აგრძელებს. ჩვენ ვწერდით, რომ ნოემბერში არაჩანაცვლებადი ტოკენების მქონე უნიკალური ტრეიდერების რაოდენობა 18%-ით  გაიზარდა და 1,1 მილიონს მიაღწია.

მოწინააღმდეგეების არგუმენტები

პირველი რიგში, NFT-ს მოწინააღმდეგეები გეტყვიან, რომ ეს  უკიდურესად დაბალი ხარისხის და სარისკო ინვესტიციაა. ინტერნეტში შეგიძლიათ ასეთი კომენტარები იპოვოთ: „რა სიკეთე მოიტანა NFT-ებმა? გარდა, რა თქმა უნდა, კრისტოფერ მოლტისანტის მიმისა. ერთი მიმი და მეტი არაფერი.”

ისინი ასევე აუცილებლად მოგიყვებიან Minecraft-ზე დაფუძნებული NFT-თამაშის, Blockverse-ის ისტორიას. საწყისი მიწოდებიდან რამდენიმე დღეში, რომლის დროსაც 8 წუთში 10000 NFT გაიყიდა, დეველოპერები მომხმარებლების $1.2 მილიონთან ერთად გაქრნენ. 

და ეს თაღლითობის მრავალი მაგალითიდან მხოლოდ ერთ-ერთია. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვწერდით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის NFT კოლექციაზე, რომელიც სულ რაღაც ერთ დღეში გაიყიდა. არსებობს ეჭვი, რომ კოლექციის ავტორი გამორჩენის მიზნით იტყუება.

NFT-ების მოწინააღმდეგეებს ასევე აშფოთებს ის, რომ NFT პროექტები და პლატფორმები ხშირად თავიანთ სავაჭრო მოცულობებს ბერავენ და ციფრებით მანიპულირებენ, რითაც ცდილობენ, მომხმარებელი დაარწმუნონ, თითქოს აჟიოტაჟი არსებობს. ასეთი პროექტები გატეხებისა და ჰაკერული თავდასხმების მიმართ უკიდურესად მოწყვლადია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიპტობაზრისთვის სიახლე სულაც არ არის, ამ პრაქტიკამ შეიძლება, საზიანო შედეგები გამოიწვიოს. ასეთი პლატფორმების გატეხების შესახებ ჩვენ ადრე უკვე ვწერდით.

ვინაა მართალი?

როგორც ყველა ინვესტიციის შემთხვევაში, არჩევანი თქვენს ინდივიდუალურ შეხედულებებსა და პრეფერენციებზეა დამოკიდებულია. აზრი არ აქვს იმის უარყოფას, რომ ისეთი პროექტები, როგორიცაა Bored Apes, ან Cryptopunks NFT სამყაროში თითქმის საკულტო გახდა და მილიონობით ინვესტორი მიიზიდა.

2022 წელს Ethereum-ზე NFT-ებით ვაჭრობის მოცულობამ 8,22 მილიონი ETH შეადგინა. დაფიქსირდა 2,46 მილიონი უნიკალური მისამართი.

მიუხედავად ამისა, ამ სფეროში შესვლამდე ყველა რისკი უნდა გავითვალისწინოთ, რადგან Blockverse-ის შემთხვევა უნიკალური არ არის და საკმაოდ გავრცელებულია.

ფული, შეიძლება აორთქლდეს, თუ მას ფრთხილად არ მოვეპყრობით. ჩაატარეთ საკუთარი, ხარისხიანი კვლევა და პასუხს გარანტირებულად იპოვით.