Polygon-ი შეფერხებით მუშაობს?

ფოტო - Polygon-ი შეფერხებით მუშაობს?
Polygon ბლოკჩეინზე ტრანზაქციების მონიტორინგის სერვისი, ქსელში ზოგიერთი კვანძის გაუმართაობის გამო, უკვე ერთ საათზე მეტია არ განახლებულა.
Polygon-ის თანადამფუძნებელმა, სანდიპ ნეილვალმა თავის  ტვიტერში თავად სერვისის გაუმართაობის შესახებ დაწერა და მიამაგრა სხვა ექსპლორერის ბმული. თუმცა, მოგვიანებით პრობლემა Polygon-ზე კვანძების ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი კომპანია Rivet-ის დამფუძნებელმაც აღიარა და აღნიშნა რომ კვანძების სინქრონიზაცია აღდგენილია.
 
საინტერესოა, რომ Polygon ოფიციალური ტვიტერში ამ პრობლემის შესახებ არაფერი დაწერილა.

GC
GN Crypto
ავტორი