ხარული ბაზარი დაიწყო? რას ამბობენ ინდიკატორები

icon BTC
ფოტო - ხარული ბაზარი დაიწყო? რას ამბობენ ინდიკატორები
2023 წლის დასაწყისიდან ბიტკოინი მოულოდნელად 30%-ით გაიზარდა და $23 000-ის ნიშნულს მიაღწია, ახლა კი კრიპტოსაზოგადოება ვარაუდობს, რომ დაიწყო ხარული ბაზარი.
მთავარმა კრიპტოვალუტამ სამი კვირის განმავლობაში, ორწლიანი $15 600-იანი მინიმუმის შემდეგ, ფეთქებადი ზრდა აჩვენა. საბაზრო ინდიკატორებმა მოძრაობა კვლავ დაიწყო და ზოგიერთი ალტკოინი 200-300%-ით გაიზარდა, კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია კი  დაუბრუნდა მაჩვენებელს, რომელიც $1 ტრილიონს აღემატება.

მაგრამ ეს ზრდა მართლაც ბუნებრივია, თუ ეს მარკეტმეიკერების მორიგი მანიპულაციაა? გადავწყვიტეთ, სხვადასხვა ინდიკატორი გაგვეანალიზებინა, რათა გვეპასუხა კითხვაზე: როდის დაიწყება ხარული ბაზარი?

საფონდო ბაზარი, ინფლაცია, საკრედიტო განაკვეთი

ბევრი BTC-ის ამჟამინდელ ზრდას აშშ-ის ინფლაციის მონაცემებს მიაწერს. ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე მეხუთე თვეა სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც მომხმარებლების მხრიდან საქონლისა და მომსახურების ღირებულებას განსაზღვრავს, წინა თვესთან შედარებით დაბალი იყო. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე სწრაფად ბრუნდება ლიკვიდობა, ხოლო ინფლაცია უფრო სწრაფი ტემპით მცირდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო.
აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მონაცემები (Investing)

აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მონაცემები (Investing)

BTC კურსზე ძლიერ გავლენას ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთიც ახდენს. ის განსაზღვრავს აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მომავალ პოლიტიკას - შერბილდება თუ გამკაცრდება ის. რაც უფრო დიდია საპროცენტო განაკვეთის შემცირების ტემპი, მით უფრო სტაბილურია ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ბაზარზე ლიკვიდობას ზრდის და ადამიანებს ინვესტიციების სტიმულს აძლევს, მათ შორის კრიპტოვალუტებში. ფედერალური სარეზერვო სისტემის მორიგი გადაწყვეტილება განაკვეთის შესახებ 2023 წლის 1 თებერვალს იგეგმება. თუ ეკონომიკა რეცესიიდან მართლად გამოდის, ამან, შესაძლოა, ბიტკოინზე  დადებითი გავლენა იქონიოს. 

ვაჭრობის კოსმიური მოცულობა

BTC-ის $16 000-დან $23 000-მდე ზრდას თან ახლდა მომხმარებლის აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა. საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ადამიანები აქტიურად არ ვაჭრობდნენ, ამიტომ ვაჭრობის მოცულობა და ვოლატილობა მინიმალური იყო. 10 იანვრიდან კი ინვესტორების ინტერესი კრიპტოვალუტის მიმართ დაბრუნდა, რასაც Coingecko-სა და Coinmarketcap-ის სავაჭრო კონტრაქტების სტატისტიკა მოწმობს. ეს ვებგვერდები მათზე წარმოდგენილი ყველა კრიპტოვალუტის ბირჟიდან ვაჭრობის მოცულობის მონაცემების სისტემატიზაციას ახდენენ.
BTC-ის კურსის დინამიკა და ვაჭრობის მოცულობა (Coingecko)

BTC-ის კურსის დინამიკა და ვაჭრობის მოცულობა (Coingecko)

BTC კურსის დაცემის პერიოდში ვაჭრობის ყველაზე დიდი  მოცულობა 2022 წლის მაისი-ივლისის პერიოდში დაფიქსირდა. ეს არის მომენტი, როდესაც ბაზარი პლატფორმა Terra-ს თაღლითობისგან გამოკეთდა. კურსის შემდეგი მკვეთრი ზრდა კრიპტობირჟა FTX-ის კრახის შემდეგ მოხდა. თუმცა, 21 ნოემბრის შემდეგ კურსის ვარდნა შეჩერდა, რაც, სავარაუდოდ, გამყიდველების აქტივობის შესუსტებამ გამოიწვია.

BTC-ის დომინირება იზრდება

ზოგიერთი ალტკოინის (მაგალითად, Aptos (APT), Magic, Keep Network) სწრაფი ზრდის მიუხედავად, მთლიანობაში, კრიპტობაზარი BTC-ის ზრდას ვერ ეწევა. 10 იანვრიდან BTC დომინირება 8.5%-ით გაიზარდა და ექვსთვიან მაქსიმუმ - 44.5%-ს მიაღწია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორები ალტკოინებში აქტიურ ინვესტირებას არ ჩქარობენ, იმის შიშით, რომ BTC-ის ასეთი ზრდა რეალური არ იქნება.
BTC-ის დომინირების გრაფიკი

BTC-ის დომინირების გრაფიკი

არაორგანული ზრდა

თითოეულ ტრენდს აქვს ძირითადი და მაკორექტირებელი მოძრაობა. ნებისმიერი ორგანული ზრდა კორექტირებას მოითხოვს, ისევე როგორც ნებისმიერ კლებას ხშირად თან ახლავს ფასების ინტერვალური ზრდა.

ბიტკოინი 2023 წლის დასაწყისიდან შეუჩერებლად იზრდება. რამდენჯერმე, კრიპტოვალუტამ მცირე პაუზა აიღო, სანამ კვლავ გაიზრდებოდა. ასეთი არაორგანული ზრდა მიუთითებს ზოგიერთი ინვესტორის სიხარბეზე, ისევე როგორც იმ ფაქტზე, რომ ხელსაყრელი ფასის ძიებაში, გაყიდვის დიდ ორდერებს ზევით სწევენ, რათა ისინი „განტვირთოს“. ხარული ბაზრის დასადასტურებლად, აქტივის ფასი უნდა იქცეოდეს რაციონალურად და შეესაბამებოდეს მოთამაშეთა უმრავლესობის საბაზრო განწყობას.
BTC-ის კურსი (WhiteBIT)

BTC-ის კურსი (WhiteBIT)

საინფორმაციო ველი

კრიპტო ბაზარმა ბირჟა FTX-ის თაღლითობის მონელება შეძლო. უფრო მეტიც, კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა რესტრუქტურიზაციის გეგმები და  პლატფორმის მუშაობის განახლების შესაძლებლობა დააანონსა. კრიპტობაზრის რეგულირების სფეროში კურსი არ შეცვლილა და ქვეყნების უმეტესობა მომავალში კრიპტოვალუტის ლეგალიზაციაზე  აქტიურად მუშაობს.

მიუხედავად ამისა, ბევრ კრიპტოკომპანიას რთული პერიოდი აქვს. ბევრმა მათგანმა გაკოტრების პროცედურა დაიწყო (Genesis, BlockFi), ახალ ამბებში კი პერიოდულად ჩნდება ახალი თაღლითობები და მხილებები (მაგალითად, პლატფორმა  Bitzlato-ს  ბოლოდროინდელი დაყადაღება). ზოგადად, საინფორმაციო ფონი ამჟამად ნეიტრალურია, მაგრამ სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს.

მაინინგის სირთულე მაქსიმუმზეა

BTC მაინინგის სირთულის ახალი გადაანგარიშების შემდეგ, ჰეშრეიტმა ქსელში თავისი ისტორიული მაქსიმუმი დაახლოებით 37,59 Т-ს ნიშნულზე განაახლა. ბოლო სირთულე 15 იანვარს 10,5%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ BTC-ის კურსი მთელი 2022 წლის განმავლობაში ეცემოდა, მაინერები საწარმოო სიმძლავრეს აგროვებდნენ, ჰეშრეიტი კი ყოველთვიურად იზრდებოდა.

ასეთმა ქმედებებმა გამოიწვია ზოგიერთი მაინინგ კომპანიის გადახდისუუნარობა (მაგალითად, Core Scientific), რომლებმაც ან გაკოტრების შესახებ განაცხადეს, ან აღნიშნეს, რომ ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრები დღე-დღეზე ამოეწურებათ. Crypto Quant-ის მონაცემებით, მაინერების უმეტესობამ BTC-ის ფასის ლოკალური ზრდით ისარგებლა, რათა გარკვეული რეზერვები გაეყიდა და ზარალი დაეფარა. ამავდროულად, გაყიდვამ BTC-ის ფასზე არ იმოქმედა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიების რეზერვების უმეტესი ნაწილი „უკეთეს დრომდე“ გადაიდო.
BTC-ის მაინინგის სირთულის გრაფიკი (btc.com)

BTC-ის მაინინგის სირთულის გრაფიკი (btc.com)

BTC-ის მოცულობა ბირჟებზე

Coinglass-ის მონაცემებით, ცენტრალიზებულ ბირჟებზე BTC-ის რაოდენობა 2023 წლის დასაწყისიდან პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და 1,92 მილიონი მონეტა შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ტრეიდერები ფულს კრიპტოვალუტის საფულეებში არ რიცხავენ; ამის ნაცვლად, ისინი მათ საფონდო ბირჟაზე ტოვებენ, სავარაუდოდ, სპეკულაციებით და არა გრძელვადიანი ინვესტიციებით ფულის შოვნის მიზნით.

მაჩვენებელი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბიტკოინების ძირითადი რაოდენობა ფონდებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების საფულეებში გასაყიდად ჯერ კიდევ არ გადარიცხულა.
BTC-ის მოცულობა კრიპტოვალუტის ბირჟებზე (Coinglass)

BTC-ის მოცულობა კრიპტოვალუტის ბირჟებზე (Coinglass)

BTC-ის ზრდის ლოგარითმული მრუდი

Coinglass ასევე გთავაზობთ რიგ საინტერესო ინდიკატორებს, მათ შორის Bitcoin Logarithmic Growth Curves-ს. ამჟამად ბიტკოინის კურსი ჰორიზონტალურ არხს გასცდა, ოსცილატორის მაჩვენებელი კი დაეცა უარყოფით ნიშნულამდე (-0.40). ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, BTC ზეჭარბად არის გაყიდული  და ლოკალურ ფსკერთან მდებარეობს.
BTC-ის ზრდის ლოგარითმული მრუდი (Coinglass)

BTC-ის ზრდის ლოგარითმული მრუდი (Coinglass)

შეჯამება

ზემოაღნიშნული ინდიკატორებით თუ ვიმსჯელებთ, რეალური ხარული ბაზარი, სავარაუდოდ, ჯერ არ დაწყებულა. ინვესტორების უმეტესობა თავის BTC-ებს ინარჩუნებს და ინვესტირებას ფრთხილად ეკიდება, ხოლო ძირითადი კრიპტოვალუტის ფეთქებადი ზრდა საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ლიკვიდობის მკვეთრი შემოდინების შედეგია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახალ ამბებსა და ინფლაციის მონაცემებს აშშ-ში, რადგან ეს მაჩვენებლები  პირდაპირ გავლენას მოახდენს კრიპტოვალუტის მთელი ბაზრის მომავალ ლიკვიდობაზე.