რა არის იზოლირებული მარჟა, კროს-მარჟა და რით განსხვავდება ისინი?
მარჟინალური ვაჭრობის ნიუანსების გააზრება დაგეხმარებათ, ლიკვიდაცია თავიდან აიცილოთ და თქვენი დეპოზიტი უფრო ეფექტურად გამოიყენოთ.
ჩვენს სტატიაში, რომელიც მარჟინალური ვაჭრობის თეორიას მიეძღვნა, უკვე გავარკვიეთ, რომ „მარჟა“ ტრეიდერის საბაზისო დეპოზიტია, რომელიც ლევერიჯის მქონე პოზიციის გასახსნელად არის საჭირო. კროს-მარჟასა და იზოლირებულ მარჟას პრაქტიკულად ყველა ცენტრალიზებული ბირჟა უჭერს მხარს. მოდით, მათ განსხვავებებსა და პრაქტიკაში გამოყენების ვარიანტებში გავერკვიოთ..
რა არის კროს-მარჟა?
კროს-მარჟა მეთოდია, რომელიც მომხმარებლის მარჟინალურ ანგარიშზე არსებულ ყველა თანხას იყენებს იმისთვის, რომ პოზიციების მიხედვით ლიკვიდაცია აიცილოს თავიდან. გირაო მთელი დეპოზიტია. თუ გარიგება მარჟის დამატებას მოითხოვს, ბირჟა მარჟინალური ანგარიშიდან, ან სხვა გარიგებებიდან საჭირო თანხას ავტომატურად იღებს.
კროს-მარჟით პოზიციის გახსნისას მთელი დეპოზიტი რისკის ქვეშაა. თუ ტრეიდერს კროს-მარჟის გამოყენებით რამდენიმე გარიგება უჭირავს და ერთ-ერთი მათგანი ლიკვიდირებული იქნება, დანარჩენი გარიგებებიც იძულებით დაიხურება.
კროს-მარჟით პოზიციის გახსნისას მთელი დეპოზიტი რისკის ქვეშაა. თუ ტრეიდერს კროს-მარჟის გამოყენებით რამდენიმე გარიგება უჭირავს და ერთ-ერთი მათგანი ლიკვიდირებული იქნება, დანარჩენი გარიგებებიც იძულებით დაიხურება.
კროს-მარჟის უპირატესობები:
1. კროს-მარჟის გამოყენება არარეალიზებული მოგებით არარეალიზებული ზარალის გადასაფარად არის შესაძლებელი, რაც ლიკვიდაციის ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს.
2. კროს-მარჟის რეჟიმში მთელი დეპოზიტი მარჟინალური მოთხოვნების შესასრულებლად გამოიყენება, რაც დამატებით ლიკვიდაციის ალბათობას ამცირებს.
3. კროს-მარჟა სასარგებლოა ტრეიდერებისთვის, რომლებსაც არსებული პოზიციების ჰეჯირება სურთ.
კროს-მარჟის ნაკლოვანებები:
1. მთელი დეპოზიტი სარისკო მდგომარეობაშია: ფასების ძლიერი რყევების შემთხვევაში, ტრეიდერმა შეიძლება, მთელი ფული დაკარგოს.
2. ტრეიდერს ცალკე აღებულ პოზიციებზე ნაკლები კონტროლი აქვს.
თუ პრიორიტეტი ცალკეული პოზიციების კონტროლი და მონიტორინგია, უმჯობესია, იზოლირებული მარჟა გამოიყენოთ.
რა არის იზოლირებული მარჟა?
იზოლირებული მარჟის ფარგლებში თითოეულ გარიგებას საკუთარი მარჟინალური ანგარიში აქვს, ამიტომ პოზიციები ერთმანეთზე დამოკიდებული არაა. თითოეული გარიგებისთვის გირაო გარკვეული თანხითაა შეზღუდული. იმ შემთხვევაში, თუ ერთი გარიგება მარჟის დამატებას მოითხოვს, ეს ავტომატურად არ მოხდება, მაშინაც კი, თუ სხვა გარიგებებზე, ან ანგარიშზე თანხა ჯერ კიდევ დარჩენილია. ამ შემთხვევაში, სახსრების დამატება ხელით უნდა მოხდეს.
თითოეული ცალკეული გარიგების რისკი იზოლირებული მარჟისთვის გამოყოფილი თანხით შემოიფარგლება. თუ ტრეიდერი იზოლირებული მარჟის გამოყენებით რამდენიმე გარიგებას ხსნის და ერთ-ერთი მათგანი ლიკვიდირებული იქნება, სხვა პოზიციები ღია დარჩება.
იზოლირებული მარჟის უპირატესობები:
1. ტრეიდერი ღია ორდერებს უკეთესად აკონტროლებს, რაც მაღალი ლევერიჯის მქონე ვაჭრობისთვის გამოადგება.
2. ტრეიდერი მხოლოდ ცალკეულ მარჟინალური ანგარიშით, და არა მთელი დეპოზიტით რისკავს.
3. იზოლირებული მარჟის რეგულირება შესაძლებელია ხელით: თუ მომხმარებელს ლიკვიდაციის თავიდან აცილება სურს, მას შეუძლია, საჭირო თანხა დაამატოს.
იზოლირებული მარჟის ნაკლოვანებები:
1. თუ არარეალიზებული მოგება იზოლირებულ პოზიციაზე აუცილებელ მარჟაზე დაბალი იქნება, მისი ლიკვიდაცია მაშინაც კი მოხდება, თუ საერთო ანგარიშზე სახსრები ჯერ კიდევ არის.
2. იზოლირებული მარჟით გარიგებას ლიკვიდაციის მაღალი რისკი აქვს.
კროს-მარჟა თუ იზოლირებული მარჟა – რა ავირჩიოთ?
ეს მეთოდები სხვადასხვა სავაჭრო სტრატეგიისთვის გამოგადგებათ.
კროს-მარჟა შეიძლება, სასარგებლო იყოს სვინგ-ტრეიდერებისთვის, რომლებიც პოზიციაში დეპოზიტის 1-2%-ზე მეტით არასოდეს შედიან და ხშირად, არარეალიზებულ ზარალს არარეალიზებული მოგებით ფარავენ. გარდა ამისა, კროს-მარჟა უკეთ გამოადგება დამწყებებს, რადგან მანევრირებისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის მეტ სივრცეს იძლევა.
იზოლირებული მარჟა უფრო ხშირად მაღალი ლევერიჯით შიდადღიური ვაჭრობისთვის გამოიყენება. ამ გზით სპეკულანტებს შეუძლიათ, გარიგება ეფექტურად გააკონტროლონ და მაღალი ვოლატილობის შემთხვევაში, პოტენციური ზარალი შეზღუდონ.