ისრაელი სახელმწიფო ბლოკჩეინ-ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

icon TEL
ფოტო - ისრაელი  სახელმწიფო ბლოკჩეინ-ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს
ისრაელის მთავრობა TASE-სთან ერთად ტესტავს სახელმწიფო ობლიგაციებს, რომლებიც გამოცემულია ბლოკჩეინზე. ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე.
ისრაელის ფინანსთა სამინისტრო და თელ-ავივის საფონდო ბირჟა (TASE) გატესტავენ სახელმწიფო ობლიგაციებს ბლოკჩეინზე. ინიციატივა, ხარჯების შემცირების მიზნით  ფინანსური ბაზრის პროცესების მოდერნიზაციის ფარგლებში ხორციელდება.

ობლიგაციები გამოიცემა კერძო ცენტრალიზებული ბლოკჩეინ-პლატფორმის მეშვეობით, რომელიც სმარტ-კონტრაქტებზე მუშაობს. პროექტის ტექნიკური რეალიზაციას, კომპანიებიFireblocks და VMWare  ახორციელებენ. პირველი მუშაობს  კრიპტოვალუტების დაზოგვის ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებზე, ხოლო მეორე სპეციალიზებულია ღრუბლოვან გამოთვლებში.

Fireblocks-ის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად სახელმწიფო ობლიგაციებისთვის ბლოკჩეინის კონფიდენციალურობისა, ის თავსებადია Ethereum-თან. ასე რომ, თუ ფინანსთა სამინისტრო, მომავალში, ბლოკჩეინ-ობლიგაციების   საჯარო ქსელში განთავსებას გადაწყვეტს, ეს შესაძლებელი იქნება.

ტესტირება ახალი სახელმწიფო ვალდებულებების   ტოკენების სახით დიგიტალიზაციას გულისხმობს. ისინი შეზღუდული რაოდენობით გამოიცემა, გარკვეული  პირველადი ტრეიდერებისთვის. ამის შემდეგ, ტოკნიზებული ობლიგაციები გადაიგზავნება იქნება ტრეიდერების კრიპტოსაფულეებზე. არსებობს  მოლოდინი, რომ ამ ფორმატის ფასიანი ქაღალდების  შემოწმება,  2023 წლის დასაწყისში დასრულდება.

„ისრაელი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს  შორის, სადაც სახელმწიფო ობლიგაციებით ვაჭრობა მიმდინარეობს  საჯარო ბირჟაზე, ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ ციფრული  ვალდებულებები ისრაელის მთავრობასთან ერთად და ძირითადი საერთაშორისო ბანკების ჩართულობით“, - აღნიშნა TASE-ის ტექნიკური სესხების დირექტორმა ორლი გრინფელდმა.

თელ-ავივის საფონდო ბირჟა იმედოვნებს, რომ ტესტირება აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება, ობლიგაციების გამოშვების ხარჯების შესამცირებლად, გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად და პროცესების ავტომატიზაციისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ციფრული ობლიგაციებთან ექსპერიმენტი, Societe Generale-სა და MakerDAO-ს მიერ ჩატარდა. თუმცა, ისრაელისგან განსხვავებით, ისინი Ethereum-ის ღია კოდის ბლოკჩეინს იყენებდნენ.

პირველი ობლიგაციები ციფრული ბუღალტრული წიგნის ტექნოლოგის გამოყენებით (DLT) მსოფლიო ბანკმა 2018 წელს გამოუშვა. ამის შემდეგ TASE-მ და ისრაელის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ დააკვირდებიან ფინანსური ბაზრის ტოკენიზაციას. ორივე სტრუქტურა ასევე იტყობინებოდა, რომ ცენტრალური ბანკების მიერ  ციფრული ვალუტების სატესტო გაშვებებს იკვლევენ.

აღსანიშნავია, რომ DLT-ზე დაფუძნებული ობლიგაციები უკვე გამოიყენება ფილიპინებში. ამგვარად, სახელმწიფომ  2022 წელს სასესხო ინსტრუმენტისგან 186 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო.
ბოლო წლების განმავლობაში ფინანსური ბაზრები რადიკალური გარდაქმნების პირას არიან. იმედი გვაქვს, რომ ისრაელი, ტექნოლოგიების დანერგვისა და კაპიტალის ბაზრის გაუმჯობესების მხრივ, ერთ-ერთი ლიდერი იქნება
, - განაცხადა TASE-ს გენერალურმა დირექტორმა იტაი ბენ-ზეევმა.