Jack Daniels იწყებს AR კამპანიას NFT-ს გამოყენებით

ფოტო - Jack Daniels იწყებს AR კამპანიას NFT-ს გამოყენებით
AR პროექტის გაშვების მიზნით, კომპანიამ Jack Daniels გააფორმა საპარტნიორო შეთანხმება Yahoo Creative Studios-თან. პროექტში გამოყენებული იქნება Polygon-ზე დაფუძნებულ ციფრული საკოლექციო საგნები და ტექნოლოგია Augmented Reality (AR).
პროექტი გამოდის რუქის თამაშის სახით, რომელიც ხელმისაწვდომია ავსტრალიის ხუთ ქალაქში, სადაც მოთამაშეებს შეეძლებათ გამოიკვლიონ გარკვეული ადგილები, რათა იპოვონ " Jack Daniel's-ის კონტეინერები", რომლებიც შეიცავს ისეთ პრიზებს, როგორიცაა სასაჩუქრე სერთიფიკატები, სტუმრობა ქარხანაში და სამი ავსტრალიური ჯგუფის მუსიკალური ტრეკების NFT.

სულ 2000 ტრეკია ხელმისაწვდომი და იმას, ვინც კონტეინერს იპოვის, შეუძლია ის, როგორც Polygon-ზე არსებული, საკოლექციო საგანი იქონიოს. კამპანიის მიზანია ციფრული მარკეტინგის საზღვრების გაფართოვება, პერსონალიზაციისა და აღმოჩენის განცდის დაბრუნება, რასაც თან ახლავს სიმღერის ფლობაც. Jack Daniel's-ის უფროსი ბრენდ მენეჯერის დიმიტრა ტასოპულოსის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს ახალი და ინოვაციური ხერხების ძიებას მომხმარებელთა მოსაზიდად.

ალკოჰოლის ბრენდის მეტავერსში დანერგვა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ ასეთ კამპანიებს შეუძლიათ გზა გაუხსნან უფრო კრეატიულ თანამშრომლობას მომავალში. ის ასევე გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება NFT და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენება ხელოვნების სამყაროს მიღმა, ასევე მიანიშნებს სხვადასხვა დარგში ახალი მარკეტინგული ტრენდების არსებობაზე.

GC
GN Crypto
ავტორი