იაპონიაში სტეიბლკოინებით საბანკო ექსპერიმენტი დაიწყო
სამმა იაპონურმა ბანკმა გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო ექსპერიმენტში Japan Open Chain-ზე სტეიბლკოინების გამოყენებით, რომლებიც ადგილობრივ კანონმდებლობას შეესაბამება.
ამ სადემონსტრაციო ექსპერიმენტის ფარგლებში, GU Technologies (Japan Open Chain-ის დეველოპერი), Tokyo Kiraboshi Financial Group-თან, Minna Bank-სა და The Shikoku Bank-თან ერთად, გამოუშვებს და გადარიცხავს სტეიბლკოინებს Japan Open Chain-ზე - Ethereum-თან თავსებად საჯარო ბლოკჩეინზე, რომელიც სტაბილურობაზე, სიჩქარესა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზეა ორიენტირებული. ექსპერიმენტის მონაწილეებს სურთ დაამტკიცონ, რომ ყველა ბანკს შეუძლია გამოუშვას სრულად უზრუნველყოფილი და კანონიერი სტეიბლკოინი, რომელიც შეიძლება სწრაფად გადაირიცხოს ნებისმიერ ადგილას, მათ შორის პერსონალურ Ethereum საფულეში.
GU Technologies-ის განცხადებით, განახლებული კანონი ივნისში შევა ძალაში და ბანკებს საშუალებას მისცემს გამოუშვან სტეიბლკოინი, რომელიც ნებისმიერ ვალუტასთან არის მიბმული. ეს საშუალებას მისცემს ფინანსურ ორგანიზაციებს, არა მხოლოდ გაამარტივონ გლობალური გადახდები, არამედ გაზრდის რიგითი მომხმარებლების კომფორტს მომსახურებისა და საქონლის გადახდის, ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საკითხებში, ან უბრალოდ, ჩვეული ონლაინ გადახდების კიდევ ერთი ალტერნატივა გახდება.
გარდა ამისა, სტეიბლკოინებს შეუძლიათ ბანკებს შემატონ მეტი უპირატესობა: საინვესტიციო შემოსავლის ზრდა, გაცვლებით მიღებული შემოსავლის ზრდა, სახსრების ახალი შემოდინება უცხოეთიდან და უბრალოდ ფულადი გადარიცხვების საბანკო სისტემის მხარდაჭერის ხარჯების შემცირება. თავის მხრივ, მომხმარებლები მიიღებენ სწრაფ გადარიცხვებს, დაბალ საკომისიოს, მეტ კონტროლსა და კომფორტს საკუთარი სახსრების მართვაში, უცხოურ ვალუტაში გადახდებზე შეუფერხებელ წვდომასა და, რა თქმა უნდა, Web3 აპლიკაციებში "თეთრი" საბანკო სტეიბლკოინის აქტიურად გამოყენების შესაძლებლობას.
GU Technologies მუშაობს იმაზე, რომ სტეიბლკოინით გადახდები გაფართოვდეს და დაინტერესებულ კომპანიებს სადემონსტრაციო ექსპერიმენტში ჩასართავად იწვევს.