სტეიბლკოინები–როგორები არსებობს და რატომ უფასურდებიან?

ფოტო - სტეიბლკოინები–როგორები არსებობს და რატომ უფასურდებიან?
სტეიბლკოინი კრიპტოვალუტის ტოკენია,რომლის ფასიც არსებულ ვალუტაზე ან აქტივზეა მიბმული.
არა მხოლოდ აშშ დოლარის სტეიბლკოინები არსებობს. სტეიბლი შეიძლებას შეიქმნას  ნებისმიერი ვალუტისთვის,მაგალითად,ოქროსთვის (PAXG, XAUT), ევრო (EURT) და სხვა მრავალი ფიატური ვალუტისთვის.

თეორიულად, სტაბილკოინის ფასი უცვლელად მიჰყვება იმ აქტივს, რომელზედაც ის არის მიბმული, მაგრამ ასევე ხდება  კურსიდან მიბმის მოხსნაც  („დეპეგი“). მაგალითად, პროექტის Terra  UST ტოკენის გაუფასურება. იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება ასეთი რამ, ჩვენ გავაანალიზებთ სტეიბლკოინების ტიპებს და დავახასიათებთ მათ თავისებურებებს.

ცენტრალიზებული სტეიბლკოინები

ნებისმიერი სტეიბლის მთავარი ასპექტი არის მისი  რეალური ვალუტით უზრუნველყოფა. ცენტრალიზებული სტეიბლკოინების გამოშვება ხდება ცენტრალიზებული ემიტენტის მიერ (კომპანია, ბირჟა ან კრიპტო ფონდი). მათი რეზერვები დიდწილად  ფიატური ვალუტებითაა მხარდაჭერილი და სხვა „რეალური“ ფულით.

ყველაზე პოპულარული სტეიბლოინების უმეტესობა  ამ ტიპს მიეკუთვნება. USDT იჭრება Tether-ის მიერ, USDC ბირჟა Coinbase–ისა და კომპანია Circle–ის მიერ, USDP–ის ემიტენტი კი  არის Paxos და ა.შ. ყველა ეს ტოკენი მუშაობს თავის  იურისდიქციაში და შექმნილია კონკრეტული მიზნებისთვის, მაგრამ თვისებებით ისინი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან.

ეს  ყველაზე საიმედო სტაბილკოინის ტიპია, თუ  საქმე  გაუფასურების ალბათობას ეხება. მინუსები აქ  ტოკენების მართვის გადაჭარბებული ცენტრალიზაციაა, ასევე რეზერვების დადასტურების სირთულე. თითოეული ემიტენტი კომპანია ვალდებულია გაიაროს აუდიტი, რომლის შედეგია უზრუნველყოფის შესახებ   ანგარიში. ზოგჯერ, დიდი კაპიტალიზაციის ან აქტივების მრავალფეროვნების გამო (ობლიგაციები, ფასიანი ქაღალდები და ფიატი), ამის გაკეთება საკმაოდ რთულია.

დეცენტრალიზებული სტეიბლკოინები

კრიპტოვალუტის საზოგადოებამ დიდი ხანია გააცნობიერა აუცილებლობა არ იყოს საბანკო სტრუქტურაზე „მიწებებული“. დეცენტრალიზებული სტეიბლკოინების დამინთვა ნებისმიერს შეუძლია, თუ თავის კრიპტოვალუტას გირაოს სახით დატოვებს. ამრიგად, მომხმარებელი იყენებს სტაბილურ ტოკენს, მესამე მხარის ჩარევის შესაძლებლობის გარეშე.

ყველაზე მსხვილი დეცენტრალიზებული სტეიბლია DAI Maker DAO-სგან. 1 DAI-ის მისაღებად, აუცილებელია კრიპტოვალუტების დაბლოკვა  1.5:1 თანაფარდობით. ანუ, 1,5 დოლარად BTC-ში მიიღებთ 1 DAI-ს. ეს კარგი მიდგომაა უზრუნველყოფის თვალსაზრისით - ტოკენს აქვს ღირებულების დიდი "მარაგი". მაგრამ ეს ასევე კაპიტალის ეფექტურობის პრობლემასაც ქმნის. რატომ უნდა დაიბლოკოს ამდენი სახსრები, თუ პროცედურებიდან მიღებული შემოსავალი არ არის გამართლებული და მარკეტიდან ტოკენის ყიდვა უფრო ადვილია?

ალგორითმული სტეიბლკოინები

ბევრი კრიპტოპროექტი ქმნის საკუთარ სტეიბლებს მათივე პლატფორმების, DeFi– ბირჟების, პროტოკოლების და სხვა სუბიექტების მარტივად გამოყენებისთვის. ფიატის ან არსებული სტეიბლებიდან რეზერვების მოზიდვა ძვირია და სტარტაპები საკუთარ თავზე იღებენ სტეიბლის  საკუთარი მონეტით მხარდაჭერას. ეს მოსახერხებელია და არ საჭიროებს დიდ ხარჯებს: გადაიტანეთ აქტივის ნაწილი ტოკენომიკიდან სტაბილკოინის უზრუნველყოფაზე, დაამატეთ რამდენიმე BTC ან ETH და მიიღებთ სტეიბლკოინს, რომელიც მხოლოდ კრიპტოვალუტითაა გამყარებული  და მაშინაც კი არა 100%–ით.

ფაქტობრივად, ასეთი აქტივის ფასი ყალიბდება მხოლოდ მიწოდებით და მოთხოვნით, რის გამოც ჩნდება გაზრდილი ვოლატილობისა  და შესაძლო კოლაფსის საფრთხე. რაც დაემართა UST ტოკენს. მის რეზერვებში იყო LUNA–ს მონეტები ბიტკოინთან ერთად. უზრუნველყოფიდან BTC-ის ამოღების შემდეგ, ტოკენმა გაუფასურება დაიწყო, რადგან მომხმარებლები მიხვდნენ, რომ რეალურად „ჰაერი“ ჰქონდათ საფულეზე. პანიკურმა გაყიდვებმა განაპირობა სტეიბლის კურსის ვარდნა, რომლის ალგორითმმა დაიწყო LUNA-ს გაყიდვა სახსრების დეფიციტის დასაფარად. მაგრამ კურსის აღდგენის ნაცვლად, UST-მა LUNA ფსკერზე ჩაითრია.  

თუმცა, მათი მაღალი კაპიტალ–ეფექტურობის გამო, ალგორითმულმა სტეიბლკოინებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს. კრიპტო პროექტები გვთავაზობენ მაღალ პროცენტებს დეპოზიტებზე, რაც ასტიმულირებს ტრეიდერებს, ტოკენები შეინახონ ან მათი სტეიკინგი მოახდინონ. გარდა ამისა, ჩნდება უზრუნველყოფის ჰიბრიდული ტიპები, რომლებიც შექმნილია დეპეგების ალბათობის ნიველირებისთვის. ასეთი პროექტებია Fei USD (FEI), Ampleforth (AMPL), Frax Finance (FRAX), Magic Internet Money (MIM) და მრავალი სხვა.

შესაძლოა, მომავალში საზოგადოებამ შეძლოს ისეთი სტეიბლის შექმნა, რომელსაც  სამივე ძირითადი თვისება ექნება - დეცენტრალიზაცია, უზრუნველყოფა და კაპიტალის ეფექტურობა. სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს სტეიბლკოინების ინდუსტრია მომდევნო რამდენიმე წელიწადში.