ჯედ მაკალები: Mt.Gox-დან Stellar-მდე

icon XLM
ფოტო - ჯედ მაკალები: Mt.Gox-დან Stellar-მდე
ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ Mt.Gox-ის ბირჟა, რომლის ჩამოშლამ 2014 წელს კრიპტოსამყარო შეძრა და პროექტი Stellar Development Foundation ერთმა და იმავე ადამიანმა - ნიჭიერმა დეველოპერმა ჯედ მაკკალებმა შექმნა.

ცნობილი ფაქტები მაკკალების ბიოგრაფიიდან:

1. მაკკალები წარმოშობით ფეიტვილიდან არის (ჩრდილოეთ კაროლინა). ის 48 წლისაა.

მას უმაღლესი განათლების მიღება არ სურდა, რადგანაც თვლიდა, რომ ეს დროის ფუჭად კარგვაა. ჯედის აზრით, კოდის დასაწერად საჭიროა პრაქტიკა და არა თეორია. ამიტომ, ის კოლეჯის დამთავრებისთანავე სრულად გადაერთო დეველოპინგზე.

2. მაკკალები არის პიონერი დეცენტრალიზებულ სისტემებისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის საკითხებში. 2007 წელს მან შეიმუშავა და გამოუშვა eDonkey2000 ქსელი, რომელიც თავის დროზე  ფაილების გაცვლის ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა გახდა.

3. მოგვიანებით, 2010 წელს მან შექმნა მსოფლიოში პირველი კრიპტობირჟა Mt.Gox. ერთი წლის შემდეგ, მან ბირჟა ფრანგ დეველოპერს მარკ კარპელესს მიჰყიდა და, უკვე ახალი მფლობელის ხელმძღვანელობით, საიტმა ეპიკური კოლაფსი განიცადა.

4. ამის შემდეგ ის მიიწვიეს კომპანია Ripple-ში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.  2011 წელს, სამმა ინჟინერმა, რომლებიც ადრე  BTC ბლოკჩეინისთვის კოდს წერდნენ - დევიდ შვარცმა, ჯედ მაკკალებმა და არტურ ბრიტომ - XRP-ის შემუშავება დაიწყეს, რათა შეექმნათ ციფრული ფული სწრაფი საერთაშორისო გადახდებისთვის. ჯედი 2011 წლიდან 2013 წლამდე Ripple-ის თანადამფუძნებელი იყო. მაგრამ, რამდენიმე თვის შემდეგ გაირკვა, რომ ჯედის და დანარჩენი დამფუძნებლების ხედვა პროექტის მომავლის შესახებ ერთმანეთს არ ემთხვევა. მაკკალებმა დატოვა კომპანია Ripple. მის წასვლას თან ახლდა ხმამაღალი სკანდალი, რომელიც ქსელში გავრცელდა და კრიპტოსაზოგადოების განხილვის საგანი გახდა.

5. ახლა მაკკალები არის ღია ქსელის, Stellar-ის წამყვანი არქიტექტორი, რომელიც მან 2014 წელს აამოქმედა. ის ასევე არის Stellar Development Foundation-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ტექნიკური დირექტორი. კრიპტოვალუტა XLM  XRP-ის პირდაპირ კონკურენტად ითვლება და ჯედი ამას არ უარყოფს. ის პირდაპირ აცხადებს, რომ ახალ პროექტში მან შეძლო იმ იდეების განხორციელება, რომლებიც მისმა ყოფილმა კოლეგებმა უარყვეს.

6.ჯედი არის ასტერის ინსტიტუტის დამფუძნებელი, რომელიც  პრინციპულად  ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და მეცნიერებისთვის ფუნდამენტური შესაძლებლობების შექმნაზეა ორიენტირებული. ის კურირებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ მიმართულებას.

7. ის არის Arcadia Science-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორის  მრჩეველი, კომპანიის, რომელიც ევოლუციის კვლევითა და ახალი ორგანიზმების ბიოლოგიის შემუშავებით არის დაკავებული.

ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჯედის ცხოვრებიდან

1. ინფორმაციის ურთიერთგაცვლის დეცენტრალიზებული პლატფორმის შექმნა ჯედმა პირველად 2002 წელს სდაცა. მაშინ მან შექმნა ალგორითმი Kademlia, რომლის რეალიზება Overnet-ის ქსელში მოხდა. 2008 წლისთვის, ანუ დახურვის მომენტისთვის, ქსელი ნახევარ მილიონზე მეტ მომხმარებელს ითვლიდა. პლატფორმა ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის (RIAA) მოთხოვნით დაიბლოკა, რადგანაც  მისი მეშვეობით მეკობრული პროდუქციის გადაცემა ხდებოდა.

2. მაკკალების მიერ შექმნილი Mt.Gox კრიპტო ბირჟის სახელი ნიშნავს „Magic: The Gathering Online Exchange“. 2008 წელს პლატფორმა პოპულარული ონლაინ თამაშის "Magic: The Gathering"-ის საკოლექციო ბარათებით ვაჭრობისთვის ამოქმედდა. ჯედი ამ თამაშის ფანი იყო. იმ დროს კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე საუბარიც არ იყო. კრიპტოპლატფორმად ის უკვე 2010 წელს გადაიქცა.

3. Mt.Gox-ს უსაფრთხოებაში კრიტიკული ხარვეზები ჰქონდა. 2014 წელს მისი გატეხის მომენტისთვის, მომხმარებელთა ბალანსებზე იყო კრედიტორული დავალიანება  650,000 BTC ოდენობით, რომელიც კლიენტების საფულეებზე 2011 წლიდან 2013 წლამდე გროვდებოდა. ჯედმა ეს სიტუაცია იმით ახსნა, რომ მარკ კარპელესმა შეძენის შემდეგ პროექტის კოდში ცვლილებები შეიტანა. შესაძლებელია, რომ თავდასაძრომები, რომლებითაც მომხმარებლების სახსრები გაედინებოდა, ახალმა მფლობელმა  შეგნებულად შექმნა.

4. როდესაც მაკკალებმა 2014 წელს Ripple დატოვა, მისი საფულის ბალანსზე 9 მილიარდი XRP ირიცხებოდა. ეს  ტოკენების მთლიანი მიწოდების დაახლოებით 9%-ს წარმოადგენდა. მან ეს თანხები ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო, როდესაც XRP Ledger-ის წიგნი შეიქმნა. ჯედს თავისი აქტივები მაშინვე რომ გაეყიდა, ეს საბაზრო ფასზე აისახებოდა. Ripple Labs-ის დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმებით, მას XRP ნაწილ-ნაწილ  უნდა გაეყიდა  8 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ 2 მილიარდ ტოკენს ქველმოქმედებაზე დახარჯავდა. ბოლო ტრანში 2022 წლის 17 ივლისს შესრულდა.  ახლა ჯედს ანგარიშზე მხოლოდ 46 XRP აქვს. 
მაკკალებმა თავისი XRP-ის გაყიდვიდან დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. წყარო: siamblockchain

მაკკალებმა თავისი XRP-ის გაყიდვიდან დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. წყარო: siamblockchain

5. Ripple Labs-ის ადვოკატები აღშფოთებულები არიან იმით, რომ SEC ბრალს უყენებს პროექტის დამფუძნებლებს, ბრედ გარლინგჰაუსსა და კრის ლარსენს, მაგრამ ავიწყდება მაკკალები, რომელმაც მილიარდები გამოიმუშავა თავისი ფასიან ქაღალდებად მიჩნეული XRP-ის გაყიდვით.

6. გასულ წელს ჯედმა საკუთარი კოსმოსური სტარტაპის, Vast-ის გაშვება გამოაცხადა, რომელიც შექმნის  ხელოვნური გრავიტაციის მქონე კოსმოსურ სადგურებს კოსმოსის მომავალი ექსპანსიისთვის. ამ იდეის განსახორციელებლად ის SpaceX-ისა და Blue Origin-ის ყოფილ თანამშრომლებს იწვევს.

7. მისი მთავარი ჰობი, კოდის წერის გარდა, სერფინგია.

8. თავად მაკკალების თქმით, ის მიზანთროპია. დედამიწაზე მისი საყვარელი არსებები არიან რვაფეხები და უცხოპლანეტელები, რომლებიც, მისი აზრით, დიდი ხანია ჩვენს შორის ცხოვრობენ.

ციტატები, რომლებიც ჯედ მაკკალებს ახასიათებს

მე არ ვენდობი ავტორიტეტებს. შეიძლება ეს არ არის მთლად უნდობლობა, მაგრამ, მე ძალზე ვაფასებ თავისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური რამ, რაც ადამიანებს სჭირდებათ.
მას შემდეგ რაც Mt.Gox გავყიდე, ვფიქრობდი, როგორ გამომემუშავებინა ბიტკოინი მაინინგის გარეშე. მე მქონდა იდეა როგორ გამეკეთებინა ეს და ის ფორუმზე გამოვაქვეყნე იმ იმედით, რომ ვინმე ამას გააკეთებდა. მაგრამ, არავის არაფერი გაუკეთებია. ბოლოს ყველაფერი თვითონ გავაკეთე, რადგანაც ამაზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი. მე მიმაჩნია, რომ ასეთი კრიპტოვალუტა უნდა არსებობდეს
ის, თუ როგორ არის მოწყობილი გლობალური ფინანსური ისტებლიშმენტი დღეს, შეიძლება ასე აღვწეროთ: ადამიანები იბადებიან ეკონომიკაში ისევე, როგორც იბადებიან პოლიტიკურ სისტემაში. Stellar არის გამოსავალი, რადგანაც ის საშუალებას აძლევს ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ გლობალურ ფინანსურ ქსელში, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი