JPMorgan Chase კრიპტოლაბორატორიას აამოქმედებს
JPMorgan კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სფეროებში ძლიერდება. ამერიკული ფინანსური კონგლომერატი ათენში კრიპტოლაბორატორიას ხსნის.
ამის შესახებ JPMorgan Chase & Co-ის მხარდაჭერით შექმნილი ფინანსური პლატფორმა Onyx-ის ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების ამოქმედების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა. ტაირონ ლობანმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად პროექტი კონცენტრირებული იქნება Onyx-ის განვითარებისთვის ახალი გადაწყვეტილებების ძიებაზე. კვლევის პირველადი სფეროა მონაცემთა დაშიფვრა, კიბერუსაფრთხოება და ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა.
კრიპტოლაბორატორიის გუნდში შევა 50-მდე სპეციალისტი, რომლებთან აქვთ გადახდის ინოვაციურ პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება. შემუშავების მიმართულება გადახდის სისტემები იქნება.
ახლა კრიპტოლაბორატორია ეძებს დეველოპერ ინჟინრებს, უნივერსალურ პროგრამისტებს, ტექნიკურ მენეჯერებს, რომლებიც პროდუქტის ამოქმედებითა დაკავდებიან და მობილური აპლიკაციების დეველოპერებს. კრიპტოგრაფიისა და ბლოკჩეინის გარდა, ისინი ყურადღებას ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობაზეც გაამახვილებენ.
JPMorgan ასევე გეგმავს, კრიპტოლაბორატორიაში შექმნას ახალი აპლიკაციები პირადობის ციფრული ამოცნობისთვის და ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოსაფულეების ნიმუშები. Onyx-ის პროდუქტის უკან მდგომი პროფესიონალების აზრით, ციფრული იდენტიფიკაცია აუცილებელია Web3-ის გაფართოებისა და ახალი სერვისების შესაქმნელად არა მხოლოდ ამ სფეროში, არამედ ტრადიციულ Web2 სექტორშიც.
JPMorgan Chase & Co.-ის თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ათენში საინვესტიციო/კორპორაციული ბანკინგის, აქტივების მენეჯმენტის მიმართულები, შეუძლიათ დაესწრონ კრიპტოლაბორატორიის ღია თათბირებს.
შეგახსენებთ, რომ JPMorgan იყო ერთ-ერთი პირველი ბანკი, რომელიც კრიპტოვალუტების წინააღმდეგ კატეგორიული განცხადებებიდან მათ ბიზნესში დანერგვაზე გადავიდა.
2019 წელს "მორგანებმა" შექმნეს და გამოცადეს საკუთარი კრიპტოვალუტა, JPM Coin. ამგვარად, ეს პირველი ამერიკული ბანკი გახდა, რომელმაც ციფრული ვალუტა გამოუშვა.
2020 წელს კომპანიამ შეიმუშავა და წარმოადგინა DeFi პლატფორმა Onyx, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მეშვეობით მულტისავალუტო და მულტისაბანკო რეესტრებში საბითუმო გადახდების გადაცემის გასაადვილებლად შეიქმნა.
Onyx-ის გუნდში შედიან ნოვატორები, რომლებიც ცვლიან ინსტიტუციონალურ ბანკინგზე არსებულ წარმოდგენას და ქმნიან უსაფრთხო ინფრასტრუქტურას არა მხოლოდ კრიპტოვალუტებისა და ციფრული გადახდებისთვის, არამედ საბანკო გარემოში მონაცემთა გაცვლისთვისაც.
2022 წლის ნოემბერში, ტრანსნაციონალურმა ბანკმა მიიღო ლიცენზია კრიპტოსაფულისთვის განკუთვნილი სავაჭრო ნიშნისთვის. ამან მას საშუალება მისცა, განეხორციელებინა ტრანზაქციები კრიპტოვალუტაში, გაეხსნა ციფრული ანგარიშსწორების ანგარიშები, დაემუშავებინა კრიპტოგადახდები საკრედიტო ბარათით და შეეთავაზებინა სხვა ფინანსური სერვისები ციფრული აქტივების თამადობით.
2022 წელს JPMorgan-მა ჩაატარა თავისი პირველი ტრანსსასაზღვრო ტრანზაქცია საჯარო ბლოკჩეინზე. კრიპტოვალუტებისკენ გადადგმულ სხვა ნაბიჯებს შორისაა კომპანიის პარტნიორობა New York Mellon-სა და Fidelity Bank-თან, რომლებიც გაფორმებულია მათთვის კრიპტოსერვისების მიწოდების მიზნით.
ასევე გასულ წელს ჩვენ ვწერდით, რომ JPMorgan ბლოკჩეინის გამოყენებით სესხის უზრუნველყოფის ანგარიშსწორების შესაძლებლობას განიხილავს.
საინტერესოა, რომ ფინანსური ინსტიტუტის გენერალური დირექტორი აგრძელებდა უარყოფითად ლაპარაკს კრიპტოვალუტებზე მაშინაც კი, როდესაც მისმა კომპანიამ დაიწყო საკუთარი კრიპტოპროდუქტების გამოშვება და ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების დანერგვის შესაძლებლობების შესწავლა. 2021 წელს ჯეიმს დაიმონმა განაცხადა, რომ ბიტკოინი უსარგებლო გამოგონებაა და მას უნდობლობით უყურებს.