Kraken არ გეგმავს SEC–ში დარეგისტრირებას
21 სექტემბერს კრიპტოვალუტის ბირჟამ Kraken-მა საკადრო ცვლილებიების შესახებ გამოაცხადა. CEO–ს პოსტზე ჯესი პაუელი COO დეივ რიპლიმ ჩაანაცვლა. ახალმა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ პლატფორმა SEC–ში დარეგისტრირებას არ გეგმავს, რასაც ასე დაჟინებით მოითხოვს რეგულატორი კრიპტობაზრის ყველა მონაწილესგან.
აშშ–ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია, გერი გენსლერის მეთაურობით, არ ტოვებს მცდელობებს გაამკაცროს კრიპტოსექტორის რეგულირება. SEC–ში კრიპტოფირმებს რეგისტრაციისკენ აქტიურად მოუწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ციფრული აქტივების უმეტესობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონების მოქმედების ქვეშ ხვდება.
თუმცა ასეთ პოზიციას ინდუსტრიის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი არ იზიარებს, მათ შორის კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken-ი. ამის შესახებ მისმა ახალმა გენერალურმა დირექტორმა დეივ რიპლიმ განაცხადა. პლატფორმა არ დარეგისტრირდება SEC–ში და არ ჩაატარებს ტოკენების დელისტინგის პროცედურას, რომლებსაც რეგულატორი განიხილავს როგორც ფასიან ქაღალდებს. .
რიპლი ამტკიცებს, რომ Kraken-ი არ მუშაობს ფასიან ქაღალდებთან, ამიტომ არ არსებობს ბირჟის სახით კომპანიის რეგისტრაციისთვის საფუძველი. ასევე, ამჟამად პლატფორმა არ არის დაინტერესებული ტოკენების ლისტინგში, რომლებსაც რეგულატორი ფასიანი ქაღალდების კატეგორიას მიაკუთვნებს.
« შეიძლება გაჩნდეს რაღაც ახალი ტოკენი, რომელიც საინტერესო გახდება და ერთდროულად ის ფასიანი ქაღალდიც იქნება, [და] ასეთ შემთხვევაში ჩვენ ამ გზით პოტენციურად დაინტერესებული ვიქნებით».
რიპლის თქმით, ბირჟის გეგმებში, რომელიც კრიპტოზამთრისგან პრაქტიკულად არ დაზარალებულა, არ არის მხოლოდ ციფრული აქტივების შეძენა, რომლებიც ფასიან ქაღალდებს წარმოადგენენ. Kraken–ში დამატებით ისეთ პერსპექტიულო მიმართულებებს განიხილავენ, როგორიცაა გაკოტრებული კომპანიების შერწყმა და შთანთქმა, NFT–პლატფორმის შექმნა და საბანკო მომსახურების შეთავაზება ინსტიტუციური ინვესტორებისთვის.
ვინ არის დეივ რიპლი?
დეივ რიპლი არის Kraken–ის ყოფილი CCO. მან, ათეულზე მეტი კონკურენტისთვის გასწრებით და ამ პოსტზე ბირჟის თანადამფუძნებლის ჯესი პაუელის ჩანაცვლებით, თანამდებობა 21 სექტემბერს დაიკავა. კომპანიის უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ასეთი კომენტარი გააკეთა საკადრო ცვლილებებზე:
«დეივის გამოცდილება და დადასტურებული ლიდერობა მარწმუნებს, რომ ის იდეალური შემცვლელია და საუკეთესო პიროვნება, რომელიც Kraken–ს ზრდის მომდევნო ერაში წარუძღვება».
თავად პაუელი, რომელიც თავისი ლიბერტარიანული შეხედულებებით სკანდალურად არის ცნობილი, დირექტორთა საბჭოს ჩაუდგა სათავეში, რათა უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა პლატფორმის პროდუქტების შემუშავებასა და კრიპტოინდუსტრიის დაცვაში.