რით განსხვავდება DEX ცენტრალიზებული ბირჟებისგან

ფოტო - რით განსხვავდება DEX ცენტრალიზებული ბირჟებისგან
კრიპტოინდუსტრიაში დღეისთვის ბირჟის 2 სახეობა არსებობს– ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული. მოდით განვიხილოთ DEX–ისა და CEX–ის განსხვავება და უპირატესობები
CEX - ცენტრალიზებული ბირჟებია. СЕХ–ზე გარიგებები ითვალისწინებენ მესამე მხარის ყოფნას ტრანზაქციების ჩატარებისას.  ბირჟებს აქვთ ცენტრალიზებული სერვერი, სადაც ყველა აქტივი ინახება. იმისთვის რომ გაყიდოს ან იყიდოს კრიპტოვალუტა, მომხმარებელმა უნდა წარადგინოს თავისი პირადი ინფორმაცია  და გადაიხადოს საკომისიო.

 ცენტრალიზებული ბირჟის მაგალითია კრიპტობირჟა  WhiteBit, რომელიც სთავაზობს კრიპტოაქტივებით და ფიატური ფულით  ვაჭრობის და გაცვლის შესაძლებლობას, ასევე უზრუნველყოფს ტრანზაქციების უსაფრთხოებას და სამომხმარებლო თანხების დაცულობას.

 DEX - დეცენტრალიზებული ბირჟებია,  რომლებიც სთავაზობენ პლატფორმას კონტრაგენტების ურთიერთქმედებისთვის, რომლებსაც სურთ კრიპტოვალუტის შეძენა ან გაყიდვა. ამასთან, თავად ბირჟა არაა პირდაპირი შუამავალი გაცვლისას. ასეთი პლატფორმები მხოლოდ ბლოკჩეინის მექანიზმებით რეგულირდება. ამით ორივე მხარეს შეუძლია ერთრანგიან ტრანზაქციებში მიიღონ მონაწილეობა პირისპირ მინიმალურ ფასად. ამასთან, ორივე მხარე სრულად ანონიმური რჩება, და აქტივების გაცვლა ერთმანეთის მიმართ ნულოვანი ნდობის პირობებში შეუძლიათ.  

 DEX მაგალითად  Uniswap გამოდგება. აღნიშნული ბირჟა იყენებს ფინანსურ პროტოკოლს, რომელიც აჩქარებს კრიპტოვალუტების გაცვლას  Ethereum–ის ბლოკჩეინში. ამისთვის გამოიყენება ალგორითმი, რომელიც აგროვებს ლიკვიდობის პულებიდან ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნის მიმდინარე დინამიკას და მოცემულ ტოკენებს შორის მიწოდებას ეხება.   

CEX–ისა და DEX–ის ძირითადი განსხვავებები

 ცენტრალიზაცია: CEX   გააჩნია  ინფრასტრუქტურა და კონტოლის მაღალი ხარისხი ყოველი ტრანზაქციის ეფექტურობისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად. ამის მიღწევა ხდება პროცესების ცენტრალიზაციისა და შიდა სერვერების მეშვეობით მონაცემთა სკანირების ხარჯზე.

 DEX, თავის მხრივ,  მომხმარებლებს აძლევს პირდაპირ ბლოკჩეინთან ურთიერთქმედების საშუალებას. ტრეიდერები თავის აქტივებს სრულად აკონტროლებენ.   

 სახსრებზე კონტროლი: CEX ბირჟების შემთხვევაში იგულისხმება, რომ მომხმარებლები  “გადასცემენ” თავისი აქტივების მართვას ცენტრალიზებულ სერვერს, რომელიც მათ შენახვას უზრუნველყოფს, და ასევე სხვა სასარგებლო ფუნქციონალთან წვდომას (სავაჭრო ტერმინალი, სტეიკინგი, პრომო–აქციები და სხვა).

დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ( DEX)  მომხმარებლები თავად ადგენენ წესებს სმარტ–კონტრაქტების ტექნოლოგიის გამოყენების ხარჯზე.

 უსაფრთხოება: CEX–ის მინუსია  ცენტრალურ სერვერზე ჰაკერული შეტევების ალბათობა, რამაც შეიძლება მთლიან სისტემას  ავნოს. თუმცა, CEX–ის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა თაღლითური სქემებისგან  უფრო კარგადაა დაცული, ვიდრე  DEX.

 რაც შეეხება  DEX–ს, , ჰაკერს არ შეუძლია შეტევა მიიტანოს ცენტრალურ სისტემაზე, ვინაიდან ის პრონციპში არ არსებობს. თუმცა სმარტ–კონტრაქტების დონეზე დაუცველობა შესაძლებელს ხდის ბოროტმოქმედებისთვის ტოკენების ამოღებას ლიკვიდობის პულებიდან. DEX–ში   სრული ანონიმურობა კი ფულის გათეთრების რისკებს ზრდის.

 ლიკვიდურობა და სიჩქარე: ლიკვიდურობა–ესაა მაჩვენებელი, რომელიც წარმოაჩენს რამდენად მარტივად შეიძლება  ერთი აქტივის მეორეში კონვერტირება, მის საბაზრო ფასზე გავლენის გარეშე.

 CEX –ის შემთხვევაში  მაღალი ლიკვიდურობის უზრუნველყოფა ხდება ორდერების  დიდი მოცულობით, ასევე იმით, რომ ბირჟის ინფრასტრუქტურა ბლოკჩეინის მიღმა მუშაობს ( გაცვლის ოპერაციები ტარდება საბირჟო საფულეების დონეზე და არ ჩერდება ქსელის ვალიდაციისთვის).

 DEX–ზე ლიკვიდობა შეიძლება არ იყოს საკმარისი. ეს ორდერების წიგნის და ამმ–ს (ავტომატური მარკეტმეიკერების) გამოყენებასთან არის დაკავშირებული. გაცვლითი ოპერაციების ნაკადი ყოველთვის სხვადასხვაა, და ბლოკჩეინ–ტრანზაქციები გადიან დადასტურების პროცედურას (სხვადასხვა ბლოკჩეინები - სხვადასხვა სიჩქარე). 

კონტროლი და ცენზურა: ცენტრალიზებული ბირჟა როგორც წესი  მოითხოვს თავისი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს. ეს ამცირებს თაღლითობის რისკს, მაგრამ ბირჟას ნებისმიერ დროს შეუძლია გაყინოს მომხმარებლის ანგარიში, უარი უთხრას მომსახურებაზე ან დააწესოს ნებისმიერი შეზღუდვა.  როგორც მაგალითი, შეგვიძლია გავიხსენოთ რუსეთის მოქალაქეთა ანგარიშების ბლოკირება, რომლებიც Coinbase–ის სასანქციო სიაში მოხვდნენ. .

ვინაიდან არ არსებობს ცენტრალური ორგანო, რომელიც დაბლოკავდა ვინმეს მონაწილეობას  ბლოკჩეინში,  DEX  კონტროლის ასეთ დონეს მოკლებულია. ტრეიდერები სრულად ანონიმურები არიან და ყველა გარიგება პირადი ინფორმაციის მოთხოვნის გარეშე იდება.

ფიატური ვალუტა:
CEX იძლევა  ფიატური ვალუტების ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას, DEX კრიპტოვალუტის მხოლოდ კრიპტოვალუტაზე გაცვლის შესაძლებლობას სთავაზობს.

რა ავირჩიოთ: CEX თუ DEX?

 СЕХ გულისხმობს მარტივ სავაჭრო მექანიზმებს, თუმცა თქვენ მოგიწევთ არასავაჭრო რისკებთან შეგუება მესამე პირისთვის (ბირჟა) საკუთარი თანხების გადაცემის სახით. СЕХ–ს სწრაფი და ლიკვიდური ვაჭრობის ყველა უპირატესობა გააჩნია. შესაძლებელია როგორც კრიპტოვალუტების ფიატზე გაცვლა, ისე კრიპტოვალუტების წყვილებით ვაჭრობა. ეს მარტივია და მოსახერხებელი, მაგრამ ამისთვის СЕХ ,როგორც წესი,მცირე, მაგრამ მაინც თანხას გახდევინებთ.  გარდა ამისა, რჩება საბირჟო სერვერზე ჰაკერული შეტევების რისკი.

DEX უტოვებს სრულ კონტროლს თანხებზე მომხმარებელს.    აქტივების შენახვის ერთიანი ადგილი არ არის, ისევე როგორც არ არის მონაცემები გასატეხად. ამის გარდა, მომხმარებელს გარანტირებული აქვს სრული ანონიმურობა. ბლოკჩეინის განვითარებასთან ერთად  უმჯობესდება ისეთი პარამეტრები, როგორც სიჩქარე და ლიკვიდურობა, თუმცა ძველებურად რჩება სმარტ–კონტრაქტების დაუცველობის საფრთხე, და ასევე ნორმალური რეგულირების არარსებობა. 

იშ