Ledger Stax: აქ NFT-ს განთავსებაცაა შესაძლებელი

ფოტო - Ledger Stax: აქ NFT-ს განთავსებაცაა შესაძლებელი
Apple iPod-ის ცნობილ შემქმნელთან, ტონი ფადელთან თანამშრომლობით, Ledger-მა მსოფლიოს ახალი აპარატული საფულე Ledger Stax წარუდგინა.
FTX-ის კრახისა და იმ მასობრივი გატეხების შემდეგ, რომლებიც მას მოჰყვა, არა მხოლოდ Web3-ის ენთუზიასტები, არამედ CEX-პლატფორმების მხარდამჭერებიც კი მიხვდნენ, რომ ბირჟები კრიპტოვალუტების შესანახად საიმედო ადგილი არ არის. საკუთარი ციფრული აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფის  ვარიანტების ძიებაში, მომხმარებლებმა აპარატულ საფულეებს ყურადღება ლოგიკურად მიაქციეს. 

ჩეხური მწარმოებელი Satoshi Labs (Trezor) და ფრანგული კომპანია Ledger ბაზრის ფლაგმანები არიან და კრიპტოსეიფის სიმყარეში მათთვის კონკურენციის გაწევა ცოტას თუ შეუძლია. თითოეულ მათგანს ბაზრის 20-25%-იანი წილი უკავია. დანარჩენი 50% მობილურ აპლიკაციებსა და cold storage ბირჟებზე მოდის. ამიტომ კომპანიებს ნოუ-ჰაუში, ფასების სეგმენტსა და მხარდაჭერილი მონეტების რაოდენობაში კონკურენციის გაწევა ერთმანეთში უწევდათ.

მაგრამ ცოტა ხნის წინ ფრანგები ვა-ბანკზე წავიდნენ და საზოგადოებას უჩვეულო დიზაინის მქონე, სრულიად ახალი აპარატული საფულე წარუდგინეს. კრიპტოვალუტების სტანდარტული ჩამონათვალის გარდა, სუპერ-მოწყობილობა NFT-ს მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.

“Whoo!”-ს კატეგორიის დიზაინი ტონი ფადელისგან

ყველაზე თავისებურ რომელ დეტალებს გამოვყოფდით: 

1. მოწყობილობის უჩვეულო ფორმა. ის სქელ საკრედიტო ბარათს ჰგავს მაგნიტებით, რომლებიც რამდენიმე გაჯეტის ერთ ბლოკში გაერთიანების საშუალებას იძლევა. ვფიქრობთ, რომ ეს არა იმდენად ფუნქციონალურობის, რამდენადაც გაფორმების საკითხია. პრაქტიკული აზრია ამაში ცოტაა, მაგრამ ლამაზად გამოიყურება.

2. დისპლეის კიდე წიგნის ყუას მსგავსად არის შექმნილი, ამიტომ საფულეების დასტა წიგნების დასტას წააგავს. სხვათა შორის, იმის წყალობით, რომ დისპლეი კიდეზე შეფუთულია, თითოეულ გაჯეტზე წარწერის გაკეთება თქვენი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ, რის შემდეგადაც წიგნთან მსგავსება სრულყოფილი გახდება. 

3. გამოწრთობილი სენსორული ეკრანი ელექტრონული მელნებით. შერჩეული სურათების დახმარებით საკუთარი მოწყობილობის პერსონიფიცირებაა შესაძლებელი, რათა ის ვიზუალურად დანარჩენებისგან განსხვავდებოდეს. ეკრანი სურათს მაშინაც ინარჩუნებს, როდესაც საფულე არააქტიურია.
რამდენიმე Ledger Stax მაგნიტურ სამაგრებზე. წყარო: ledger.com

რამდენიმე Ledger Stax მაგნიტურ სამაგრებზე. წყარო: ledger.com

მოწყობილობის ზომა: 85 მმ × 54 მმ × 6 მმ. 
წონა: 45 г

Ledger Stax-ის ტექნიკური მახასიათებლები

დიზაინის შეფასება wow-სკალით 5-დან 5-ით შეიძლება, რაიმე განსაკუთრებული ტექნიკური სიახლე კი ვერ შევამჩნიეთ.

  • ეკრანის რეზოლუცია  672 × 400 პიქსელი ნაცრისფრის 16 ელფერით;
  • USB-C კავშირი დესკტოპისთვის და Bluetooth - სმარტფონისთვის;
  • Qi უკაბელო დატენის მხარდაჭერა;
  • 200 mAh პოლიმერული ბატარეა;
  • უსაფრთხოების ჩიპი ST33K1M5.

ცალკე დავაზუსტებთ, რომ მოწყობილობის შემქმნელები ირწმუნებიან: "ძილის" რეჟიმში, საფულე დატენას 3-4 თვის განმავლობაში არ საჭიროებს.

კიდევ რას უნდა ველოდოთ Ledger-ისგან?

Ledger Stax-ის პრეზენტაციაზე ტონი ფიდელმა განაცხადა, რომ აპარატული საფულის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით დიდი გეგმები აქვს. 

ის გეგმავს, ციფრული მონეტებისთვის განკუთვნილი სეიფი პერსონალური მონაცემების საცავად აქციოს, რომლებსაც ჩვენ სმარტფონს ვანდობთ. 
მალე, ამ მოწყობილობის გამოყენება თქვენი პირადობის მოწმობების, პასპორტების, ლოიალობის ბარათებისა და თუნდაც თქვენი პაროლების საშინელი სიის უსაფრთხოდ ჩანაცვლებისთვის იქნება შესაძლებელი
განაცხადა მან პრეზენტაციაზე
გარდა ამისა, კომპანიის გეგმებში Web3-ის პლიკაციებთან დასაკავშირებლად Ledger Connect-ის შემუშავებაც შედის. 

და ყველაზე საინტერესო: როდის და რა ფასად იქნება შესაძლებელი ამ სასწაული მოწყობილობის ყიდვა? 

Ledger Stax მასობრივ გაყიდვაში ჯერ არ ჩაშვებულა. ონლაინ-მაღაზიებში ის 2023 წლის თებერვალში გამოჩნდება. მაგრამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე წინასწარი შეკვეთების გაფორმება უკვე დაიწყო. 
ფასი – €280