რა ვიცით ლინდა იაკარინოს შესახებ
ილონ მასკმა Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ლინდა იაკარინო დანიშნა. მაგრამ, რა ვიცით მის შესახებ?
გაუმარჯოს Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს ლინდა იაკარინოს.
ბოსის მოვალეობებით ჟონგლირების და Twitter-ის ლოგოტიპის Dogecoin-ის თილისმით ჩანაცვლების შემდეგ, ილონ მასკმა, როგორც ჩანს, გული იჯერა ახალ პროექტთან თამაშით.
მიუხედავად იმისა, რომ მასკი კომპანიაში რჩება, ამიერიდან სწორედ იაკარინო აიღებს ძალაუფლების სადავეებს საკუთარ ხელში.
ამ სტატიაში შევკრიბეთ ყველაზე საინტერესო ფაქტები იტალიური წარმოშობის ამერიკელი მეწარმის შესახებ, რომელიც ილონ მასკს შეცვლის.
1. იაკარინო vs. კუშნერი
მას შემდეგ, რაც მასკმა გამოაცხადა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, მის შესაძლო მემკვიდრეებზე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო.
მათ შორის იყო ჯარედ კუშნერი, დონალდ ტრამპის სიძე, რომელიც შარშან დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დროს ტრიბუნებზე ილონ მასკის გვერდით დააფიქსირეს.
ჯარედ კუშნერი, ილონ მასკი და მაყურებლები დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატზე.
ეს ჭორები აქტიურად ვრცელდებოდა მთელი 2022 წლის განმავლობაში და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩაცხრა.
აღსანიშნავია, რომ თავად ლინდა იაკარინო არ იყო ნახსენები, როგორც პოტენციური კანდიდატი. მართლაც იდეალური აუტსაიდერი.
2. იაკარინო- რეკლამის გურუ
იაკარინო ყველაზე მეტად ცნობილია როგორც რეკლამის სპეციალისტი NBCUniversal-დან. ის კომპანიას 2011 წელს შეუერთდა, სწორედ Comcast-თან მისი შერწყმის დროს. ლინდა პასუხისმგებელი იყო კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიისა და სარეკლამო შემოსავალზე, რომელიც საერთო ჯამში $10 მილიარდს შეადგენდა.
იაკარინო NBCUniversal-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მასკმა ის Twitter-ის აღმასრულებელ დირექტორად დაასახელა.
არჩევანი იაკარინოს სასარგებლოდ, ალბათ, სტრატეგიული ხასიათისაა. მას შემდეგ რაც მასკმა გადაიბარა სოციალური მედიის პლატფორმა და გაათავისუფლა ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, შემოსავალი რეკლამიდან მკვეთრად შემცირდა.
„თუ Twitter-ს მონეტიზაციის დონის ამაღლება სურს, მაშინ სწორედ აქედან უნდა დაიწყოთ და ლინდა მშვენივრად გაუმკლავდება ამას“, -აღნიშნა ადამიანმა, რომელიც კარგად იცნობს იაკარინოს კარიერას.
3. იაკარინო არის აუდიტორიის მოზიდვის სპეციალისტი
მისი დანიშვნის აღსანიშნავად, იაკარინომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ტვიტი, რომელშიც მადლობა გადაუხადა ილონ მასკს იმისთვის, რომ არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა: „ვხედავ, რომ ახალი მიმდევრები შევიძინე... მე არ ვარ ისეთი ცნობილი, როგორც @elonmusk (ჯერ!), მაგრამ მასავით ვუერთგულებ ამ პლატფორმის მომავალს. თქვენი გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია ამ მომავლისთვის. სწორედ ამისთვის ვარ აქ. მოდით, დავიწყოთ დიალოგი და ერთად ვაშენოთ Twitter 2.0!"
ამ დროისთვის ლინდა იაკარინოს 398,2 ათასი გამომწერი ჰყავს. მასკს კი 139,7 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს.
ლინდა იაკარინოს ტვიტი. წყარო: Twitter
4. იაკარინო აშინებს MAGA-ს მხარდამჭერებსა და პრორუს ამერიკელებს
ყველა არ აღფრთოვანებულა იაკარინოს დანიშვნით. უკმაყოფილოებს შორის არის ჯექსონ ჰინკლი, რომელიც საკუთარ თავს ყველაზე არაცენზურირებულ იუთუბერს უწოდებს. ის ასევე ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორია საკმაოდ პრორუსული შეხედულებებით.
ცოტა ხნის წინ ჯექსონმა ტვიტერზე დაწერა: „Twitter-ის მომავალი აღმასრულებელი დირექტორის, ლინდა იაკარინოს პრობლემა ის კი არ არის, რომ ის „მემარცხენეა“. პრობლემა ის არის, რომ ის, როგორც ჩანს, ემლიქვნელება მთავრობას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინტერესებს ემსახურება. უკეთესის იმედით, ვემზადებით უარესისთვის."
ჯექსონ ჰინკლის ტვიტი. წყარო: Twitter
იაკარინოს ასეთ განცხადებაზე ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენია.
5. იაკარინო - დედა
Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი არა მხოლოდ წარმატებული კარიერით ამაყობს, ის ასევე ორი შვილის ბედნიერი დედაა.
დედის დღეს ლინდამ გამოაქვეყნა გულისამაჩუყებელი პოსტი: „დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი წყალობაა. გილოცავთ დედის დღეს!?”
ლინდა იაკარინოს ტვიტი. წყარო: Twitter
მანამდე GNCrypto იტყობინებოდა იმის შესახებ,თუ როგორ მოხვდა მასკს Twitter-ის ბანჰამერი.