NFT განსასჯელთა სკამზე: Hermes როტშილდის წინააღმდეგ

ფოტო - NFT განსასჯელთა სკამზე: Hermes როტშილდის წინააღმდეგ
სასამართლო გადაწყვეტილებები MetaBirkins-ის საქმეზე განსაზღვრავს, სად გადის გადის მიჯნა მხატვრის თვითგამოხატვასა და სავაჭრო ნიშნებზე კომერციული საწარმოების უფლებებს შორის.
2023 წლის მარტის დასაწყისში, კომპანიამ Hermes International კვლავ უჩივლა სასამართლოში მხატვარ მეისონ როტშილდს (ნამდვილი სახელი სონი ესტივალი). ფუფუნების საგნების ფრანგულ მწარმოებელს სურს როტშილდს ჩამოართვას ნებისმიერი უფლება მის MetaBirkins NFT-ზე.

საუბარია ას არაჩანაცვლებად ტოკენზე, რომლის შექმნის შთაგონების წყაროდ  Birkin-ის მოდური (და ძვირი) ჩანთების გამოსახულება იქცა. Hermes ამტკიცებს, რომ როტშილდმა $1 მილიონზე მეტი ღირებულების NFT MetaBirkins გაყიდა (მაშინ, როდესაც Birkin-ის ჩანთების გაყიდვამ ბრენდის მთელ ისტორიაში დაახლოებით $1 მილიარდი  შეადგინა). მოსარჩელე დარწმუნებულია, რომ როტშილდმა შეცდომაში შეიყვანა მომხმარებლები, რომლებიც დაარწმუნა, რომ MetaBirkins-ის NFT-ები შექმნა ან მოიწონა მწარმოებელმა კომპანიამ TM Birkin. Hermes მოპასუხეს უწოდებს ციფრულ სპეკულანტს, ხოლო NFT ტექნოლოგიას - გამდიდრების სწრაფი სქემა. ამავდროულად, ის წუხს, რომ როტშილდმა არაჩანაცვლებადი ტოკენების სივრცეში Birkin-ის ბრენდის სამომავლო შესვლას დაბრკოლებები შეუქმნა.

თავის მხრივ, მოპასუხე თავის NFT კოლექციას მოდური ბრენდის მიმართ "ირონიულ რევერანსს" უწოდებს და ირწმუნება, რომ მან პროექტზე მხოლოდ $125 ათასის გამომუშავება შეძლო.
ასეთი რაღაცეები ხელოვნების უორჰოლისეული ტრადიციის შუაგულშია. ისინი სასაქონლო სამყაროზე გაკეთებული მინაწერებია. ეს არის ის, რასაც მხატვრები აკეთებენ სულ მცირე ენდი უორჰოლის დროიდან 1960-იანი წლების დასაწყისში
, - განმარტავს როტშილდის კონცეფციას ხელოვნებათმცოდნე ბლეიკ გოპნიკი.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვით ადრე მანჰეტენის ფედერალურმა ჟიურიმ უკვე დაადგინა: როტშილდის ციფრული ხელოვნება არღვევს Hermes International-ის უფლებებს შესაბამის სავაჭრო ნიშანზე. ამასთან, ჟიურიმ მხატვარს კომპანიისთვის მიყენებული, $133 ათასის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა.

ახლა Hermes ამტკიცებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, როტშილდი აგრძელებს თავისი NFT-ების გაყიდვას. ამიტომ, მწარმოებელი ითხოვს მისთვის MetaBirkins-ის ვებგვერდის, თავად NFT კოლექციის, ასევე ტოკენების გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავლის გადაცემას. თავის მხრივ, მოპასუხის ადვოკატი ახალ სარჩელს უწოდებს როტშილდის დასჯის მცდელობას იმის გამო, რომ Hermes-ს მისი ხელოვნება არ მოსწონს.

მხარეთა არგუმენტების გარკვეული კომიკურობის მიუხედავად, იურისტებიც და ხელოვანებიც ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მათ შეტაკებას. ამ სასამართლო პროცესებზე ხომ პირველად განიხილება საკითხი, არის თუ არა NFT ხელოვნების ნიმუში, რომელიც სიტყვის თავისუფლებითაა დაცული, თუ ციფრული სიყალბეა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სფეროს კანონმდებლობის მოქმედების ქვეშ ხვდება?

ჯერჯერობით, არტ-საზოგადოებამ მიიღო მკაფიო სიგნალი: ბრენდის გამოსახულების გამოყენებამ (თუნდაც შეცვლილი სახით) შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები კანონთან. იურისტები ამტკიცებენ, რომ "Hermes როტშილდის წინააღმდეგ" საქმის შედეგი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს NFT-ებთან დაკავშირებულ სამომავლო სამართალწარმოებაში. მხატვრის დამარცხება იქნება სერიოზული დარტყმა არაჩანაცვლებადი ტოკენების ბაზრისა და ზოგადად ციფრული ხელოვნებისთვის.
Hermes-ის საქმეში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ეჯახება ერთმანეთს ახალი ტექნოლოგიები და ისტორიული, საუკუნოვანი ბრენდები
, - აჯამებს არი რედბორდი ანალიტიკური კომპანიიდან TRM Labs.